„საქართველოში ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების აღკვეთის ღონისძიებებისა და ახალი კორონავირუსით გამოწვეული დაავადების შემთხვევებზე ოპერატიული რეაგირების გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 28 იანვრის №164 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 1476
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 12/08/2020
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 12/08/2020
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.025851
1476
12/08/2020
ვებგვერდი, 12/08/2020
000000000.00.003.025851
„საქართველოში ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების აღკვეთის ღონისძიებებისა და ახალი კორონავირუსით გამოწვეული დაავადების შემთხვევებზე ოპერატიული რეაგირების გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 28 იანვრის №164 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 
საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1476

2020 წლის 12 აგვისტო

ქ. თბილისი    

„საქართველოში ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების აღკვეთის ღონისძიებებისა და ახალი კორონავირუსით გამოწვეული დაავადების შემთხვევებზე ოპერატიული რეაგირების გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 28 იანვრის №164 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, „საქართველოში ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების აღკვეთის ღონისძიებებისა და ახალი კორონავირუსით გამოწვეული დაავადების შემთხვევებზე ოპერატიული რეაგირების გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 28 იანვრის №164 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და განკარგულებით დამტკიცებული „ახალი კორონავირუსით გამოწვეული დაავადების შემთხვევებზე ოპერატიული რეაგირების გეგმის“ მე-4 მუხლის:

ა) მე-2 პუნქტის შენიშვნის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. მოცემული წესების დარღვევისას (ავტოსატრანსპორტო საშუალების თვითნებურად დატოვება, აკრძალულ მონაკვეთებზე თვითნებურად გაჩერება, საქართველოს ტერიტორიაზე გადაადგილების ვადის დარღვევა და სხვა), იმ შემთხვევის გარდა, როდესაც კლიმატური პირობები ან სხვა გარე ფაქტორები ართულებს ან/და შეუძლებელს ხდის დადგენილი პირობის შესრულებას, ავტოსატრანსპორტო საშუალების მძღოლი დაჯარიმდება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 4210 მუხლის შესაბამისად და მოთავსებული იქნება 12-დღიან კარანტინში, ხოლო სატრანსპორტო საშუალება გადაყვანილი იქნება საჯარიმო სადგომზე.“;

ბ) 31 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

31. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება საქართველოს სასაზღვრო პოლიცია უზრუნველყოფს საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთისათვის გამოვლენილი პირების სავალდებულო 12-დღიანი იზოლაციის მიზნით საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად საკარანტინე სივრცეში გადაყვანას.“;

გ) მე-4 პუნქტის „ბ.დ.ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ.დ.ბ) ამ პუნქტის „ბ.დ.ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ცნობის წარუდგენლობის შემთხვევაში, ეპიდემიოლოგიური შემოწმების გავლასა და შემდეგ სავალდებულო 12-დღიანი იზოლაციის პროცედურას, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად;“.

პრემიერ-მინისტრი                                                                             გიორგი გახარია