საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 6294-IIს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 12/06/2020
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 19/06/2020
სარეგისტრაციო კოდი 020000000.05.001.019879
6294-IIს
12/06/2020
ვებგვერდი, 19/06/2020
020000000.05.001.019879
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №12, 1984 წელი, მუხ. 421) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. 125-ე მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ამ მუხლის პირველი ან 11 ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის იმ პირის მიერ ჩადენა, რომელიც ახორციელებს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარულ სამგზავრო გადაყვანას, საქალაქთაშორისო რეგულარულ სამგზავრო გადაყვანას ან საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით დადგენილ საერთაშორისო რეგულარულ სამგზავრო გადაყვანას, –

გამოიწვევს დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით.“.

2. 130-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) მიწისზედა ელექტროტრანსპორტით (ტროლეიბუსი, ტრამვაი), მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარული სამგზავრო გადაყვანის განმახორციელებელი ავტოსატრანსპორტო საშუალებით −

გამოიწვევს დაჯარიმებას 20 ლარის ოდენობით.

შენიშვნა:

1. მგზავრი ვალდებულია ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ელექტროტრანსპორტით/ავტოსატრანსპორტო საშუალებით მგზავრობისას მგზავრობის დაწყებისთანავე შეიძინოს ბილეთი ან ელექტრონული გადახდის საშუალებით გადაიხადოს მგზავრობის ტარიფით განსაზღვრული თანხა. წინააღმდეგ შემთხვევაში იგი უბილეთო მგზავრად მიიჩნევა.

2. ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ჯარიმის ნებაყოფლობითი აღსრულებისათვის ამ კოდექსის 290-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევისათვის პირს დაერიცხება საურავი დაკისრებული ჯარიმის ორმაგი ოდენობით. საურავის დარიცხვიდან 30 დღის  ვადაში ჯარიმისა და საურავის  გადაუხდელობის შემთხვევაში სამართალდამრღვევის მიმართ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით განხორციელდება ჯარიმისა და საურავის გადახდის უზრუნველყოფის ღონისძიება;“.

3. 135-ე და 1351 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 135. მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარული სამგზავრო გადაყვანის სანებართვო პირობების დარღვევით ან შესაბამისი ნებართვის გარეშე განხორციელება

1. მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარული სამგზავრო გადაყვანის სანებართვო პირობების დარღვევით განხორციელება –

გამოიწვევს დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით.

2. მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარული სამგზავრო გადაყვანის შესაბამისი ნებართვის გარეშე განხორციელება –

გამოიწვევს დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით.

შენიშვნა:

1. ამ მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გამოვლენის მიზნით კონტროლის განმახორციელებელი (უფლებამოსილი სამსახური, ფიზიკური ან იურიდიული პირი) უფლებამოსილია შემოწმება კალენდარული წლის განმავლობაში ნებისმიერ დროს შეუზღუდავად განახორციელოს.

2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახდელის დადების შემდეგ კონტროლის განმახორციელებლის მიერ ნებართვის მფლობელისათვის სანებართვო პირობების დარღვევის შესახებ წერილობითი შეტყობინების გაგზავნის შემთხვევაში ნებართვის მფლობელის მიერ სანებართვო პირობების დარღვევის ნებართვის გამცემის მიერ დადგენილ ვადაში აღმოუფხვრელობა გამოიწვევს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრებას ამ კოდექსის 36 1 მუხლით დადგენილი წესით.

3. ამ მუხლით გათვალისწინებული ჯარიმის ნებაყოფლობითი აღსრულებისათვის ამ კოდექსის 290-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ ამ მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევისათვის პირს დაერიცხება საურავი 500 ლარის ოდენობით. საურავის დარიცხვიდან 30 დღის ვადაში ჯარიმისა და საურავის გადაუხდელობის შემთხვევაში სამართალდამრღვევის მიმართ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით განხორციელდება ჯარიმისა და საურავის გადახდის უზრუნველყოფის ღონისძიება.

მუხლი 1351. საქართველოს ტერიტორიაზე შიდა რეგულარული სამგზავრო გადაყვა­ნი­ს­ განხორციელებისა­ს მუნიციპალიტეტის შესაბამისი ორგანოს მიერ დამტკიცე­ბუ­ლი მოძრაობის მარშრუტის დარღვევა

საქართველოს ტერიტორიაზე შიდა რეგულარული სამგზავრო გადაყვანის განხორციელებისას თვითმმართველი ქალაქის ტერიტორიაზე შემომავალი M2 და M3 კატეგორიების ავტო­ბ­უ­­სე­ბისათვის მუნიციპალიტეტის შესაბამისი ორგანოს მიერ დამტკი­ც­ე­ბული მოძრაობის მარშრუტის დარღვევა −

გამოიწვევს დაჯარიმებას 100 ლა­რის ოდენობით.

შენიშვნა: ამ მუხლით გათვალისწინებული ჯარიმის ნებაყოფლობითი აღსრულე­ბი­სა­თ­ვ­ის ამ კოდექსის 290-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ ამ მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევისათვის პირს დაე­რ­ი­ც­­ხება საურავი 500 ლარის ოდენობით. საურავის დარიცხვიდან 30 დღის ვადაში ჯარიმისა და საურავის გადაუხდელობის შემთხვევაში სამართალდამრღვევის მიმართ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით განხორციელდება ჯარიმისა და საურავის გადახდის უზრუნველყოფის ღონისძიება.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


საქართველოს პრეზიდენტისალომე ზურაბიშვილი

 

 

თბილისი,

12 ივნისი 2020 წ.

N6294-IIს

ონლაინ კონსულტაცია

სამწუხაროდ კონსულტანტი არ არის კავშირზე.