„ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 6788-რს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 14/07/2020
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 21/07/2020
სარეგისტრაციო კოდი 300280000.05.001.019963
6788-რს
14/07/2020
ვებგვერდი, 21/07/2020
300280000.05.001.019963
„ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

„ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 27.12.2019, სარეგისტრაციო კოდი: 300280000.05.001.019734) 158-ე მუხლის:

ა) მე-3 და მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ელექტროენერგიის ტრანზიტის განხორციელებისას მისი განხორციელებისთვის რეგულირების საფასური არ გადაიხდევინება. ელექტროენერგიის ტრანზიტის უზრუნველყოფისას ელექტროენერგიის გადაცემის მომსახურებაზე არ ვრცელდება კომისიის მიერ დადგენილი შესაბამისი ტარიფები.

4. ელექტროენერგიის ტრანზიტის საფასური განისაზღვრება ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ელექტროენერგიის ტრანზიტის ტექნიკური უზრუნველყოფის შესახებ ხელშეკრულებით. საქართველოს გადამცემ ქსელში ელექტროენერგიის ტრანზიტის ტექნიკური უზრუნველყოფისთვის ელექტროენერგიის დანაკარგები შეიძლება ანაზღაურდეს ზემოაღნიშნული ხელშეკრულების საფუძველზე განსაზღვრული სათანადო საკომპენსაციო თანხით ან ელექტროენერგიის (საკომპენსაციო ელექტროენერგიის) მოწოდებით, თუ ელექტროენერგიის გადამცემი სისტემის ოპერატორსა და ტრანზიტის დამკვეთს შორის შესაბამისი შეთანხმება არსებობს.“;

ბ) მე-9 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 91 პუნქტი:

„91. ელექტროენერგიის გადაცემის ტარიფი უნდა უზრუნველყოფდეს შესაბამისი მომსახურების (მათ შორის, ელექტროენერგიის ტრანზიტის უზრუნველყოფის ფარგლებში) დანახარჯების ანაზღაურებას, სატრანზიტო ელექტროენერგიის რაოდენობის გათვალისწინებით, სატარიფო მეთოდოლოგიით დადგენილი წესითა და პირობებით.“.

მუხლი 2. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ 2021 წლის 1 იანვრამდე უზრუნველყოს სათანადო კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების ამ კანონთან შესაბამისობა.

მუხლი 3

1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

2. ამ კანონის პირველი მუხლი ამოქმედდეს 2021 წლის 1 იანვრიდან.


საქართველოს პრეზიდენტისალომე ზურაბიშვილი

 

 

თბილისი,

14 ივლისი 2020 წ.

N6788-რს