ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 18 იანვრის №1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 18 იანვრის №1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 32
დოკუმენტის მიმღები ზესტაფონის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 24/06/2020
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 25/06/2020
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.127.016374
32
24/06/2020
ვებგვერდი, 25/06/2020
010250050.35.127.016374
ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 18 იანვრის №1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
ზესტაფონის მუნიციპალიტეტი
 

  ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №32

2020 წლის 24 ივნისი

ქ. ზესტაფონი 

 

ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 18 იანვრის №1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1

„ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 18 იანვრის №1 (სსმ, ვებგვერდი, 25/01/2018 წ., სარეგისტრაციო კოდი: 010250050.35.127.016274) დადგენილების დანართი №1-ში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1.მე-14 მუხლის ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 14. მერის წარმომადგენელი

1. მერიის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენელი (შემდგომში წარმომადგენელი), არის ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებული პირი, რომელიც თავის უფლებამოსილებას ახორციელებს მუნიციპალიტეტის შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში, რომელსაც „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონისა და ამ დებულების შესაბამისად თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მერი.

2. მერის წარმომადგენელი ინიშნება მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში.

3. მერის წარმომადგენელი თავის კომპეტენციის ფარგლებში:

ა) უზრუნველყოფს ადმინისტრაციული ერთეულის მოსახლეობის კავშირს მერიასთან, საკრებულოსთან და ადგილობრივი თვითმმართველობის თანამდებობის პირებთან, აცნობს მათ მუნიციპალიტეტის თანამდებობის პირების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს;

ბ) უზრუნველყოფს მოსახლეობასთან მუნიციპალიტეტის თანამდებობის პირებისა და საკრებულოს წევრების შეხვედრების ორგანიზებას;

გ) უზრუნველყოფს სტატისტიკურ და სხვა მონაცემთა შეგროვებას, ადგილობრივი თვითმმართველობის სამართლებრივი აქტების მოსახლეობისათვის გაცნობას;

დ) ორგანიზებას უწევს ადმინისტრაციული ერთეულის მოსახლეობის გამოკითხვის სახალხო განხილვების ჩატარებას, მოსახლეობის წინადადებების, შენიშვნებისა და განცხადებების აღრიცხვას და მუნიციპალიტეტის შესაბამისი ორგანოებისა და თანამდებობის პირებისათვის მათ მიწოდებას;

ე) უზრუნველყოფს მოსახლეობის გამოკითხვას და მათთვის კონსულტაციების გაწევას;

ვ) შეიმუშავებს წინადადებებს ადმინისტრაციულ ერთეულში არსებული თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული ქონებით სარგებლობისა და მისი განკარგვის საკითხებზე;

ზ) კოორდინაციას უწევს ადმინისტრაციულ ერთეულში თვითმმართველი ერთეულის ქონების აღრიცხვას, აკონტროლებს ამ ქონების დაცვასა და მიზნობრივ გამოყენებას;

თ) თვალყურს ადევნებს ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორიაზე ადგილობრივი მნიშვნელობის კულტურის და ისტორიული ძეგლების მდგომარეობას და მათ შესახებ ინფორმაციას წარუდგენს შესაბამის ორგანოებს;

ი) აწესებს კონტროლს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორიაზე მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მიწის გამოყენებასა და დაცვაზე;

კ) ვალდებულია, შესაბამისი ადმინისტრაციული ერთეულის ფარგლებში ბავშვის დაბადების რეგისტრაციის თაობაზე შეატყობინოს სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოს იმ შემთხვევაში, თუ ბავშვი დაიბადა სამედიცინო დაწესებულების გარეთ, დაბადების შესახებ სამედიცინო ცნობის გაცემის უფლებამოსილების მქონე პირის დახმარების გარეშე;

ლ) ვალდებულია, შესაბამისი ადმინისტრაციული ერთეულის ფარგლებში, პირის გარდაცვალების რეგისტრაციის თაობაზე შეატყობინოს სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოს, პირის გარდაცვალების თაობაზე, შეტყობინებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში და წარმოადგინოს დადგენილი ფორმის წესით შევსებული ოქმი პირის გარდაცვალების შესახებ. პირის გარდაცვალების ფაქტზე საკმარისი და უტყუარი ინფორმაციის არარსებობისას, რის გამოც ვერ ხერხდება ოქმის შევსება, ვალდებულია სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოს პირის გარდაცვალების ფაქტის თაობაზე ოქმის შედგენის გარეშე შეატყობინოს;

მ) ადგენს მუნიციპალიტეტის შესაბამისი ადმინისტრაციული ერთეულის ფარგლებში პირის ცხოვრების ფაქტს;

ნ) საჭიროების შეთხვევაში შუამდგომლობს მუნიციპალიტეტის შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში მცხოვრებ სოციალურად დაუცველ და ეკონომიკურად შეჭირვებულ მდგომარეობაში მყოფ ოჯახებს, მუნიციპალიტეტის სოციალური და ჯანმრთელობის დაცვის პროგრამიდან სოციალური დახმარების მიღების მიზნით;

ო) მერის წარმომადგენელს აქვს ბეჭედი და ბლანკი შესაბამისი ტერიტორიული ერთეულის სახელწოდების აღნიშვნით.

4. მერის მოთხოვნის შესაბამისად ინფორმაციის მომზადება და წარდგენა: 

ა) შესაბამის დასახლებაში მოსახლეობის რაოდენობის შესახებ;

ბ) მოსახლეობის ელექტროენერგიით, ბუნებრივი აირით, შეშით, სასმელი და სარწყავი წყლით უზრუნველყოფის მდგომარეობის შესახებ;

გ) სოციალური (ჯანდაცვის, განათლების, კულტურის, დასვენების, კეთილმოწყობის და სხვა) და ინფრასტრუქტურის ობიექტების (გზები, ხიდები, სტიქიისგან დასაცავი ნაგებობები და სხვა) მდგომარეობისა და მათ სარეაბილიტაციოდ პირველ რიგში გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ;

დ) „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი ბინის მესაკუთრეთა ამხანაგობისათვის ხელშეწყობა;

ე) დევნილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა რაოდენობის და მათი საყოფაცხოვრებო და სოციალური პირობების მდგომარეობის შესახებ.

5. მერის წარმომადგენლის მონაწილეობა ადმინისტრაციული ერთეულის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების საკითხების მომზადებაში:

ა) ადმინისტრაციული ერთეულის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პრიორიტეტების შესახებ წინადადებების მომზადება;

ბ) მონაწილეობს ადმინისტრაციული ერთეულის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პროგრამებისა და გეგმების პროექტების შემუშავებაში;

გ) ამზადებს წინადადებებს ადმინისტრაციულ ერთეულში ინვესტირების მიმართულებების და მიზნობრივი პროგრამების შესახებ;

დ) მონაწილეობს თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის პროექტის შედგენაში, ამზადებს წინადადებებს ადმინისტრაციულ ერთეულში თვითმმართველობის ბიუჯეტიდან დასაფინანსებელი ღონისძიებების შესახებ, ორგანიზებას უწევს ადმინისტრაციული ერთეულის მოსახლეობისათვის ბიუჯეტის პროექტის გაცნობას და საჯარო განხილვებს, ახორციელებს ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებით მოსახლეობის შენიშვნებისა და წინადადებების სისტემატიზაციას და მერისათვის მათ მიწოდებას;

ე) მონაწილეობს ადმინისტრაციული ერთეულის სივრცით-ტერიტორიულ დაგეგმარებაში, ტერიტორიის კეთილმოწყობისა და საინჟინრო ინფრასტრუქტურის განვითარების პროგრამათა პროექტების მომზადებაში;

ვ) შეიმუშავებს წინადადებებს ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორიის ზონებად დაყოფის, მათი საზღვრების დადგენისა და შეცვლის, დასახლებების ქუჩების, მოედნების სახელდებისა და ნუმერაციის შესახებ;

ზ) ახდენს იმ პირთა აღრიცხვის ორგანიზებას, რომელთა დახმარება ხდება ადგილობრივი ბიუჯეტიდან;

თ) მონაწილეობს მოქალაქეთა სამხედრო აღრიცხვაზე აყვანის და სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევის, სამხედრო-სასწავლო შეკრებების ჩატარების, დაწყებითი სამხედრო სწავლების, სამხედრო პატრიოტული აღზრდის და სამოქალაქო თავდაცვის ორგანიზების საკითხებში;

ი) მონაწილეობს კატასტროფების, სტიქიური უბედურებებისა და ეპიდემიების სალიკვიდაციო ღონისძიებათა გატარებაში;

კ) ასრულებს მერის სხვა დავალებებს.

6. ადმინისტრაციული საზღვრების ფარგლებში გასცემს საქონლის ადგილწარმოშობის, აგრეთვე პირის კონკრეტულ მისამართზე ფაქტობრივი ცხოვრების ფაქტის დადასტურების შესახებ ცნობას, რომლის ცნობა გაიცემა მუნიციპალიტეტის სახელით..საქონლის ადგილწარმოშობის შესახებ ცნობა შეიძლება გაცემული იქნეს მაგალითად: კონკრეტულ ადგილზე ხის მოჭრის, სასოფლო-სამეურნეო პროდუქტის მოპოვების ფაქტის დადასტურებასთან დაკავშირებით.

7. მუნიციპალიტეტის უფლებამოსილი პირი ვალდებულია აწარმოოს გაცემული ცნობების რეესტრი და შეინახოს გაცემული ცნობების ასლები.

8.მერის წარმომადგენლის არყოფნის შემთხვევაში მისი ფუნქციების დროებითი შესრულება მერის ბრძანებით შეიძლება დაეკისროს კონკრეტულ ადმინისტრაციულ ერთეულში ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებულ უმცროს სპეციალისტს.“

2. მე-15 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. მერიის ადმინისტრაციული სამსახურის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლებთან და სპეციალისტებთან კოორდინაციის განყოფილების ადმინისტრაციულ ერთეულებთან ურთიერთობის უმცროსი სპეციალისტები არიან ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებული პირები, რომლებსაც ევალებათ:“.

3. მე-16 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 16. მერიის პროფესიული საჯარო მოხელე, შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირი, ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებული პირი

1. მერიაში საჯარო სამსახურს ეწევა:

ა) მერიის პროფესიული საჯარო მოხელე, რომელიც დანიშნულია მერიის საშტატო განრიგით გათვალისწინებულ თანამდებობაზე და ახორციელებს საჯაროსამართლებრივ ურთიერთობებს, როგორც თავის ძირითად პროფესიულ საქმიანობას.

ბ) შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირი მოსამსახურე, რომელიც ვადიანი შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე მიღებულია მერიაში დამხმარე ან არამუდმივ სამუშაოს შესასრულებლად;

გ) ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებული პირი.

2. შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირის უფლება-მოვალეობები განისაზღვრება საქართველოს ორგანული კანონის საქართველოს „შრომის კოდექსი“, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის, მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით და მასთან დადებული ხელშეკრულებით.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარევახტანგ ღამბაშიძე