დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოში ახალი კორონავირუსის (COVID-19) მასობრივი გავრცელების პრევენციის მიზნით საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ნოტარიუსთა პალატის, აგრეთვე ნოტარიუსების საქმიანობის ადმინისტრირებისა და მათ მიერ პირთა მომსახურების კანონმდებლობით დადგენილისგან განსხვავებული დროებითი წესების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2020 წლის 15 ივლისის №581 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 596 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს იუსტიციის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 12/08/2020 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 12/08/2020 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 04/07/2023 |
| სარეგისტრაციო კოდი | 170020000.22.027.017090 |
|
„საქართველოში ახალი კორონავირუსის (COVID-19) მასობრივი გავრცელების პრევენციის მიზნით საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ნოტარიუსთა პალატის, აგრეთვე ნოტარიუსების საქმიანობის ადმინისტრირებისა და მათ მიერ პირთა მომსახურების კანონმდებლობით დადგენილისგან განსხვავებული დროებითი წესების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2020 წლის 15 ივლისის №581 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„საქართველოში ახალი კორონავირუსის (COVID-19) მასობრივი გავრცელების პრევენციის მიზნით საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ნოტარიუსთა პალატის, აგრეთვე ნოტარიუსების საქმიანობის ადმინისტრირებისა და მათ მიერ პირთა მომსახურების კანონმდებლობით დადგენილისგან განსხვავებული დროებითი წესების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2020 წლის 15 ივლისის №581 ბრძანების (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 15/07/2020, სარეგისტრაციო კოდი: 170020000.22.027.017075) მე-2 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 42 პუნქტი:
„42. იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს მთავრობის შესაბამისი აქტის საფუძველზე, მუნიციპალიტეტში/მუნიციპალიტეტის ნაწილში, სადაც საქმიანობს ამ მუხლით გაცემული ნებართვის საფუძველზე შესაბამისი ნოტარიუსი (სანოტარო ბიურო), ეპიდემიური კერების სამართავად შემოღებულ იქნება განსაკუთრებული შემზღუდავი ღონისძიებები (მუნიციპალიტეტში/მუნიციპალიტეტის ნაწილში შესვლის, გასვლის, მიმოსვლის შეზღუდვა და სხვ.) სამინისტროს ადმინისტრაცია (დეპარტამენტი), შემზღუდავი ღონისძიებების მოქმედების ვადით, უფლებამოსილია შეაჩეროს ამ ნოტარიუსის (სანოტარო ბიუროს) საქმიანობის ნებართვა, რის შესახებაც ინფორმაციას სამინისტროს ადმინისტრაცია (დეპარტამენტი) დაუყოვნებლივ აწვდის საქართველოს ნოტარიუსთა პალატას. სამინისტროს ადმინისტრაცია (დეპარტამენტი) უფლებამოსილია აღადგინოს შეჩერებული ნებართვის მოქმედება შემზღუდავი ღონისძიებების მოქმედების დასრულებამდეც, რაც ასევე დაუყოვნებლივ ეცნობება საქართველოს ნოტარიუსთა პალატას.“.
|
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები