საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 7057-რს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 17/07/2020
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 22/07/2020
სარეგისტრაციო კოდი 020000000.05.001.019971
7057-რს
17/07/2020
ვებგვერდი, 22/07/2020
020000000.05.001.019971
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №12, 1984 წელი, მუხ. 421) 913 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 913. საავტომობილო ბენზინის ხარისხობრივი ნორმების ან/და დიზელის საწვავის შემადგენლობის ნორმების დარღვევა

1. საქართველოს ტერიტორიაზე ისეთი საავტომობილო ბენზინის ან/და დიზელის საწვავის იმპორტი, რომლის ხარისხიც არ აკმაყოფილებს საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულ საავტომობილო ბენზინის ხარისხობრივ ნორმებს ან/და დიზელის საწვავის შემადგენლობის ნორმებს, –

გამოიწვევს სამართალდამრღვევი ფიზიკური ან იურიდიული პირის დაჯარიმებას 30 000 ლარით და იმპორტირებული შესაბამისი საწვავის საბაჟო ღირებულების 10-ზე ნამრავლის ტოლი თანხის ოდენობით.

2. საქართველოს ტერიტორიაზე ისეთი საავტომობილო ბენზინის ან/და დიზელის საწვავის წარმოება, რომლის ხარისხიც არ აკმაყოფილებს საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულ საავტომობილო ბენზინის ხარისხობრივ ნორმებს ან/და დიზელის საწვავის შემადგენლობის ნორმებს, –

გამოიწვევს სამართალდამრღვევი ფიზიკური ან იურიდიული პირის დაჯარიმებას 30 000 ლარით და შესაბამისი წარმოებული საწვავის ფაქტობრივი მოცულობის (ლიტრის) თვითღირებულების 10-ზე ნამრავლის ტოლი თანხის ოდენობით.

3. საქართველოს ტერიტორიაზე ისეთი საავტომობილო ბენზინის ან/და დიზელის საწვავის მიწოდება, რომლის ხარისხიც არ აკმაყოფილებს საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულ საავტომობილო ბენზინის ხარისხობრივ ნორმებს ან/და დიზელის საწვავის შემადგენლობის ნორმებს, –

გამოიწვევს სამართალდამრღვევი ფიზიკური ან იურიდიული პირის დაჯარიმებას 20 000 ლარით და შესაბამისი საწვავის ავტოგასამართ სადგურში/ნავთობპროდუქტების საცავში მიწოდებისთვის განთავსებული/განკუთვნილი ფაქტობრივი მოცულობის (ლიტრის) მიწოდების ადგილზე არსებული მიწოდების ფასის 5-ზე ნამრავლის ტოლი თანხის ოდენობით.

შენიშვნა:

1. ამ მუხლის პირველი ნაწილის მიზნისთვის საწვავის საბაჟო ღირებულება გულისხმობს საბაჟო დეკლარაციაში მითითებულ საქონლის ფასს.

2. ამ მუხლის მე-2 ნაწილის მიზნისთვის საწვავის თვითღირებულება გულისხმობს თანხას, რომელიც საწვავის წარმოებისთვის დაიხარჯა.

3. ამ მუხლის მე-3 ნაწილის მიზნისთვის საწვავის მიწოდების ადგილზე არსებული მიწოდების ფასი გულისხმობს ინსპექტირების პროცესში დაფიქსირებულ საწვავის სარეალიზაციო ფასს.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან 30-ე დღეს.


საქართველოს პრეზიდენტისალომე ზურაბიშვილი

 

 

თბილისი,

17 ივლისი 2020 წ.

N7057-რს

ონლაინ კონსულტაცია

სამწუხაროდ კონსულტანტი არ არის კავშირზე.