„იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 468
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 24/07/2020
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 24/07/2020
ძალაში შესვლის თარიღი 24/07/2020
ძალის დაკარგვის თარიღი 04/07/2023
სარეგისტრაციო კოდი 470230000.10.003.022186
468
24/07/2020
ვებგვერდი, 24/07/2020
470230000.10.003.022186
„იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №468

2020 წლის 24 ივლისი

ქ. თბილისი

„იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 23/05/2020, 470230000.10.003.022034) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებულ „იზოლაციისა და კარანტინის წესებში“:

1. მე-9 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ“ ქვეპუნქტი:

„დ) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სსიპ - შემოსავლების სამსახური.“.

2. დაემატოს შემდეგი შინაარსის III1 თავი:

 

„თავი III1. ეპიდემიური კერების მართვა

 

    მუხლი 161. გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელი ყარაჯალარი

1. გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალარის ტერიტორიაზე:

ა) აიკრძალოს ყველა სახის მიმოსვლა, რომელიც გულისხმობს:

ა.ა) ამ სოფლის ტერიტორიაზე შესვლის აკრძალვას. აღნიშნული შეზღუდვა არ ვრცელდება ამ სოფელში რეგისტრირებულ/ფაქტობრივად მცხოვრებ პირებზე;

ა.ბ) ამ სოფლიდან გასვლის აკრძალვას;

ბ) აიკრძალოს გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალარის ტერიტორიაზე გადაადგილება. აღნიშნული შეზღუდვა არ ეხება:

ბ.ა) სამედიცინო მომსახურების მიღების მიზნით გადაადგილებას;

ბ.ბ) სურსათისა და ფარმაცევტული პროდუქტების შეძენის მიზნით გადაადგილებას;

ბ.გ) ამ პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საქმიანობის უზრუნველყოფის ან ამავე ქვეპუნქტში მითითებული საქონლის შეძენის/მომსახურების მიღების/საქმიანობის განხორციელების მიზნით გადაადგილებას;

გ) აიკრძალოს გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალარის ტერიტორიაზე საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადაადგილება;

დ) სატრანსპორტო საშუალებების შესვლა/გამოსვლა/გადაადგილება განხორციელდეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაწყვეტილებით;

ე) შეჩერდეს ეკონომიკური საქმიანობა, ნებისმიერი საქონლის/პროდუქტის მიწოდება/რეალიზაცია, გარდა:

ე.ა) სამედიცინო დაწესებულების საქმიანობისა;

ე.ბ) სამედიცინო დანიშნულების საქონლის, ფარმაცევტული პროდუქტის რეალიზაციისა;

ე.გ) სურსათის/ცხოველის საკვების, ცხოველის, ცხოველური და მცენარეული პროდუქტების, საყოფაცხოვრებო ქიმიისა და ჰიგიენის, ვეტერინარული პრეპარატების, პესტიციდებისა და აგროქიმიკატების, სათესლე და სარგავი მასალების საცალო რეალიზაციისა;

ე.დ) ამ სოფლის ტერიტორიაზე არსებული მეწარმე სუბიექტებისა, რომელთა ჩამონათვალსა და ფუნქციონირების წესს განსაზღვრავენ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროები;

ე.ე) სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების ჩატარებასა და მეცხოველეობასთან/მეფრინველეობასთან დაკავშირებული საქმიანობისა;

ე.ვ) ელექტროკომუნიკაციის, ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზის, წყლის, ბენზინის, დიზელის, თხევადი აირის მიწოდებისა;

ე.ზ) ბანკომატების უწყვეტი ფუნქციონირებისათვის საჭირო საქმიანობისა.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული შეზღუდვები არ ვრცელდება იმ პირებზე, რომლებიც გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალარის ტერიტორიაზე მიმოსვლას ახორციელებენ ამ დადგენილებით გათვალისწინებული საკარანტინო ღონისძიებების შეუფერხებლად განხორციელების მიზნით. ამ პირთა მიმოსვლას არეგულირებენ საქართველოს შინაგან საქმეთა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროები.

3. ყველა დაშვებული საქმიანობა უნდა განხორციელდეს „სამუშაო ადგილებზე ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების თავიდან აცილების მიზნით რეკომენდაციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანების შესაბამისად.

4. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიეცეს უფლება, საჭიროების შემთხვევაში, ადგილობრივი და სხვა მუნიციპალიტეტებიდან მოახდინოს შესაბამისი სამედიცინო განათლებისა და უფლებამოსილების მქონე პირების მობილიზაცია გარდაბნის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე.

5. ამ მუხლით გათვალისწინებული ღონისძიებები განახორციელონ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, საქართველოს შინაგან საქმეთა, საქართველოს ფინანსთა, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროებმა, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა და მათ სისტემაში შემავალმა დაწესებულებებმა/უწყებებმა, ასევე გარდაბნის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებმა.

6. ამ მუხლით განსაზღვრული ღონისძიებების აღსრულების მიზნით, შესაბამის დაწესებულებებს მიეცეთ უფლება, საჭირო მომსახურების/საქონლის შესყიდვები განახორციელონ გადაუდებელი აუცილებლობით ან/და  „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 10​1 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ სსიპ – სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თანხმობით. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-4 პუნქტისა და „გამარტივებული შესყიდვის კრიტერიუმების განსაზღვრისა და გამარტივებული შესყიდვის ჩატარების წესის დამტკიცების თაობაზე“ სსიპ − სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 17 აგვისტოს №13 ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-10 მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად, ამ მუხლით გათვალისწინებულ შესყიდვებთან დაკავშირებით გასაფორმებელი ხელშეკრულებების მიმართ არ გავრცელდეს ამავე ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-10 მუხლის მე-2 პუნქტით, მე-11 მუხლის პირველი და 1​​1 პუნქტებით, მე-12 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებითა და ასევე მე-13 მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი მოთხოვნები.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2020 წლის 24 ივლისიდან.

 


პრემიერ - მინისტრიგიორგი გახარია