დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს №3 პენიტენციური დაწესებულების დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 27 აგვისტოს №109 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 627 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს იუსტიციის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 24/09/2020 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 24/09/2020 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 22/11/2020 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 22/01/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 100020020.22.027.017121 |
|
„საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს №3 პენიტენციური დაწესებულების დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 27 აგვისტოს №109 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „პატიმრობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს 2018 წლის 5 ივლისის №3128 კანონის მე-2 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს №3 პენიტენციური დაწესებულების დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 27 აგვისტოს №109 ბრძანებით (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 31/08/2015, სარეგისტრაციო კოდი: 100020020.22.038.016524) დამტკიცებული დებულების 42-ე მუხლის:
ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ბრალდებულს/მსჯავრდებულს აქვს სატელეფონო საუბრის უფლება, რომელიც ხორციელდება ბრალდებულის/მსჯავრდებულის ხარჯით და დაწესებულების კონტროლით. საქართველოს სახალხო დამცველის „ცხელი ხაზის“ (1481) მეშვეობით ბრალდებულის/მსჯავრდებულის სატელეფონო საუბარი ხორციელდება დაწესებულების ხარჯით.“; ბ) 61 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „61. ამ მუხლის მე-6 პუნქტით განსაზღვრულ სატელეფონო საუბრების რაოდენობაში შედის ადვოკატთან განხორციელებული სატელეფონო საუბრები.“; გ) მე-7 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-8 პუნქტი: „8. ამ მუხლის მე-6 და მე-7 პუნქტებით განსაზღვრული სატელეფონო საუბრის ლიმიტები არ ვრცელდება ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიერ სატელეფონო საუბრის საქართველოს სახალხო დამცველის „ცხელი ხაზის“ (1481) მეშვეობით განხორციელების შემთხვევაზე. „ცხელი ხაზის“ მეშვეობით სატელეფონო საუბრის განხორციელება შესაძლებელია ნებისმიერ დროს, 08:00 საათიდან 18:00 საათამდე, მათ შორის, დასვენებისა და უქმე დღეებშიც.“. |
| მუხლი 2 |
საქართველოს სახალხო დამცველის „ცხელი ხაზის“ ამ ბრძანების მიზნების შესაბამისი ფუნქციონირების უზრუნველსაყოფად სავარაუდოდ აუცილებელი ორგანიზაციული ღონისძიებებიდან გამომდინარე, ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-60 დღეს. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები