„კულტურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„კულტურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 6831-რს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 14/07/2020
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 28/07/2020
ძალაში შესვლის თარიღი 01/01/2021
სარეგისტრაციო კოდი 450000000.05.001.020002
6831-რს
14/07/2020
ვებგვერდი, 28/07/2020
450000000.05.001.020002
„კულტურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

„კულტურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „კულტურის შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №33, 31 ივლისი, 1997, გვ. 32) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-6 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 6. ადამიანის კულტურული მოღვაწეობის უფლება

საქართველოს კონსტიტუციის თანახმად კულტურული მოღვაწეობა საქართველოში არის ადამიანის შეუვალი უფლება. საქართველოს მოქალაქენი თანასწორნი არიან კულტურულ ცხოვრებაში განურჩევლად მათი ეროვნული, ეთნიკური, რელიგიური, ენობრივი კუთვნილებისა, შეზღუდული შესაძლებლობისა ან სხვა ნიშნისა.“.

2. მე-18 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ა1“ ქვეპუნქტი:

„ა1) „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა კულტურულ ღონისძიებებში მონაწილეობის სხვებთან თანაბარი შესაძლებლობის შექმნის ხელშეწყობა და იმ მექანიზმების შემუშავება, რომლებიც უზრუნველყოფს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მიერ საკუთარი შემოქმედებითი და ინტელექტუალური პოტენციალის გამოყენებასა და განვითარებას;“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2021 წლის 1 იანვრიდან.

 


საქართველოს პრეზიდენტისალომე ზურაბიშვილი

 

 

თბილისი,

14 ივლისი 2020 წ.

N6831-რს