დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის საშტატო ნუსხის დამტკიცების, მერიის საჯარო მოსამსახურეთა და მერიის პოლიტიკური თანამდებობის პირების თანამდებობრივი სარგოების ოდენობის განსაზღვრის შესახებ“ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 18 იანვრის №24 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 155 |
| დოკუმენტის მიმღები | ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 17/07/2020 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 21/07/2020 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 17/07/2020 |
| სარეგისტრაციო კოდი | 190020020.35.123.016558 |
|
„ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის საშტატო ნუსხის დამტკიცების, მერიის საჯარო მოსამსახურეთა და მერიის პოლიტიკური თანამდებობის პირების თანამდებობრივი სარგოების ოდენობის განსაზღვრის შესახებ“ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 18 იანვრის №24 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის, 22-ე მუხლის მე-3 და მე-5 პუნქტებისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
„ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის საშტატო ნუსხის დამტკიცების, მერიის საჯარო მოსამსახურეთა და მერიის პოლიტიკური თანამდებობის პირების თანამდებობრივი სარგოების ოდენობის განსაზღვრის შესახებ“ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 18 იანვრის №24 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 23.01.2018, №190020020.35.123.016427) შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილება:
1. დადგენილების №1 დანართის (ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის საშტატო ნუსხისა და ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის საჯარო მოხელეთა თანამდებობრივი სარგოების ოდენობის შესახებ) მე-8 პუნქტი ამოქმედდეს 2020 წლის პირველი სექტემბრიდან. ამასთან, აღნიშნული პუნქტი, 2020 წლის პირველ სექტემბრამდე, ძალაში დარჩეს 2020 წლის 25 ივნისამდე არსებული რედაქციით. 2. დადგენილების №2 დანართის (ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიაში შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ საჯარო მოსამსახურეთა ნუსხა) მე-10 პუნქტი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „10. ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიაში საგრანტო ხელშეკრულების საფუძველზე, შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული საჯარო მოსამსახურე – 10 ერთეული – თანამდებობრივი სარგოს ოდენობა განისაზღვრება საგრანტო ხელშეკრულებით.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს 2020 წლის 17 ივლისიდან. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები