„გეოგრაფიული ობიექტების სახელდების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„გეოგრაფიული ობიექტების სახელდების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 6883-რს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 15/07/2020
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 28/07/2020
სარეგისტრაციო კოდი 010080000.05.001.020100
6883-რს
15/07/2020
ვებგვერდი, 28/07/2020
010080000.05.001.020100
„გეოგრაფიული ობიექტების სახელდების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

„გეოგრაფიული ობიექტების სახელდების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „გეოგრაფიული ობიექტების სახელდების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №36, 2000 წელი, მუხ. 102) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-2 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე ბუნებრივი თუ ანთროპოგენური გეოინფორმაციული ერთეულის, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულების, ისტორიულად ჩამოყალიბებული უბნის, გეგმარებითი რაიონის, ამა თუ იმ ზონის, მიკრორაიონის, სხვა ტერიტორიული ერთეულის; მთის, ბორცვის, ხევის, მდინარის, ტბის, წყაროს; მოედნის, პროსპექტის (გამზირის); გზატკეცილის, ქუჩის, შესახვევის, ჩიხის, გასასვლელის, სანაპიროს, ესპლანადის, ბულვარის, ხეივნის; სკვერის, ბაღის, პარკის, ტყე-პარკის, ტყის, საქალაქო სასაფლაოს, პანთეონის, შენობა-ნაგებობის; სატრანსპორტო სისტემის ობიექტის სახელდებას ახდენს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანო ამ კანონისა და სხვა ნორმატიული აქტების შესაბამისად.“.

2. მე-3 მუხლის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) გეოგრაფიული ობიექტები – დედამიწის ბუნებრივი წარმონაქმნები: კონტინენტები, ოკეანეები, ზღვები, კუნძულები, მთები, მდინარეები, ტბები, მყინვარები და სხვა, აგრეთვე ადამიანის მიერ ხელოვნურად შექმნილი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულები, მათი ცენტრები, ქალაქები, დაბები, სოფლები, ქუჩები, მოედნები, პარკები და სხვა მსგავსი ობიექტები;“.

3. მე-5 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა სფეროში მოქმედი ნორმატიული აქტების შესრულება სავალდებულოა სახელმწიფო დაწესებულებებისათვის, მუნიციპალიტეტებისათვის, ფიზიკური პირებისათვის, საჯარო და კერძო სამართლის იურიდიული პირებისათვის.“.

4. მე-8 მუხლის:

ა) პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) ახლად წარმოქმნილ ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებსა და დასახლებებს;“;

ბ) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. დასარქმევად შერჩეული სახელწოდება უნდა შეესაბამებოდეს როგორც ობიექტის ყველაზე ნიშანდობლივ ფიზიკურ-გეოგრაფიულ, ასევე საქართველოს ისტორიულ-გეოგრაფიულ მხარეში ისტორიულ-კულტურულ ან სამეურნეო-საყოფაცხოვრებო თავისებურებებს და უნდა მიესადაგებოდეს რეგიონის ტოპონიმიკურ სტრუქტურას. სახელწოდება შეიძლება შედგებოდეს ერთი ან ერთზე მეტი სიტყვისაგან.“;

გ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. ერთი და იმავე დასახლების ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე ერთი და იმავე სახის გეოგრაფიულ ობიექტს  არ შეიძლება დაერქვას ერთი და იგივე სახელწოდება.“;

დ) მე-5 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-6−მე-8 პუნქტები:

„6. ერთსა და იმავე მუნიციპალიტეტში ქალაქებს, დაბებსა და სოფლებს არ შეიძლება დაერქვას ერთი და იგივე სახელწოდება.

7. ახლად წარმოქმნილი ან სახელწოდების არმქონე ქუჩისთვის ამ კანონით დადგენილი წესით სახელის მინიჭებამდე დასაშვებია არაბული ციფრების გამოყენებით სახელდება (მაგალითად, 1-ლი ქუჩა, მე-2 ქუჩა და ა. შ.) მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ, სამთავრობო კომისიის დასკვნის გარეშე.

8. ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანო გადაწყვეტილებას იღებს შესაბამისი ინიციატივის წარდგენიდან 1 თვის ვადაში.“.

5. მე-9 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) დასახლებაში/მუნიციპალიტეტში არსებობს ერთი და იმავე სახელწოდების რამდენიმე გეოგრაფიული ობიექტი, რაც სხვადასხვა საქმიანობის განხორციელებისას ქმნის გარკვეულ სირთულეებს;“.

6. მე-10 მუხლის:

ა) პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. წინადადებებს გეოგრაფიული ობიექტების სახელდების შესახებ სამთავრობო კომისიას წარუდგენენ სახელმწიფო ხელისუფლების აღმასრულებელი ორგანოები და მუნიციპალიტეტების შესაბამისი ორგანოები, აგრეთვე საზოგადოებრივი ორგანიზაციები, ფიზიკური და იურიდიული პირები. შემოსული წინადადებისა და მასთან ერთად წარმოდგენილი მასალების განხილვის წესი და თანამიმდევრობა განისაზღვრება გეოგრაფიული ობიექტების სახელდების სფეროში მოქმედი ნორმატიული აქტებით.

2. აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკებისა და მათი ადმინისტრაციული ცენტრების, აგრეთვე სხვა ტერიტორიული ერთეულების, მუნიციპალიტეტებისა და მათი ადმინისტრაციული ცენტრების სახელდება ხდება სამთავრობო კომისიის დასკვნის საფუძველზე, საქართველოს მთავრობის წარდგინებითა და საქართველოს პარლამენტის დადგენილებით, ხოლო საქართველოს სხვა ქალაქების, დასახლებული პუნქტებისა და სახელმწიფო საზღვარზე განლაგებული გეოგრაფიული ობიექტების სახელდება, გარდა ამ მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტებში აღნიშნული გეოგრაფიული ობიექტებისა, – სამთავრობო კომისიის დასკვნის საფუძველზე, საქართველოს მთავრობის დადგენილებით.“;

ბ) მე-4−მე-6 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებული დასახლებების, სახელწოდების არმქონე გეოგრაფიული ობიექტების სახელდებას ახორციელებენ მუნიციპალიტეტები, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების კანონმდებლობის შესაბამისად და სამთავრობო კომისიის თანხმობით.

5. გადაწყვეტილება საქართველოს ქალაქებში, დაბებსა და სოფლებში განლაგებული გეოგრაფიული ობიექტების სახელდების შესახებ მიიღება მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს სამართლებრივი აქტით და სამთავრობო კომისიის თანხმობით, ხოლო ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს სამართლებრივი აქტით.

6. სახელმწიფო/ავტონომიური რესპუბლიკის ორგანოები და მუნიციპალიტეტები ვალდებული არიან,  კომპეტენციის შესაბამისად გეოგრაფიული ობიექტის − მუნიციპალიტეტის, დასახლების, თვითმმართველი ქალაქის ადმინისტრაციული ერთეულის, მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ისტორიულად ჩამოყალიბებული უბნის, ამა თუ იმ ზონის, მიკრორაიონის, წყაროს, მოედნის, პროსპექტის (გამზირის), გზატკეცილის, ქუჩის, შესახვევის, ჩიხის, გასასვლელის, სანაპიროს, ესპლანადის, ბულვარის, ხეივნის − სახელდების შესახებ გადაწყვეტილების მიღებიდან 10 დღის ვადაში ინფორმაცია გაუგზავნონ საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს − სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს და საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს.“.

7. მე-13 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკებისა და მუნიციპალიტეტების წარდგინებით განხორციელებული, აგრეთვე ამ კანონის მე-8 მუხლის მე-7 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში გეოგრაფიული ობიექტების სახელდებასთან დაკავშირებული სამუშაოები ფინანსდება შესაბამისი ბიუჯეტებიდან.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


საქართველოს პრეზიდენტისალომე ზურაბიშვილი

 

 

თბილისი,

15 ივლისი 2020 წ.

N6883-რს