„ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 17 ივლისის №337 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 17 ივლისის №337 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 476
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 30/07/2020
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 31/07/2020
სარეგისტრაციო კოდი 130000000.10.003.022194
476
30/07/2020
ვებგვერდი, 31/07/2020
130000000.10.003.022194
„ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 17 ივლისის №337 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №476

2020 წლის 30 ივლისი

ქ. თბილისი

 

„ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 17 ივლისის №337 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 17 ივლისის №337 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 19/07/2019, 130000000.10.003.021355) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებულ დებულებაში:

1. პირველი მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული დანართი ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.

2. მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 3. საბჭოს აპარატის ხელმძღვანელობა

1. აპარატს ხელმძღვანელობს საბჭოს აპარატის უფროსი, რომელსაც საბჭოს მდივნის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი.

2. საბჭოს აპარატის უფროსი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ანგარიშვალდებულია საბჭოს მდივნისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრის წინაშე.

3. საბჭოს აპარატის უფროსი:

ა) ხელმძღვანელობს და წარმოადგენს საბჭოს აპარატს, საბჭოს მდივანთან შეთანხმებით წარმართავს მის საქმიანობას, წყვეტს საბჭოს აპარატის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებს და პასუხისმგებელია საბჭოს აპარატისათვის დაკისრებული მოვალეობების ჯეროვან შესრულებაზე;

ბ) კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს;

გ) კომპეტენციის ფარგლებში იღებს გადაწყვეტილებას საბჭოს აპარატის მოსამსახურეთათვის ზოგიერთი უფლებამოსილების მინიჭების ან/და დელეგირების შესახებ;

დ) მონაწილეობას იღებს საბჭოს სხდომების მომზადებაში;

ე) არაუგვიანეს მომდევნო წლის 1 თებერვლისა საბჭოს მდივანს წარუდგენს ყოველწლიურ ანგარიშს საბჭოს აპარატის საქმიანობის შესახებ;

ვ) საბჭოს მდივანთან შეთანხმებით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საბჭოს აპარატის მოსამსახურეებს, დებს შრომით ხელშეკრულებებს;

ზ) საბჭოს მდივანთან შეთანხმებით განსაზღვრავს საბჭოს აპარატის მოსამსახურეთა ფუნქცია-მოვალეობებს;

თ) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, კომპეტენციის ფარგლებში წაახალისებს და დისციპლინურ პასუხისმგებლობას აკისრებს მოსამსახურეს, აგრეთვე სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს მიღწეული წარმატებებისა და ქვეყნის აღმშენებლობაში შეტანილი წვლილისთვის,  საბჭოს მდივანთან შეთანხმებით,  საბჭოს აპარატის მოსამსახურეს წარადგენს სახელმწიფო ჯილდოზე;

ი) კომპეტენციის ფარგლებში საბჭოს აპარატის მოსამსახურეებს ანიჭებს სახელმწიფო სპეციალურ წოდებებს;

კ) პასუხისმგებელია საბიუჯეტო სახსრების მიზნობრივ გამოყენებასა და მატერიალური ფასეულობების განკარგვაზე;

ლ) კომპეტენციის ფარგლებში საბჭოს აპარატის სახელით დებს ხელშეკრულებებს;

მ) დადგენილი წესით ასრულებს საბჭოს მდივნის ცალკეულ დავალებებს;

ნ) ასრულებს მისთვის საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.

4. საბჭოს აპარატის უფროსს ჰყავს მოადგილე, რომელსაც საბჭოს მდივანთან შეთანხმებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საბჭოს აპარატის უფროსი.

5. საბჭოს აპარატის უფროსის მოადგილე:

ა) ხელს უწყობს საბჭოს აპარატის უფროსს მასზე დაკისრებული მოვალეობების განხორციელებაში;

ბ) ზედამხედველობას უწევს საბჭოს აპარატის მოსამსახურეთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას, აძლევს მათ შესაბამის მითითებებსა და დავალებებს;

გ) ახორციელებს საბჭოს აპარატში მომზადებული დოკუმენტაციის ვიზირებას ან/და ხელმოწერას;

დ) ასრულებს საბჭოს მდივნისა და საბჭოს აპარატის უფროსის ცალკეულ დავალებებსა და მითითებებს;

ე) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.

6. საბჭოს აპარატის უფროსის მოადგილე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, საბჭოს აპარატზე დაკისრებული სამსახურებრივი ამოცანების შესრულებისათვის ანგარიშვალდებულია საბჭოს აპარატის უფროსის წინაშე.

7. საბჭოს აპარატის უფროსის არყოფნისას საბჭოს აპარატის საქმიანობას ხელმძღვანელობს და კოორდინაციას უწევს საბჭოს აპარატის უფროსის მოადგილე.“.

3. დაემატოს  შემდეგი შინაარსის 41 მუხლი:

„მუხლი 41. დეპარტამენტის ხელმძღვანელობა

1. დეპარტამენტს ხელმძღვანელობს დეპარტამენტის დირექტორი, რომელსაც, საბჭოს მდივანთან შეთანხმებით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საბჭოს აპარატის უფროსი.

2. დეპარტამენტის დირექტორი, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, დეპარტამენტზე დაკისრებული სამსახურებრივი ამოცანების შესრულებისათვის ანგარიშვალდებულია საბჭოს აპარატის უფროსისა და საბჭოს აპარატის უფროსის მოადგილის წინაშე.

3. დეპარტამენტის დირექტორი დეპარტამენტზე დაკისრებული ამოცანების შესრულების მიზნით:

ა) ახორციელებს დეპარტამენტის საქმიანობის საერთო ხელმძღვანელობას;

ბ) წყვეტს დეპარტამენტის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებს და პასუხისმგებელია დეპარტამენტზე დაკისრებული ამოცანების სრულფასოვნად შესრულებაზე;

გ) კონტროლს უწევს საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებისა და მითითებების/ინსტრუქციების შესრულებას დეპარტამენტის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე;

დ) ანაწილებს მოვალეობებს დეპარტამენტის მოსამსახურეებს შორის, ზედამხედველობს მათ მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებასა და შრომის დისციპლინის დაცვას;

ე) ანაწილებს დეპარტამენტში შემოსულ კორესპონდენციას დეპარტამენტის მოსამსახურეებზე;

ვ) აანალიზებს დეპარტამენტის საქმიანობას და საბჭოს აპარატის უფროსს წარუდგენს შესაბამის წინადადებებსა და რეკომენდაციებს;

ზ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, საბჭოს აპარატის უფროსს წარუდგენს წინადადებებს დეპარტამენტის მოსამსახურეთა წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის შეფარდების შესახებ;

თ) საბჭოს აპარატის უფროსს წარუდგენს წინადადებებს იმ სახსრების, მოწყობილობებისა და ინვენტარის გამოყოფის თაობაზე, რომლებიც საჭიროა დეპარტამენტის ამოცანების შესასრულებლად;

ი) ახორციელებს დეპარტამენტში მომზადებული დოკუმენტაციის ვიზირებას ან/და ხელმოწერას;

კ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ - მინისტრიგიორგი გახარია