საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 6412-IIს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 24/06/2020
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 01/07/2020
ძალაში შესვლის თარიღი 01/03/2021
სარეგისტრაციო კოდი 020000000.05.001.019913
6412-IIს
24/06/2020
ვებგვერდი, 01/07/2020
020000000.05.001.019913
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №12, 1984 წელი, მუხ. 421) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის 862 მუხლი:

„მუხლი 862. აკვაკულტურის საქმიანობის განხორციელების წესების დარღვევა

1. აკვაკულტურის საქმიანობის აკვაკულტურის/ექსტენსიური აკვაკულტურის ნებართვის გარეშე განხორციელება −

გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარამდე.

2. აკვაკულტურის/ექსტენსიური აკვაკულტურის ნებართვის სანებართვო პირობების დარღვევა −

გამოიწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარამდე.

3. „აკვაკულტურის შესახებ“ საქართველოს კანონის სხვა მოთხოვნის ან  აკვაკულტურის ტექნიკური რეგლამენტის დარღვევა −

გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარამდე.

4. ამ მუხლის პირველი−მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის განმეორებით ჩადენა −

გამოიწვევს დაკისრებული ჯარიმის გაორმაგებას.“.

2. 222-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის უფლებამოსილ თანამშრომლებს აქვთ ამ კოდექსის 48-ე, 49-ე, 51-ე, 51​2, 51​4−53​2, 54-ე, 54​1, 55​1, 554, 56-ე და 571 მუხლებით, 58-ე მუხლით (გარდა 58-ე მუხლის მე-5 და მე-6 ნაწილებისა), 58​​1, 583, 59-ე, 59​​3, მე-60, 60​3, 61​1, 63-ე−65-ე, 66-ე−69-ე, 69​4–69​6, 71-ე, 71​1, 721−77-ე, 78-ე და 79​1–795 მუხლებით, 79​6 მუხლით (ცალკეული საშიში ქიმიური ნივთიერებების იმპორტის ნაწილში), 79​7, 79​8 და 821–824 მუხლებით, 82​5 მუხლით (პლასტიკის და ბიოდეგრადირებადი პარკების წარმოების ნაწილში), 84-ე−85​5 მუხლებით, 86-ე მუხლით (გარდა 86-ე მუხლის მე-10 და მე-11 ნაწილებისა), 862, 87​1–87​3 და 89-ე–893 მუხლებით, 913 მუხლის მე-3 ნაწილით, 103​1 და 1282−1285 მუხლებითა და 151-ე მუხლით (გარდა 151-ე მუხლის მე-3 ნაწილისა) გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვისა და ადმინისტრაციული სახდელების შეფარდების უფლება.

2. ამ კოდექსის 58​3, 59-ე, 64-ე და 64​1 მუხლებით, 66-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 854 მუხლით, 86-ე მუხლის პირველი, მე-2–მე-9, მე-13, მე-17 და მე-20 ნაწილებით, 862, 87​2, 87​3, 89​3 და 128​2 მუხლებითა და 151-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ჩადენისას, თუ შესაბამისი ადმინისტრაციული სამართალდარღვევა ადმინისტრაციულ გამოკვლევას არ საჭიროებს ან თუ სამართალდამრღვევი სადავოდ არ ხდის მის მიერ ჩადენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტს და ამას ხელმოწერით ადასტურებს, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის შესაბამისი თანამშრომელი უფლებამოსილია ადგილზე განიხილოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე და სამართალდამრღვევს ადგილზევე შეუფარდოს შესაბამისი ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის გათვალისწინებული როგორც ძირითადი, ისე დამატებითი ადმინისტრაციული სახდელი.“.

3. 239-ე მუხლის მე-4 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. ამ კოდექსის 48-ე, 49-ე, 51-ე–51​2, 51​4−53​2, 54-ე, 54​1, 55​1, 55​4, 56-ე და 571 მუხლებით, 58-ე მუხლით (გარდა 58-ე მუხლის მე-5 და მე-6 ნაწილებისა), 58​1−59-ე, 59​3, მე-60, 60​3, 61​1, 63-ე−65-ე, 66-ე−69-ე, 69​4–69​6, 71-ე, 71​1, 721−77-ე, 78-ე და 79​1–79​5 მუხლებით, 79​6 მუხლით (ცალკეული საშიში ქიმიური ნივთიერებების იმპორტის ნაწილში), 79​7, 79​8 და 821–824 მუხლებით, 825 მუხლით (პლასტიკის და ბიოდეგრადირებადი პარკების წარმოების ნაწილში), 84-ე−86-ე, 862, 87​1–873 და 89-ე–893 მუხლებით, 91​3 მუხლის მე-3 ნაწილით, 103​1, 104-ე და 1282–1285 მუხლებითა და 151-ე მუხლით (გარდა 151-ე მუხლის მე-3 ნაწილისა) გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში ადგენენ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შემავალი დაწესებულებების უფლებამოსილი თანამშრომლები.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2021 წლის 1 მარტიდან.


საქართველოს პრეზიდენტისალომე ზურაბიშვილი

 

 

თბილისი,

24 ივნისი 2020 წ.

N6412-IIს