„დროებითი შრომისუუნარობის ექსპერტიზის ჩატარების და საავადმყოფო ფურცლის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 25 სექტემბრის №281/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 01-98/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი
მიღების თარიღი 02/09/2020
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 03/09/2020
სარეგისტრაციო კოდი 470230000.22.035.016790
01-98/ნ
02/09/2020
ვებგვერდი, 03/09/2020
470230000.22.035.016790
„დროებითი შრომისუუნარობის ექსპერტიზის ჩატარების და საავადმყოფო ფურცლის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 25 სექტემბრის №281/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი
 
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის

ბრძანება №01-98/ნ

2020 წლის 2 სექტემბერი

ქ. თბილისი

„დროებითი შრომისუუნარობის ექსპერტიზის ჩატარების და საავადმყოფო ფურცლის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 25 სექტემბრის №281/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1.  

„დროებითი შრომისუუნარობის ექსპერტიზის ჩატარების და საავადმყოფო ფურცლის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 25 სექტემბრის №281/ნ ბრძანებაში  (სსმ, №137, 01/10/2007) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული №1 დანართის (დროებითი შრომისუუნარობის ექსპერტიზის ჩატარების და საავადმყოფო ფურცლის გაცემის წესი)  მე-6 მუხლის:
 
1. მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
 
„5. თუ მშობიარობის მომენტისათვის არ არის გახსნილი საავადმყოფო ფურცელი, მას გასცემს ის სამედიცინო დაწესებულება, სადაც მოხდა მშობიარობა. საავადმყოფო ფურცელი გაიცემა სამედიცინო დაწესებულებაში ყოფნის პერიოდში - ერთდროულად, სამედიცინო დაწესებულებაში მოთავსების თარიღიდან –183 კალენდარული დღით, ხოლო გართულებული მშობიარობისას ან ორი და მეტი ბავშვის შობის შემთხვევაში – 200 კალენდარული დღით. გამონაკლისის სახით, საავადმყოფო ფურცელი შესაძლებელია გაიცეს მოგვიანებით, თუ პაციენტის სამედიცინო დაწესებულებაში მოთავსების თარიღიდან არ არის გასული დროებითი შრომისუუნარობის პერიოდი (183 ან 200 კალენდარული დღე).“.
 
2. მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
 
„8. საავადმყოფო ფურცელი გაიცემა საერთო წესით შრომისუუნარობის მთელ პერიოდზე პირველი დღიდან ამ წესის მე-5 მუხლში მოცემული წესების მიხედვით:
ა) თვითნებური აბორტის დროს, რომელიც მოხდა ორსულობის 22 კვირის/154 დღის/გასვლამდე;
ბ) ორსულობის ხელოვნური შეწყვეტის (აბორტის) ოპერაციისას.“.

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრიეკატერინე ტიკარაძე