„სივრცის დაგეგმარებისა და ქალაქთმშენებლობითი გეგმების შემუშავების წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 3 ივნისის №260 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„სივრცის დაგეგმარებისა და ქალაქთმშენებლობითი გეგმების შემუშავების წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 3 ივნისის №260 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 523
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 21/08/2020
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 21/08/2020
სარეგისტრაციო კოდი 330090000.10.003.022242
523
21/08/2020
ვებგვერდი, 21/08/2020
330090000.10.003.022242
„სივრცის დაგეგმარებისა და ქალაქთმშენებლობითი გეგმების შემუშავების წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 3 ივნისის №260 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №523

2020 წლის 21 აგვისტო

   ქ. თბილისი

 

„სივრცის დაგეგმარებისა და ქალაქთმშენებლობითი გეგმების შემუშავების წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 3 ივნისის №260 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, შეტანილ იქნეს ცვლილება „სივრცის დაგეგმარებისა და ქალაქთმშენებლობითი გეგმების შემუშავების წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 3 ივნისის №260 დადგენილებაში (awww.matsne.gov.ge, 04/06/2019, 330090000.10.003.021277) და დადგენილებით დამტკიცებული „სივრცის დაგეგმარებისა და ქალაქთმშენებლობითი გეგმების შემუშავების წესის“:

1. მე-4  მუხლის  მე-2  პუნქტის  „ა“  ქვეპუნქტი  ჩამოყალიბდეს  შემდეგი რედაქციით:

„ა) საქართველოს სივრცის დაგეგმარების გეგმის ან/და კოდექსის მე-15 მუხლით განსაზღვრული გეგმარებითი ერთეულის (რეგიონის) გეგმის შემთხვევაში – სამინისტრო;“.

2. მე-5 მუხლის მე-3 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ“ ქვეპუნქტი:

„გ) კოდექსის 36-ე მუხლით განსაზღვრულ შემთხვევაში – სამინისტრო.“.

3. მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 8. სივრცის დაგეგმარებისა და ქალაქთმშენებლობითი გეგმების შემუშავება

1. ამ წესის მე-7 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში, სივრცის დაგეგმარებისა და ქალაქთმშენებლობითი გეგმების ან მისი ნაწილის შემუშავება ან/და მასთან დაკავშირებული სხვა დოკუმენტების მომზადება შესაძლებელია დაგეგმვის უფლებამოსილების მქონე ორგანოს მიერ ან საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, შესაძლებელია, მისი შემუშავება სახელმწიფო შესყიდვების საფუძველზე დაევალოს კერძო სამართლის სუბიექტს. გეგმარებითი ერთეულის კვლევის თაობაზე სახელმწიფო შესყიდვა შესაძლებელია, განხორციელდეს დამოუკიდებლად.

2. სახელმწიფო შესყიდვა, როგორც წესი, ხორციელდება კონკურსის საფუძველზე.

3. სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული ურთიერთობები რეგულირდება შესაბამისი სფეროს მარეგულირებელი კანონმდებლობით.

4. გარდა ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა, დაგეგმვის უფლებამოსილების მქონე ორგანო უფლებამოსილია, მესამე პირის ფინანსური უზრუნველყოფით მომზადებული სივრცის დაგეგმარებისა და გენერალური გეგმის/განაშენიანების გეგმის ან მისი ნაწილის ან/და მასთან დაკავშირებული სხვა დოკუმენტების პროექტები მიიღოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. ასეთ შემთხვევაში, არ ვრცელდება გეგმის ინიციირებასთან დაკავშირებით ამ წესის მე-5 და მე-6 მუხლებით გათვალისწინებული მოთხოვნები და არ მიიღება ინიციირების თაობაზე გადაწყვეტილება.

5. ამ წესის მე-7 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში განაშენიანების დეტალური გეგმის ან მისი ნაწილის შემუშავება ან/და მასთან დაკავშირებული სხვა დოკუმენტების მომზადება, მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით, ადმინისტრაციული ხელშეკრულების საფუძველზე, შეიძლება, დაევალოს კერძო სამართლის სუბიექტს, სახელმწიფო შესყიდვის გარეშე.

6. ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში, კერძო სამართლის სუბიექტთან ხელშეკრულება შეიძლება დაიდოს ამ წესის მე-6 მუხლში განაზღვრული გადაწყვეტილების მიღებიდან 12 თვის ვადაში. ამ ვადის გასვლის შემდეგ ინიციირების თაობაზე გადაწყვეტილება კარგავს ძალას.

 7. ამ მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრული ადმინისტრაციული ხელშეკრულება უნდა მოიცავდეს, მათ შორის, ხელშეკრულების საგანს, შესამუშავებელი დოკუმენტაციის ჩამონათვალს, მხარეთა უფლება-მოვალეობებს, ძირითად ეტაპებსა და მათი განხორციელების ვადებს, ხელშეკრულების შესრულების ადგილსა და ვადას, ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანისა და ხელშეკრულების შეწყვეტის პირობებს, ფორსმაჟორული შემთხვევების რეგულირებას, დავების გადაწყვეტის მექანიზმს, ხელშეკრულების მოქმედების ვადას.“.

4. მე-11 მუხლის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 11. სივრცის დაგეგმარებისა და ქალაქთმშენებლობითი გეგმების პროექტის შინაარსი“.

5. მე-16 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ამ მუხლის  პირველი  პუნქტით  გათვალისწინებული  ადმინისტრაციული წარმოების ორივე სტადიას წარმართავს ინიციატორი.

4. თუ სივრცის დაგეგმარების გეგმები/ქალაქთმშენებლობითი გეგმები ექვემდებარება სტრატეგიულ გარემოსდაცვით შეფასებას (შემდეგში: სგშ), მაშინ შესაბამისი სტრატეგიული დოკუმენტის კონცეფცია მტკიცდება გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის შესაბამისად გაცემული სკოპინგის დასკვნის შემდეგ.“.

6. მე-20 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ქალაქთმშენებლობით გეგმებში არაარსებითი ცვლილების შეტანის შემთხვევაში, ამ მუხლით განსაზღვრული I სტადია არ ტარდება. ამ შემთხვევაში, ინიციატორი სკრინინგის პროცედურის თაობაზე მიმართავს უფლებამოსილ ორგანოს. თუ სკრინინგის გადაწყვეტილებით დადგინდება სგშ-ის ვალდებულება, მაშინ სგშ-ის პროცედურა ტარდება ამ წესითა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული წესის შესაბამისად.“.

7. მე-20 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 21-ე მუხლი:

მუხლი 21. ამ წესის ძალაში შესვლამდე დაწყებული ქალათმშენებლობითი ან/და სივრცის დაგეგმარების გეგმების შემუშავებასთან დაკავშირებული რეგულირება

თუ სივრცის დაგეგმარების გეგმის ან/და დასახლებისთვის განკუთვნილი ქალაქთმშენებლობითი გეგმების მომზადების მიზნით შესაბამისი ღონისძიებები დაწყებულია 2019 წლის 3 ივნისამდე, მაგრამ არ დამდგარა ამავე პუნქტით განსაზღვრული კოდექსის 141-ე მუხლის მე-10, მე-12 ან/და მე-16 ნაწილით გათვალისწინებული პირობა, მათი შემუშავება უნდა დასრულდეს ამ დადგენილებისა და მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისად. ასეთ შემთხვევაში, ამ წესით გათვალისწინებულ ინიციირების ეტაპს ანაცვლებს დაგეგმვაზე უფლებამოსილი ორგანოს მიერ განხორციელებული შესაბამისი ღონისძიება, მათ შორის, შესაბამისი გეგმის შემმუშავებელ პირთან გაფორმებული ხელშეკრულების არსებობა, დაგეგმვაზე უფლებამოსილი ორგანოს მიერ კანონმდებლობის შესაბამისად დაყენებული შუამდგომლობა ასეთი გეგმ(ებ)ის მომზადების შესახებ, დაგეგმვაზე უფლებამოსილი ორგანოს მიერ შესაბამისი გეგმ(ებ)ის ან მისი ნაწილის განხილვის პროცედურების განხორციელება, დაგეგმვაზე უფლებამოსილი ორგანოს მიერ შესაბამისი გეგმ(ებ)ის ან მისი ნაწილის განმხილველი კომისიის წევრობა და სხვ.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ - მინისტრიგიორგი გახარია