დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოში ახალი კორონავირუსის (COVID-19) მასობრივი გავრცელების პრევენციის მიზნით საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ნოტარიუსთა პალატის, აგრეთვე ნოტარიუსების საქმიანობის ადმინისტრირებისა და მათ მიერ პირთა მომსახურების კანონმდებლობით დადგენილისგან განსხვავებული დროებითი წესების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2020 წლის 15 ივლისის №581 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 592 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს იუსტიციის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 04/08/2020 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 04/08/2020 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 04/07/2023 |
| სარეგისტრაციო კოდი | 170020000.22.027.017086 |
592
04/08/2020
ვებგვერდი, 04/08/2020
170020000.22.027.017086
„საქართველოში ახალი კორონავირუსის (COVID-19) მასობრივი გავრცელების პრევენციის მიზნით საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ნოტარიუსთა პალატის, აგრეთვე ნოტარიუსების საქმიანობის ადმინისტრირებისა და მათ მიერ პირთა მომსახურების კანონმდებლობით დადგენილისგან განსხვავებული დროებითი წესების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2020 წლის 15 ივლისის №581 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს იუსტიციის მინისტრი
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„საქართველოში ახალი კორონავირუსის (COVID-19) მასობრივი გავრცელების პრევენციის მიზნით საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ნოტარიუსთა პალატის, აგრეთვე ნოტარიუსების საქმიანობის ადმინისტრირებისა და მათ მიერ პირთა მომსახურების კანონმდებლობით დადგენილისგან განსხვავებული დროებითი წესების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2020 წლის 15 ივლისის №581 ბრძანების (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 15/07/2020, სარეგისტრაციო კოდი: 170020000.22.027.017075) მე-2 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 41 პუნქტი:
„41. ნოტარიუსი ვალდებულია შვებულების მიზეზით სამუშაოზე მისი არყოფნის შესახებ 5 კალენდარული დღით ადრე აცნობოს საქართველოს ნოტარიუსთა პალატას და სამინისტროს გენერალურ ინსპექციას, სადაც უნდა მიეთითოს შვებულების დაწყებისა და დასრულების თარიღების შესახებ. ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად მოქმედი სანოტარო ბიურო შვებულების პერიოდში შეაჩერებს ფუნქციონირებას, ხოლო ამ მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად გაცემული ნებართვის მოქმედება ჩერდება იმავე ვადით. შვებულების ვადის ამოწურვისთანავე ნებართვა ითვლება ამოქმედებულად.“.
|
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება 
დოკუმენტის კომენტარები