„პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 6761-რს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 13/07/2020
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 20/07/2020
ძალაში შესვლის თარიღი 01/09/2020
სარეგისტრაციო კოდი 140030000.05.001.019955
6761-რს
13/07/2020
ვებგვერდი, 20/07/2020
140030000.05.001.019955
„პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

„პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 28.10.2013, სარეგისტრაციო კოდი: 140030000.05.001.017194) მე-17 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ა.ბ1“ და „ა.ბ2“ ქვეპუნქტები:

„ა.ბ1) აკონტროლებს მსხვერპლის დაცვის დროებითი ღონისძიების განხორციელების უზრუნველსაყოფად მოძალადის მიმართ დაწესებული ელექტრონული ზედამხედველობის აღსრულებას;

ა.ბ2) ელექტრონული საშუალების სხეულზე დასამაგრებლად მოძალადის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილ ორგანოში გამოუცხადებლობის შემთხვევაში ახორციელებს მის ძებნას ქვეყნის მასშტაბით;“.

 

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2020 წლის 1 სექტემბრიდან.


საქართველოს პრეზიდენტისალომე ზურაბიშვილი

 

 

თბილისი,

13 ივლისი 2020 წ.

N6761-რს