საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 6735-რს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 02/07/2020
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 07/07/2020
სარეგისტრაციო კოდი 090000000.05.001.019932
6735-რს
02/07/2020
ვებგვერდი, 07/07/2020
090000000.05.001.019932
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №31, 03.11.2009, მუხ. 190) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. 30-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ1“ ქვეპუნქტი:

„დ1) საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სისტემის მოსამსახურე;“.

2. 221-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 51 და 52 ნაწილები:

„51. ნაფიცი მსაჯულობის კანდიდატისათვის კითხვარისა და უწყების ჩაბარებისა და მასთან ეფექტიანი კომუნიკაციის მიზნით შესაბამისი რაიონული (საქალაქო) სასამართლოს უფლებამოსილ პირს უფლება აქვს:

ა) საჯარო სამართლის იურიდიული პირისგან − საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოსგან ნაფიცი მსაჯულობის კანდიდატის პირადი ნომრის დახმარებით, ელექტრონული სერვისის მეშვეობით გამოითხოვოს სატრანსპორტო საშუალებების სარეგისტრაციო მონაცემებში აღრიცხული სატრანსპორტო საშუალების მფლობელ ფიზიკურ პირზე ან/და მართვის მოწმობათა გაცემის რეესტრში აღრიცხული მართვის მოწმობის მფლობელ ფიზიკურ პირზე დაფიქსირებული მობილური ტელეფონის ნომერი;

ბ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის ­− სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს კუთვნილი ელექტრონული ბაზებიდან წერილობით გამოითხოვოს ამ მუხლის მე-5 ნაწილში მითითებული ნაფიცი მსაჯულობის კანდიდატთა სიის პირველი 150 კანდიდატის მობილური ტელეფონების ნომრები. ამ კოდექსის 223-ე მუხლის მე-9 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში, თუ ნაფიც მსაჯულთა შერჩევის პირველ სხდომაზე ვერ შეირჩა ყველა ნაფიცი მსაჯული, ამ მუხლის 51 ნაწილით განსაზღვრულ უფლებამოსილ პირს უფლება აქვს, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს კუთვნილი ელექტრონული ბაზებიდან წერილობით გამოითხოვოს ნაფიცი მსაჯულობის კანდიდატთა სიის მეორე 150 კანდიდატის მობილური ტელეფონების ნომრები;

გ) თუ ამ პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პროცედურების ამოწურვის შემდეგ კვლავ ვერ შეირჩა ყველა ნაფიცი მსაჯული, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს კუთვნილი ელექტრონული ბაზებიდან წერილობით გამოითხოვოს ამ კოდექსის 223-ე მუხლის მე-9 ნაწილში მითითებული არაუმეტეს 100 ნაფიცი მსაჯულობის კანდიდატის მობილური ტელეფონების ნომრები.

52. ამ მუხლის 51 ნაწილის „ბ“ ან „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში საჯარო სამართლის იურიდიული პირი − სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო შესაბამის რაიონულ (საქალაქო) სასამართლოს ნაფიცი მსაჯულობის კანდიდატის მობილური ტელეფონის ნომრის შესახებ ინფორმაციას აწვდის შესაძლებლობის ფარგლებში.“.             

მუხლი 2. ამ კანონის ამოქმედებიდან 30 დღის ვადაში საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა − საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტომ და შესაბამისმა რაიონულმა (საქალაქო) სასამართლოებმა უზრუნველყონ სათანადო ორგანიზაციულ-ტექნიკური სამუშაოების ჩატარება.

მუხლი 3

1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

2. ამ კანონის პირველი მუხლი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან 30-ე დღეს.


საქართველოს პრეზიდენტისალომე ზურაბიშვილი

 

 

თბილისი,

2 ივლისი 2020 წ.

N6735-რს