„წყლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„წყლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 6418-IIს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 24/06/2020
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 01/07/2020
ძალაში შესვლის თარიღი 01/03/2021
ძალის დაკარგვის თარიღი 01/09/2026
სარეგისტრაციო კოდი 400000000.05.001.019914
6418-IIს
24/06/2020
ვებგვერდი, 01/07/2020
400000000.05.001.019914
„წყლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

„წყლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „წყლის შესახებ“ საქართველოს კანონის (პარლამენტის უწყებანი, №44, 11.11.1997, გვ. 123) მე-5 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. წყლის ცხოველთა სამყაროს დაცვის, შესწავლის, აღწარმოებისა და გამოყენების სფეროში ურთიერთობები რეგულირდება ამ კანონითა და „ცხოველთა სამყაროს შესახებ“ და „აკვაკულტურის შესახებ“ საქართველოს კანონებით.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2021 წლის 1 მარტიდან.


საქართველოს პრეზიდენტისალომე ზურაბიშვილი

 

 

თბილისი,

24 ივნისი 2020 წ.

N6418-IIს