საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 7083-Iს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 03/09/2020
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 04/09/2020
ძალაში შესვლის თარიღი 01/01/2021
სარეგისტრაციო კოდი 010190030.06.001.016067
7083-Iს
03/09/2020
ვებგვერდი, 04/09/2020
010190030.06.001.016067
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტს (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 14.12.2018, სარეგისტრაციო კოდი: 010190030.06.001.016054) დაემატოს შემდეგი შინაარსის 1752 მუხლი:

„მუხლი 1752. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების რეალიზაციაზე ზედამხედველობა

1. საქართველოს მთავრობა წელიწადში ერთხელ, არაუგვიანეს 1 აპრილისა, პარლამენტს წარუდგენს ანგარიშს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების რეალიზაციის, მათ შორის, სოციალურ უფლებათა უზრუნველყოფის ღონისძიებების შესრულების თაობაზე. ამ ანგარიშს პარლამენტი განიხილავს რეგლამენტის 176-ე მუხლის მე-2–მე-5 და მე-8–მე-10 პუნქტებით დადგენილი წესით.

2. ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული ანგარიში პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განიხილება წამყვანი კომიტეტის ან პარლამენტის ბიუროს (ბიუროს სხდომაზე დამსწრე წევრთა უმრავლესობის) მოთხოვნის საფუძველზე.

3. პარლამენტი ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული ანგარიშის პლენარულ სხდომაზე განხილვის შემთხვევაში იღებს დადგენილებას.“.

მუხლი 2. ეს რეგლამენტი ამოქმედდეს 2021 წლის 1 იანვრიდან.


საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელიგიორგი ვოლსკი

 

 

თბილისი,

3 სექტემბერი 2020 წ.

N7083-Iს