დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოში ახალი კორონავირუსის (COVID-19) მასობრივი გავრცელების პრევენციის მიზნით საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ნოტარიუსთა პალატის, აგრეთვე ნოტარიუსების საქმიანობის ადმინისტრირებისა და მათ მიერ პირთა მომსახურების კანონმდებლობით დადგენილისგან განსხვავებული დროებითი წესების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2020 წლის 15 ივლისის №581 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 605 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს იუსტიციის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 07/09/2020 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 07/09/2020 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 04/07/2023 |
| სარეგისტრაციო კოდი | 170020000.22.027.017099 |
|
„საქართველოში ახალი კორონავირუსის (COVID-19) მასობრივი გავრცელების პრევენციის მიზნით საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ნოტარიუსთა პალატის, აგრეთვე ნოტარიუსების საქმიანობის ადმინისტრირებისა და მათ მიერ პირთა მომსახურების კანონმდებლობით დადგენილისგან განსხვავებული დროებითი წესების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2020 წლის 15 ივლისის №581 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„საქართველოში ახალი კორონავირუსის (COVID-19) მასობრივი გავრცელების პრევენციის მიზნით საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ნოტარიუსთა პალატის, აგრეთვე ნოტარიუსების საქმიანობის ადმინისტრირებისა და მათ მიერ პირთა მომსახურების კანონმდებლობით დადგენილისგან განსხვავებული დროებითი წესების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2020 წლის 15 ივლისის №581 ბრძანების (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 15/07/2020, სარეგისტრაციო კოდი: 170020000.22.027.017075) მე-2 მუხლის:
ა) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „6. ამ მუხლის შესაბამისად მოქმედი სანოტარო ბიურო უნდა გაიხსნას არაუგვიანეს 9:00 საათისა და, დღის განმავლობაში, ნოტარიუსმა მომსახურება უნდა გასწიოს არანაკლებ 8 საათისა. თუ ნოტარიუსი მეძუძური დედაა ან მას ჰყავს შვილი/ნაშვილები, რომელიც 16 წლამდე ასაკის არასრულწლოვანია ან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირია, ან/და ჰყავს მასთან მცხოვრები ოჯახის წევრი, რომელიც არის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი ან საჭიროებს განსაკუთრებულ ზრუნვას, შესაბამისი სანოტარო ბიურო უნდა გაიხსნას არაუგვიანეს 10:00 საათისა. იგივე სამუშაო გრაფიკი მოქმედებს იმ შემთხვევაში, თუ ნოტარიუსი გადაწყვეტს, რომ სანოტარო ბიურო გახსნას დასვენების ან უქმე დღეს.“; ბ) მე-6 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 61 და 62 პუნქტები: „61. ნოტარიუსი ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული გარემოებების დამადასტურებელ დოკუმენტებს წარუდგენს საქართველოს ნოტარიუსთა პალატას, რომელიც გასცემს ნებართვას სანოტარო ბიუროს გახსნის შესაბამისი დროის შესახებ. 62. საქართველოს ნოტარიუსთა პალატა ვალდებულია ამ მუხლის 61 პუნქტით გათვალისწინებული ნებართვის გაცემის საფუძვლების არსებობა საკუთარი ინიციატივით გადაამოწმოს 3-თვიანი პერიოდულობით მაინც.“; გ) მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „9. ნოტარიუსი, ასევე მისი პერსონალი, უნდა იყოს აღჭურვილი დამცავი ნიღბით. ნოტარიუსი უზრუნველყოფს სამუშაო პროცესში მისი პერსონალის და მომხმარებლების მაქსიმალურ დაცულობას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან გადაადგილებულ პირთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ გაცემული რეკომენდაციების შესაბამისად (მათ შორის, სანოტარო ბიუროების დეზინფექციას რეკომენდებული პერიოდულობით).“.
|
| მუხლი 2 |
1. ეს ბრძანება, გარდა პირველი მუხლის „გ“ ქვეპუნქტისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
2. ქვეყანაში შექმნილი ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით, ამ ბრძანების პირველი მუხლის „გ“ ქვეპუნქტი ამოქმედდეს: ა) 2020 წლის 10 სექტემბრიდან ყველა სანოტარო ბიუროსთან მიმართებაში, გარდა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე მოქმედი სანოტარო ბიუროებისა; ბ) 2020 წლის 20 სექტემბრიდან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე მოქმედ სანოტარო ბიუროებთან მიმართებაში.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები