„ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 15 ნოემბრის №08 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 15 ნოემბრის №08 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 08
დოკუმენტის მიმღები ამბროლაურის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 24/08/2020
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 25/08/2020
ძალაში შესვლის თარიღი 01/09/2020
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.117.016475
08
24/08/2020
ვებგვერდი, 25/08/2020
010250050.35.117.016475
„ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 15 ნოემბრის №08 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ამბროლაურის მუნიციპალიტეტი
 

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №08

2020 წლის 24 აგვისტო

ქ. ამბროლაური

„ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 15 ნოემბრის №08 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 15 ნოემბრის N08 დადგენილებით (www.matsne.gov.ge; 20/11/2017 წ.; სარეგისტრაციო კოდი: 010250050.35.117.016333) დამტკიცებული დანართის მე-12 მუხლის პირველ პუნქტში შევიდეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. პირველადი სტრუქტურული ერთეულის – ადმინისტრაციული სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: მერიის სტრუქტურული ერთეულების მუშაობის კოორდინაციისათვის ხელშეწყობა, მერიის საქმისწარმოების, ადამიანური რესურსების მართვისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის უზრუნველყოფა, მერის წარმომადგენლებთან კოორდინაცია, მერიის სტრუქტურული ერთეულების საქმიანობის სამართლებრივი უზრუნველყოფა, ბავშვთა უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის ღონისძიებების განხორციელება.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2020 წლის 01 სექტემბრიდან.

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეასლან საგანელიძე