„ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისა და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის დებულებისა და საფასურის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 4 მაისის №65/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისა და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის დებულებისა და საფასურის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 4 მაისის №65/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 96/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი
მიღების თარიღი 10/09/2020
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 11/09/2020
სარეგისტრაციო კოდი 430030000.22.022.017955
96/ნ
10/09/2020
ვებგვერდი, 11/09/2020
430030000.22.022.017955
„ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისა და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის დებულებისა და საფასურის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 4 მაისის №65/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი
 

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის

ბრძანება №96/ნ

2020 წლის 10 სექტემბერი

ქ. თბილისი

 

„ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისა და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის დებულებისა და საფასურის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 4 მაისის №65/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ 2018 წლის 05 ივლისის №3024-რს საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი და მე-8 პუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
შეტანილ იქნეს ცვლილება „ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისა და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის დებულებისა და საფასურის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 4 მაისის  №65/ნ ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 110504011, 04/05/2011; სარეგისტრაციო კოდი 430030000.22.022.016102) და ბრძანების:

1. პირველი პუნქტით დამტკიცებული „ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისა და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის დებულების“ (დანართი №1):

ა)  მე-18 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 18. რეგულირებადი საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის თავისებურებანი

რეგულირებადი საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაციის სტანდარტებთან შესაბამისობის განსაზღვრისას მხედველობაში მიიღება დარგობრივი მახასიათებლით დადგენილი სპეციალური მოთხოვნები.“;

ბ) მე-20 მუხლის:

ბ.ა) 11 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„11. ერთი სააკრედიტაციო განაცხადი ითვალისწინებს ერთ საგანმანათლებლო პროგრამას, რომელიც სწავლის შედეგების მიხედვით გადის მხოლოდ ერთ კვალიფიკაციაზე.  ამასთანავე, ერთი სააკრედიტაციო განაცხადი შესაძლებელია ითვლისწინებდეს მაგისტრატურის ისეთ  საგანმანათლებლო პროგრამას, რომელიც სწავლის შედეგების მიხედვით გადის ერთი და იმავე დეტალური სფეროს ფარგლებში არსებული სწავლის სფეროების გათვალისწინებით, ერთზე მეტ, მაგრამ არაუმეტეს სამ კვალიფიკაციაზე, გარდა რეგულირებადი საგანმანათლებლო პროგრამისა.“;

ბ.ბ) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. საგანმანათლებლო დაწესებულებამ საგანმანათლებლო პროგრამის ყოველი მომდევნო აკრედიტაციისას, საგანმანათლებლო პროგრამის სტატუსის უწყვეტობის მიზნით, ცენტრში სააკრედიტაციო განაცხადის წარდგენისას უნდა გაითვალისწინოს ამ დებულების მე-19 მუხლის მე-2 პუნქტითა და 22-ე მუხლით დადგენილი ვადები იმგვარად, რომ საბჭოს მიერ აკრედიტაციასთან დაკავშირებული გადაწყვეტილების მისაღებად განსაზღვრული 180-კალედარულდღიანი ვადა დაეთმოს ამ დებულების მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „გ“-„ნ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული აკრედიტაციის პროცესის ეტაპების განხორციელებას. აღნიშნულის გაუთვალისწინებლობით გამოწვეულ შედეგებზე პასუხისმგებლობა ეკისრება საგანმანათლებლო დაწესებულებას.“;

გ) 22-ე მუხლის მე-4 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 41 და 42 პუნქტები:

„41. საგანმანათლებლო დაწესებულება უფლებამოსილია ამ მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გაცნობიდან 15 კალენდარული დღის განმავლობაში, საჭიროების შემთხვევაში, ცენტრში ერთჯერადად წარადგინოს ცვლილებები თვითშეფასების ანგარიშში ასახულ ინფორმაციასთან ან/და თანდართულ დოკუმენტებთან დაკავშირებით. ამასთან, თუ ცვლილება ითვალისწინებს რომელიმე დოკუმენტის ჩანაცვლების აუცილებლობას, აღნიშნულ დოკუმენტთან ერთად დაწესებულებამ უნდა წარადგინოს ცვლილებების წერილობითი აღწერა/განმარტება. აღნიშნული ვადის გასვლის შემდგომ დაუშვებელია თვითშეფასების ანგარიშსა და თანდართულ დოკუმენტაციაში ასახული ინფორმაციის ცვლილება.

42. ამ მუხლის 41 პუნქტით გათვალისწინებული ვადის გასვლის შემდგომ თვითშეფასების ანგარიშსა და თანდართულ დოკუმენტაციაში განხორციელებული ცვლილება მხედველობაში არ მიიღება.“;

დ) 26-ე მუხლის:

დ.ა) მე-4 პუნქტი ამოღებულ იქნეს;

დ.ბ) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფისათვის დაწესებულების მიერ მათი საქმიანობის განხორციელებაში ხელის შეშლის შემთხვევაში, ცენტრი უფლებამოსილია, გამოსცეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტის შესახებ.“;

ე) 275 მუხლის:

ე.ა) 31 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 32 პუნქტი:

„32. თუ ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ან „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილება სასწავლო წლის განმავლობაში იქნება მიღებული, აკრედიტაციის საბჭო უფლებამოსილია, შესაბამისი საგანმანათლებლო დაწესებულების შუამდგომლობისა და მოსწავლეების/სტუდენტების კანონიერი ინტერესების გათვალისწინებით, სასწავლო პროცესის უწყვეტობის მიზნით, აკრედიტაციის დარჩენილი ვადის მიუხედავად, სათანადო გადაწყვეტილებით მოსწავლეებს/სტუდენტებს მიმდინარე სასწავლო წელი შესაბამის საგანმანათლებლო პროგრამაზე აკრედიტებულ რეჟიმში დაასრულებინოს და აკრედიტაციის გაუქმების შესახებ ან ხელახალ აკრედიტაციაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების ძალაში შესვლის თარიღად არაუგვიანეს მიმდინარე სასწავლო წლის დასრულების თარიღი მიუთითოს.“;

ე.ბ) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილება ძალაში შედის ცენტრის ვებგვერდზე გამოქვეყნების დღეს.“;

ე.გ) მე-7 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 71 და 72 პუნქტები:

„71. საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაციის უწყვეტობის მიზნით, საგანმანათლებლო პროგრამის ყოველი მომდევნო აკრედიტაციისას ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ გადაწყვეტილებაში მიეთითება აკრედიტაციის ვადის დასაწყისი (გადაწყვეტილების ამოქმედების თარიღი), რომელიც, საგანმანათლებლო დაწესებულების შუამდგომლობის საფუძველზე, შესაძლებელია განისაზღვროს გადაწყვეტილების ძალაში შესვლის დღიდან დარჩენილ მიმდინარე აკრედიტაციის ვადის დასრულების მომდევნო დღიდან ან გადაწყვეტილების ძალაში შესვლის დღიდან დარჩენილ მიმდინარე აკრედიტაციის დასრულებამდე არსებული კონრეტული თარიღიდან.

72. იმ შემთხვევაში, თუკი, საგანმანათლებლო დაწესებულებისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო, ამ მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული გადაწყვეტილება არ იქნება მიღებული ამ დებულების მე-19 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ ვადაში, საგანმანათლებლო დაწესებულების შუამდგომლობის საფუძველზე, შესაძლებელია აკრედიტაციის ვადის დასაწყისი (გადაწყვეტილების ამოქმედების თარიღი) დადგინდეს ამ მუხლის 71 პუნქტისგან განსხვავებული წესით.“;

ვ) 277 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 278 მუხლი:

მუხლი 278. აკრედიტაციაზე უარის თქმის ან აკრედიტაციის გაუქმების სამართლებრივი შედეგები

1. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაციაზე უარის თქმის ან აკრედიტაციის გაუქმების შემთხვევაში:

ა) უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას ეზღუდება მხოლოდ აკრედიტაციის საფუძველზე განსახორციელებელ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე სტუდენტების/ აბიტურიენტების/მაგისტრანტობის კანდიდატების/დოქტორანტობის კანდიდატების მიღების უფლება;

ბ) სტუდენტი, რომელიც სახელმწიფო დაფინანსებით სწავლობს, უფლებამოსილია ამ დებულების 275 მუხლის 32 პუნქტის შესაბამისად, აკრედიტაციის საბჭოს მიერ დადგენილი ვადით (ასეთი ვადის არსებობის შემთხვევაში) სწავლა გააგრძელოს იმავე უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე და მიიღოს სახელმწიფო დაფინანსება ან ისარგებლოს მობილობის უფლებით, გადავიდეს სხვა აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე და მისთვის გამოყოფილი სახელმწიფო დაფინანსების დარჩენილი ოდენობა გადაიტანოს ამ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე;

გ) სტუდენტს, რომელიც მხოლოდ აკრედიტაციის საფუძველზე განსახორციელებელ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლობს, ამ დებულების 275 მუხლის 32 პუნქტის შესაბამისად, აკრედიტაციის საბჭოს მიერ დადგენილი ვადის (ასეთი ვადის არსებობის შემთხვევაში) გასვლიდან, აკრედიტაციაზე უარის თქმის შესახებ ან აკრედიტაციის გაუქმების შესახებ აკრედიტაციის საბჭოს გადაწყვეტილების ძალაში შესვლიდან 5 წლის განმავლობაში უჩერდება სტუდენტის სტატუსი და ის უფლებამოსილია ისარგებლოს მობილობის უფლებით;

დ) აბიტურიენტი, რომელმაც წარმატებით ჩააბარა ერთიანი ეროვნული გამოცდები და საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ დამტკიცებული რანჟირების დოკუმენტის მიხედვით მოიპოვა უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის უფლება, უფლებამოსილია ისარგებლოს მობილობის უფლებით;

ე) მაგისტრანტობის კანდიდატი, რომელიც სამაგისტრო გამოცდების კოეფიციენტებით რანჟირების დოკუმენტში მოხვდა, უფლებამოსილია ისარგებლოს მობილობის უფლებით.

2. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამის ხელახალ აკრედიტაციაზე უარის თქმის ან აკრედიტაციის გაუქმების შემთხვევაში:

ა) ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება აგრძელებს ამ ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამის ავტორიზებულ რეჟიმში განხორციელებას;

ბ) მოსწავლე უფლებამოსილია სწავლა გააგრძელოს იმავე ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამაზე ან სხვა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების შესაბამის ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამაზე.“;

ზ) 288 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. აკრედიტაციის საბჭოსათვის საკითხის ხელახლა განსახილველად დაბრუნების შესახებ სააპელაციო საბჭოს მიერ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, აკრედიტაციის შესაბამისი საბჭო განიხილავს საკითხს ამ დებულების 272 და 275 მუხლებით დადგენილი წესით და გადაწყვეტილებას იღებს კანონმდებლობით დადგენილ ვადაში.

3. აკრედიტაციის საბჭოსათვის საკითხის ხელახლა განსახილველად დაბრუნების შესახებ სააპელაციო საბჭოს მიერ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, აკრედიტაციის საბჭო გადაწყვეტილებას იღებს ამ დებულების 272 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტაციის, აკრედიტაციის საბჭოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების, სააპელაციო საბჭოს გადაწყვეტილების განხილვისა და ზეპირი მოსმენის გამართვის საფუძველზე.“;

თ) 30-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 30. საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაციის/პირობითი აკრედიტაციის პერიოდში განხორციელებული ცვლილებები

1. საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაციის/პირობითი აკრედიტაციის პერიოდში საგანმანათლებლო პროგრამის დასახელების, სწავლის შედეგ(ებ)ის ან/და საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელების ადგილის ან/და საგანმანათლებლო პროგრამის სტრუქტურის (ძირითადი სწავლის სფეროს კომპონენტების და მისთვის მინიჭებული კრედიტების რაოდენობის არანაკლებ 30%-ით ცვლილება - დამატება ან/და ამოღება, რაც არ ცვლის საგანმანათლებლო პროგრამის სწავლის შედეგებს ან/და კონცენტრაციის დამატება ან/და ამოღება) ცვლილების შემთხვევაში, საგანმანათლებლო დაწესებულება ვალდებულია ცენტრს წერილობით აცნობოს ცვლილების განხორციელებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში და წარუდგინოს შეცვლილი საგანმანათლებლო პროგრამა, ასევე ცვლილებების განხორციელების მიზეზი და მის მიერ გამოცემული შესაბამისი აქტი.

2. საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაციის/პირობითი აკრედიტაციის პერიოდში საგანმანათლებლო პროგრამაში სწავლების ენის ან/და მისანიჭებელი კვალიფიკაციის დასახელების ცვლილება, ასევე, აკრედიტაციის/პირობითი აკრედიტაციის რეჟიმში არსებული საგანმანათლებლო პროგრამების გაერთიანება ან საგანმანათლებლო პროგრამის გაყოფა დაუშვებელია (გარდა ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა). ამ პუნქტით გათვალისწინებული ცვლილების განხორციელების შემთხვევაში საგანმანათლებლო პროგრამა/პროგრამები განიხილება ახალ პროგრამად/პროგრამებად, რომლის განხორციელების უფლებაც დაწესებულებამ უნდა მოიპოვოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

3. საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაციის/პირობითი აკრედიტაციის პერიოდში საგანმანათლებლო პროგრამაში მისანიჭებელი კვალიფიკაციის დასახელების ცვლილება ან/და აკრედიტაციის/პირობითი აკრედიტაციის რეჟიმში არსებული საგანმანათლებლო პროგრამების გაყოფა დასაშვებია, თუ აღნიშნული უკავშირდება ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოსა და სწავლის სფეროების კლასიფიკატორთან შესაბამისობაში მოყვანას ან არსებულ დარგობრივ მახასიათებელში განხორციელებული ცვლილებიდან გამომდინარე საგანმანათლებლო პროგრამის/პროგრამების დარგობრივ მახასიათებელთან შესაბამისობაში მოყვანას. ასეთ შემთხვევაში, აღნიშნული საგანმანათლებლო პროგრამა/პროგრამები არ განიხილება ახალ პროგრამად/პროგრამებად.

4. იმ შემთხვევაში, თუ ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოსა და სწავლის სფეროების კლასიფიკატორთან შესაბამისობაში მოყვანა გამოიწვევს საგანმანათლებლო პროგრამის ორ ან მეტ საგანმანათლებლო პროგრამად გაყოფას, საგანმანათლებლო დაწესებულება ვალდებულია იმავე კალენდარული წლის განმავლობაში გაყოფილი საგანმანათლებლო პროგრამები, მიუხედავად მათი დეტალური სფეროს კოდებისა, მოიყვანოს შესაბამისობაში ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოსა და სწავლის სფეროების კლასიფიკატორთან.

5. ამ მუხლის პირველი და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებული ცვლილებების განხორციელების შემთხვევაში ცენტრი უფლებამოსილია განახორციელოს აკრედიტაციის პირობების შემოწმება მონიტორინგის გზით.“;

ი) 33-ე მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 34-ე  და 35-ე მუხლები:

მუხლი 34. საბჭოს მიერ გაცემული რეკომენდაციების შესრულების თაობაზე ანგარიშის განხილვა

საბჭოს მიერ გაცემული რეკომენდაციების შესრულების თაობაზე საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ 2020 წლის 30 იანვრამდე წარდგენილი ანგარიშის განხილვა ხორციელდება ანგარიშის წარმოდგენის პერიოდისთვის მოქმედი რეგულაციების შესაბამისად.

მუხლი 35. საგანმანათლებლო პროგრამების ხელახალი აკრედიტაცია და ადმინისტრაციული წარმოების ვადის შეჩერება

1. უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამას (გარდა 2011-2012 წლებში აკრედიტებული საგანმანათლებლო პროგრამისა), რომელსაც მიმდინარე აკრედიტაციის ვადა 2020 წელს ეწურება, ეს ვადა გაუგრძელდეს 2020 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.

2. დიპლომირებული მედიკოსის საგანმანათლებლო პროგრამას (გარდა 2011-2012 წლებში აკრედიტებული საგანმანათლებლო პროგრამისა), რომელსაც მიმდინარე აკრედიტაციის ვადა 2020 წელს ეწურება, ეს ვადა გაუგრძელდეს 2021 წლის 1 ივლისამდე.

3. ამ მუხლის მოქმედება არ ვრცელდება იმ საგანმანათლებლო პროგრამაზე, რომლის მიმართ „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს 2020 წლის 12 ივნისის №6284-IIს კანონის ამოქმედებამდე საბჭომ მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილება ან/და რომელსაც ამ კანონის ამოქმედებამდე ამოეწურა მიმდინარე აკრედიტაციის ვადა და რომლის აკრედიტაციასთან დაკავშირებით ცენტრში ადმინისტრაციული წარმოება არ მიმდინარეობს.“.

2. მე-2 პუნქტით დამტკიცებული „ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისა და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საფასურის“ (დანართი №2) პირველი მუხლის მე-8 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 81 პუნქტი:

„81. იმ შემთხვევაში, თუ მაგისტრატურის ერთი საგანმანათლებლო პროგრამა სწავლის შედეგების მიხედვით გადის სწავლის სფეროების კლასიფიკატორის ერთ დეტალურ სფეროში მოცემულ ერთზე მეტ, მაგრამ არაუმეტეს სამ კვალიფიკაციაზე (გარდა რეგულირებადი საგანმანათლებლო პროგრამისა), მისი აკრედიტაციის საფასური იზრდება ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული საფასურის 20%-ით ყოველი მომდევნო კვალიფიკაციისთვის.“.

3. 21 პუნქტით დამტკიცებული „უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის სტანდარტები“ (დანართი №3) ჩამოყალიბდეს ამ ბრძანების დანართის შესაბამისად.

 

მუხლი 2
1. ეს ბრძანება, გარდა ამ ბრძანების პირველი მუხლის პირველი პუნქტის „ბ.ბ“, „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე,

2. ამ ბრძანების პირველი მუხლის პირველი პუნქტის „ბ.ბ“, „გ“ და „დ“ ქვეპუნქტები ამოქმედდეს 2021 წლის პირველი იანვრიდან.

 


საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრიმიხეილ ჩხენკელი