„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2019 წლის 1 თებერვლის №9 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2019 წლის 1 თებერვლის №9 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 82
დოკუმენტის მიმღები საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 11/06/2020
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 11/06/2020
სარეგისტრაციო კოდი 140010000.22.034.017013
82
11/06/2020
ვებგვერდი, 11/06/2020
140010000.22.034.017013
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2019 წლის 1 თებერვლის №9 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
 

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის

ბრძანება №82

2020 წლის 11 ივნისი

ქ. თბილისი

„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2019 წლის 1 თებერვლის №9 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2019 წლის 1 თებერვლის №9 ბრძანებით (www.matsne.gov.ge, 04/02/2019, სარეგისტრაციო კოდი: 140010000.22.034.016838) დამტკიცებული დებულების:

1. მე-6 მუხლის:

ა) პირველ პუნქტის „ა“–„გ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) საგამოძიებო მთავარი სამმართველო;

ბ) დეტექტივების (ოპერატიული) მთავარი სამმართველო;

გ) არასრულწლოვნების საქმეთა მთავარი სამმართველო;“;

ბ) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. დეპარტამენტის რაიონული დანაყოფებია:

ა) ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველო;

ბ) ძველი თბილისის მთავარი სამმართველო;

გ) ისანი-სამგორის მთავარი სამმართველო;

დ) დიდუბე-ჩუღურეთის მთავარი სამმართველო;

ე) გლდანი-ნაძალადევის მთავარი სამმართველო.“.

2. მე-7 მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საგამოძიებო მთავარი სამმართველოს შემადგენლობაშია:

ა) I სამმართველო;

ბ) II სამმართველო;

გ) III სამმართველო.“;

ბ) მე-2 პუნქტის პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. საგამოძიებო მთავარი სამმართველოს კომპეტენციაა:“.

3. მე-8 მუხლის:

ა) პირველი პუნქტის:

ა.ა) პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. დეტექტივების (ოპერატიული) მთავარი სამმართველოს შემადგენლობაშია:“;

ა.ბ) „ა“„ე“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) I სამმართველო;

ბ) II სამმართველო;

გ) III სამმართველო;

დ) IV სამმართველო;

ე) V სამმართველო;“;

ბ) მე-2 პუნქტის პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. დეტექტივების (ოპერატიული) მთავარი სამმართველოს კომპეტენციაა:“.

4. მე-9 მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. არასრულწლოვნების საქმეთა მთავარი სამმართველოს შემადგენლობაშია:

ა) საგამოძიებო სამმართველო;

ბ) დეტექტივების (ოპერატიული) სამმართველო.“;

ბ) მე-2 პუნქტის პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. არასრულწლოვნების საქმეთა მთავარი სამმართველოს კომპეტენციაა:“.

5. მე-13 მუხლის პირველი  მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს შემადგენლობაშია:

„ა) პოლიციის I სამმართველო;

ბ) პოლიციის II სამმართველო;

გ) პოლიციის III სამმართველო;

დ) პოლიციის IV სამმართველო;

ე) პოლიციის V სამმართველო;

ვ) პოლიციის VI სამმართველო;

ზ) პოლიციის VII სამმართველო;

თ) საგამოძიებო სამმართველო;

ი) დეტექტივების (ოპერატიული) სამმართველო;

კ) საქმისწარმოების განყოფილება.

2. ძველი თბილისის მთავარი სამმართველოს შემადგენლობაშია:

ა) პოლიციის I სამმართველო;

ბ) პოლიციის II სამმართველო;

გ) პოლიციის III სამმართველო;

დ) პოლიციის IV სამმართველო;

ე) პოლიციის V სამმართველო;

ვ) პოლიციის VI სამმართველო;

ზ) პოლიციის VII სამმართველო;

თ) საგამოძიებო სამმართველო;

ი) დეტექტივების (ოპერატიული) სამმართველო;

კ) საქმისწარმოების განყოფილება.

3. ისანი-სამგორის მთავარი სამმართველოს შემადგენლობაშია:

ა) პოლიციის I სამმართველო;

ბ) პოლიციის II სამმართველო;

გ) პოლიციის III სამმართველო;

დ) პოლიციის IV სამმართველო;

ე) პოლიციის V სამმართველო;

ვ) პოლიციის VI სამმართველო;

ზ) პოლიციის VII სამმართველო;

თ) პოლიციის VIII სამმართველო;

ი) პოლიციის IX სამმართველო;

კ) პოლიციის X სამმართველო;

ლ) პოლიციის XI სამმართველო;

მ) საგამოძიებო სამმართველო;

ნ) დეტექტივების (ოპერატიული) სამმართველო;

ო) საქმისწარმოების განყოფილება.

4. დიდუბე-ჩუღურეთის მთავარი სამმართველოს შემადგენლობაშია:

ა) პოლიციის I სამმართველო;

ბ) პოლიციის II სამმართველო;

გ) პოლიციის III სამმართველო;

დ) პოლიციის IV სამმართველო;

ე) საგამოძიებო სამმართველო;

ვ) დეტექტივების (ოპერატიული) სამმართველო;

ზ) საქმისწარმოების განყოფილება.

5. გლდანი-ნაძალადევის მთავარი სამმართველოს შემადგენლობაშია:

ა) პოლიციის I სამმართველო;

ბ) პოლიციის II სამმართველო;

გ) პოლიციის III სამმართველო;

დ) პოლიციის IV სამმართველო;

ე) პოლიციის V სამმართველო;

ვ) პოლიციის VI სამმართველო;

ზ) პოლიციის VII სამმართველო;

თ) პოლიციის VIII სამმართველო;

ი) პოლიციის IX სამმართველო;

კ) პოლიციის X სამმართველო;

ლ) საგამოძიებო სამმართველო;

მ) დეტექტივების (ოპერატიული) სამმართველო;

ნ) საქმისწარმოების განყოფილება.“.

6. მე-16 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 16

1. დეპარტამენტში შემავალ მთავარ სამმართველოს და სამმართველოს ხელმძღვანელობს უფროსი, რომელსაც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.

2. მთავარი სამმართველოს უფროსი:

ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს მთავარი სამმართველოს საქმიანობას და წყვეტს მის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებს;

ბ) ანაწილებს საქმეებს, აძლევს დავალებებსა და მითითებებს მთავარი სამმართველოს მოსამსახურეებს, უზრუნველყოფს მთავარი სამმართველოს მუშაობის ორგანიზებას;

გ) აკონტროლებს მთავარი სამმართველოს მოსამსახურეების მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას;

დ) ახორციელებს მთავარ სამმართველოში მომზადებული დოკუმენტაციის ვიზირებას;

ე) დეპარტამენტის დირექტორს წარუდგენს ყოველთვიურ და კვარტალურ ანგარიშს მთავარი სამმართველოს საქმიანობის შესახებ;

ვ) დეპარტამენტის დირექტორს წარუდგენს წინადადებებს მთავარი სამმართველოს მოსამსახურეთა წახალისებისა და მათზე დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე;

ზ) შეიმუშავებს რეკომენდაციებს და ამზადებს წინადადებებს მთავარი სამმართველოს მოსამსახურეთა პროფესიული გადამზადების საჭიროების შესახებ;

თ) ასრულებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს, აგრეთვე დეპარტამენტის დირექტორის და დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის მიერ საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე დაკისრებულ დავალებებს.

3. სამმართველოს უფროსი:

ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს სამმართველოს საქმიანობას და წყვეტს მის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებს;

ბ) ანაწილებს საქმეებს, აძლევს დავალებებსა და მითითებებს სამმართველოს მოსამსახურეებს, უზრუნველყოფს სამმართველოს მუშაობის ორგანიზებას;

გ) აკონტროლებს მოსამსახურეების მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას;

დ) ახორციელებს სამმართველოში მომზადებული დოკუმენტაციის ვიზირებას;

ე) დეპარტამენტის დირექტორს წარუდგენს ყოველთვიურ და კვარტალურ ანგარიშს სამმართველოს საქმიანობის შესახებ;

ვ) დეპარტამენტის დირექტორს წარუდგენს წინადადებებს სამმართველოს მოსამსახურეთა წახალისებისა და მათზე დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე;

ზ) შეიმუშავებს რეკომენდაციებს და ამზადებს წინადადებებს მოსამსახურეთა პროფესიული გადამზადების საჭიროების შესახებ;

თ) ასრულებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს, აგრეთვე დეპარტამენტის დირექტორის, დეპარტამენტის დირექტორის მოადგილისა და მთავარი სამმართველოს უფროსის მიერ საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე დაკისრებულ დავალებებს.“.

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრივახტანგ გომელაური