საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 6755-რს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 13/07/2020
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 20/07/2020
სარეგისტრაციო კოდი 090000000.05.001.019953
6755-რს
13/07/2020
ვებგვერდი, 20/07/2020
090000000.05.001.019953
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №31, 03.11.2009, მუხ. 190) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. 50-ე მუხლის მე-4 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. ამ მუხლის პირველი ნაწილის „ი“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირის მიერ − მოსაფიქრებელი ვადის განმავლობაში, იმავე ნაწილის „თ“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“−„გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული პირების მიერ – იმ შემთხვევაში, თუ მათ საქართველოს კანონმდებლობით აკისრიათ თავიანთი საქმიანობის განხორციელებისას კონფიდენციალურობის დაცვის ვალდებულება და იმავდროულად აქვთ ინფორმაცია არასრულწლოვანის მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, 138-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით ან მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 139-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 140-ე ან 141-ე მუხლით, 253-ე მუხლის მე-5 ნაწილით, 254-ე მუხლის მე-4 ან მე-5 ნაწილით, 255-ე მუხლის მე-3, მე-4, მე-5, მე-6 ან მე-7 ნაწილით ან 2551 ან 2552 მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის თაობაზე, სურვილის შემთხვევაში, გამოკითხვის დროს ინფორმაციის მიწოდება ან მოწმის სახით ჩვენების მიცემა არ ჩაითვლება ზემოაღნიშნული ვალდებულების დარღვევად.“.

2. 143​3 მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) გამოძიება დაწყებულია ან/და სისხლისსამართლებრივი დევნა ხორციელდება განზრახი მძიმე ან/და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ან საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შემდეგი მუხლებითა და თავით გათვალისწინებული რომელიმე დანაშაულის გამო: 134-ე მუხლი, 139-ე მუხლის მე-2 ნაწილი, 143-ე მუხლის პირველი ნაწილი, 1433 მუხლის პირველი ნაწილი, 180-ე მუხლის პირველი ნაწილი, 181-ე მუხლის პირველი ნაწილი, 186-ე მუხლის მე-2 ნაწილი, 187-ე მუხლის მე-2 ნაწილი, 198-ე მუხლის პირველი ნაწილი, 210-ე მუხლის პირველი ნაწილი, 253-ე მუხლის პირველი ნაწილი, 254-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილები, 2594 და 284-ე მუხლები, 285-ე მუხლის პირველი ნაწილი, 286-ე და 287-ე მუხლები, 288-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილები, 289-ე, 290-ე და 292-ე−302-ე მუხლები, 303-ე მუხლის პირველი−მე-3 ნაწილები, 304-ე მუხლის პირველი ნაწილი, 305-ე, 306-ე და 3061 მუხლები, 318-ე მუხლის პირველი ნაწილი, 3221 მუხლი, XXXIX თავი, 3442 მუხლის პირველი ნაწილი;“.

3. 218-ე მუხლის მე-8 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„8. დაუშვებელია ბრალდებულის/მსჯავრდებულის სასჯელისაგან სრულად განთავისუფლება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1441–1443 მუხლებით გათვალისწინებულ დანაშაულთა საქმეებზე, აგრეთვე არასრულწლოვანის წინააღმდეგ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე, 138-ე, 139-ე, 141-ე, 253-ე−255-ე, 2551 და 255მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.


საქართველოს პრეზიდენტისალომე ზურაბიშვილი

 

 

თბილისი,

13 ივლისი 2020 წ.

N6755-რს