დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ხელფასისა (თანამდებობრივი და წოდებრივი სარგოების) და ხელფასზე (ფულად სარგოზე) დანამატის ოდენობების განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 30 ივლისის №387 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 430 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 10/07/2020 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 14/07/2020 |
| სარეგისტრაციო კოდი | 130000000.10.003.022155 |
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ხელფასისა (თანამდებობრივი და წოდებრივი სარგოების) და ხელფასზე (ფულად სარგოზე) დანამატის ოდენობების განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 30 ივლისის №387 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 31/07/2015, 130000000.10.003.018773) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული წესის:
1. პირველი მუხლის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) თანამდებობრივი სარგოების ყოველთვიური განაკვეთები №1 – №33 დანართების შესაბამისად; ბ) წოდებრივი სარგოების ყოველთვიური განაკვეთები დანართ №34-ის შესაბამისად.“. 2. №2 – №25 დანართები ჩამოყალიბდეს №2 – №34 დანართებად, თანდართული რედაქციით. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს 2020 წლის 1 ივლისიდან. |
|
დანართი №2
ადმინისტრაცია (დეპარტამენტი)
დანართი №3 იურიდიული მთავარი სამმართველო
დანართი №4 გენერალური ინსპექცია (დეპარტამენტი) (ორგანიზაციული უზრუნველყოფის სამსახურის გარდა)
დანართი №5 გენერალური ინსპექციის (დეპარტამენტი) ორგანიზაციული უზრუნველყოფის სამსახური
დანართი №6 ეკონომიკური დეპარტამენტი
დანართი №7 სასწავლო ცენტრი (დეპარტამენტი)
დანართი №8 კადრების მთავარი სამმართველო
დანართი №9 საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტი (ანალიზისა და კოორდინაციის მთავარი სამმართველოს უფროსისა და მისი მოადგილის, ანალიტიკური სამმართველოს, ოკუპირებული ტერიტორიების მონიტორინგის და ანალიზის სამმართველოსა და სტრატეგიული ანალიზის სამმართველოს გარდა)
დანართი №10 საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის ანალიზისა და კოორდინაციის მთავარი სამმართველოს უფროსი და მისი მოადგილე, ანალიტიკური სამმართველო და ოკუპირებული ტერიტორიების მონიტორინგის და ანალიზის სამმართველო
დანართი №11 საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის სტრატეგიული ანალიზის სამმართველო
დანართი №12 კონტრდაზვერვის დეპარტამენტი (ორგანიზაციული უზრუნველყოფის მთავარი სამმართველოს გარდა)
დანართი №13 კონტრდაზვერვის დეპარტამენტის ორგანიზაციული უზრუნველყოფის მთავარი სამმართველო
დანართი №14 სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტი (ორგანიზაციული უზრუნველყოფის განყოფილების, სპეციალური დანიშნულების მთავარი სამმართველოს VI დაVII სამმართველოს და დაგეგმარების მთავარი სამმართველოს გარდა)
დანართი №15 სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტის სპეციალური დანიშნულების მთავარი სამმართველოს VI სამმართველო
დანართი №16 სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტის სპეციალური დანიშნულების მთავარი სამმართველოს VII სამმართველო
დანართი №17 სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტის დაგეგმარების მთავარი სამმართველო (სამედიცინო უზრუნველყოფის განყოფილების გარდა)
დანართი №18 სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტის დაგეგმარების მთავარი სამმართველოს სამედიცინო უზრუნველყოფის განყოფილება
დანართი №19 სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტის ორგანიზაციული უზრუნველყოფის განყოფილება
დანართი №20 ობიექტების დაცვის მთავარი სამმართველო (მნიშვნელოვან პირთა ობიექტების დაცვის განყოფილების გარდა)
დანართი №21 ობიექტების დაცვის მთავარი სამმართველოს მნიშვნელოვან პირთა ობიექტების დაცვის განყოფილება
დანართი №22 სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტი (III მთავარი სამმართველოს მონიტორინგისა და ორგანიზაციული უზრუნველყოფის სამმართველოს გარდა)
დანართი №23 სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტის III მთავარი სამმართველოს მონიტორინგისა და ორგანიზაციული უზრუნველყოფის სამმართველო
დანართი №24 უსაფრთხოების დაცვის რეჟიმის მთავარი სამმართველო (უსაფრთხოების დაცვის რეჟიმის ჯგუფის გარდა)
დანართი №25 უსაფრთხოების დაცვის რეჟიმის მთავარი სამმართველოს უსაფრთხოების დაცვის რეჟიმის ჯგუფი
დანართი №26 ანტიკორუფციული სააგენტო (დეპარტამენტი) (რეგიონალური სამმართველოების და ორგანიზაციული უზრუნველყოფის სამსახურის გარდა)
დანართი №27 ანტიკორუფციული სააგენტოს (დეპარტამენტი) ორგანიზაციული უზრუნველყოფის სამსახური
დანართი №28 ანტიკორუფციული სააგენტოს (დეპარტამენტი) რეგიონალური სამმართველოები
დანართი №29 კონტრტერორისტული ცენტრი (დეპარტამენტი) (ორგანიზაციული უზრუნველყოფის სამსახურის გარდა)
დანართი №30 კონტრტერორისტული ცენტრის (დეპარტამენტი) ორგანიზაციული უზრუნველყოფის სამსახური
დანართი №31 ოპერატიული ღონისძიებების დეპარტამენტი (ორგანიზაციული უზრუნველყოფის სამმართველოს და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის და გურიის რეგიონალური სამმართველოს ორგანიზაციული უზრუნველყოფის განყოფილების გარდა)
დანართი №32 ოპერატიული ღონისძიებების დეპარტამენტის ორგანიზაციული უზრუნველყოფის სამმართველო და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის და გურიის რეგიონალური სამმართველოს ორგანიზაციული უზრუნველყოფის განყოფილება
დანართი №33 დროებითი მოთავსების უზრუნველყოფის სამმართველო
დანართი №34 საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მოსამსახურეთა წოდებრივი სარგოს ყოველთვიური განაკვეთები
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები