დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 6827-რს |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
| მიღების თარიღი | 14/07/2020 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 28/07/2020 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 01/01/2021 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010100000.05.001.019990 |
|
„დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
მუხლი 1. „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 07.05.2014, სარეგისტრაციო კოდი: 010100000.05.001.017403) მე-2 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 33 პუნქტი: „33. სახელმწიფო, „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, გონივრული მისადაგების უზრუნველსაყოფად იღებს ყველა შესაძლო ზომას. გონივრულ მისადაგებაზე უსაფუძვლო უარი აგრეთვე ჩაითვლება დისკრიმინაციად.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2021 წლის 1 იანვრიდან.
|
თბილისი, 14 ივლისი 2020 წ. N6827-რს |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები