„მიწის გადასახადის გამოანგარიშებისა და გადახდის წესის შესახებ“ ინსტრუქციის თაობაზე“

  • Word
„მიწის გადასახადის გამოანგარიშებისა და გადახდის წესის შესახებ“ ინსტრუქციის თაობაზე“
დოკუმენტის ნომერი 263
დოკუმენტის მიმღები საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საგადასახადო სამსახური
მიღების თარიღი 04/11/1999
დოკუმენტის ტიპი აღმასრულებელი ხელისუფლების სხვა სახელმწიფო უწყების ხელმძღვანელის ბრძანება და ეროვნული კომისიის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 70(77), 28/12/1999
სარეგისტრაციო კოდი 250.013.003.926
  • Word
263
04/11/1999
სსმ, 70(77), 28/12/1999
250.013.003.926
„მიწის გადასახადის გამოანგარიშებისა და გადახდის წესის შესახებ“ ინსტრუქციის თაობაზე“
საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საგადასახადო სამსახური
დროებით, ფაილს შესაძლოა გააჩნდეს ვიზუალური ხარვეზი, სრული ვერსიის სანახავად დააჭირეთ ფაილის გადმოწერას

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 250 .013 .003 .926

საქართველოს სახელმწიფო საგადასახადო დეპარტამენტის თავმჯდომარის

ბრძანება №263

1999 წლის 4 ნოემბერი

ქ. თბილისი

„მიწის გადასახადის გამოანგარიშებისა და გადახდის წესის შესახებ“ ინსტრუქციის თაობაზე

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 227-ე მუხლის შესაბამისად , ვბრძანებ:

  1. დამტკიცდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან და საქართველოს მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტთან შეთანხმებული ინსტრუქცია;

2. გაუქმდეს მიწის გადასახადის გამოანგარიშებისა და გადახდის წესის შესახებ“ ინსტრუქციაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“ საქართველოს სახელმწიფო საგადასახადო დეპარტამენტის 1998 წლის 29 დეკემბრის 260 და მიწის გადასახადის გამოანგარიშებისა და გადახდის წესის შესახებ“ ინსტრუქციაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს სახელმწიფო საგადასახადო დეპარტამენტის 1999 წლის 58 ბრძანებები.

მ. ჩიკვილაძე      

ი ნ ს ტ რ უ ქ ც ი ა

მიწის გადასახადის გამოანგარიშებისა და გადახდის წესის შესახებ

მოცემული ინსტრუქცია შემუშავებულია საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-6 კარის, სხვა საკანონმდებლო და ნორმატიული აქტების შესაბამისად და განსაზღვრავს მიწის გადასახადის გამოანგარიშებასა და გადახდასთან დაკავშირებულ ურთიერთობებსა და წესს.

    მუხლი 1. გადასახადის გადამხდელები

1. მიწის გადასახადის გადამხდელები არიან ფიზიკური და იურიდიული პირები, რომლებსაც საკუთრებაში ან კანონით გათვალისწინებულ სარგებლობაში აქვთ მიწის ნაკვეთი.

  მუხლი 2. დაბეგვრის ობიექტი

1. მიწის გადასახადით დაბეგვრის ობიექტია:

ა) სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა:

სახნავი, მრავალწლიანი ნარგავებით დაკავებული მიწა, ბუნებრივი და გაკულტურებული სათიბები და საძოვრები;

არსებული წესის მიხედვით სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებით გამოყენებული ან გამოსაყენებლად ნებადართული წყლის ფონდისა და ტყის ფონდის მიწები;

საკარმიდამო, საბაღე, საბოსტნე და სააგარაკო ნაკვეთები;

დასახლებული პუნქტების ფარგლებს გარეთ მდებარე მრეწველობის, ტრანსპორტის, კავშირგაბმულობის, ენერგეტიკის, თავდაცვის, დაცული ტერიტორიებისა და სხვა არასასოფლო-სამეურნეო მიწის ის ნაკვეთები, რომლებიც გამოყენებულია სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებით;

ქალაქის, დაბის, სოფლის, კურორტისა და სხვა ტიპის დასახლებათა ფარგლებში მოქცეული მიწის ის ნაკვეთები, რომელთა მიზნობრივი დანიშნულება არ არის შეცვლილი და სასოფლო-სამეურნეო მიზნით მათი გამოყენება ნებადართულია არსებული წესის მიხედვით;

სამელიორაციო ქსელებით დაკავებული მიწები;

სხვა მიწა, რომელიც გამოიყენება სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებით.

ბ) არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა, ანუ მიწა, რომელიც მოცემული მუხლის 1 ნაწილით არ მიეკუთვნება სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწებს.   

2. დასაბეგრი მიწის ფართობი მოიცავს შენობა-ნაგებობებით დაკავებულ, ასევე მათი ფუნქციონირებისათვის აუცილებელი მიწის ნაკვეთებსა და შენობა-ნაგებობების სანიტარ ულ-ტექნიკურ ზონას, თუ ის არ იმყოფება სხვა ფიზიკური ან იურიდიული პირის სარგებლობაში.

    მუხლი 3. მიწის გადასახადით დაბეგვრის პრინციპები

1. გადასახადის განსაზღვრის საფუძველია მიწის ფართობის საკუთრების ან სარგებლობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

2. შენობა-ნაგებობებით დაკავებულ მიწის ნაკვეთზე, რომელიც რამდენიმე ფიზიკური ან იურიდიული პირის სარგებლობაში ან საკუთრებაშია, გადასახადი გადაიხდება ცალ-ცალკე ნაგებობისათვის თითეული პირის სარგებლობაში ან თანასაკუთრებაში არსებული ფართობის პროპორციულად.

მაგალითი: თუ მიწის ნაკვეთზე დგას სამი ფიზიკური პირის მფლობელობაში მყოფი200 მ2  ფართობის შენობა-ნაგებობა და ერთ ფიზიკურ პირს დაკავებული აქვს 100 მ2 - ის, მეორეს - 55 მ2 -ის, ხოლო მესამეს - 45 მ2 -ის ფართობი, მაშინ პირველი პირი ვალდებულია გადაიხადოს მთლიანი გადასახადის 50 პროცენტი (100:200 X 100), მეორემ -27,5 პროცენტი (55:200 X 100), ხოლო მესამემ - 22,5 პროცენტი (45:200 X 100).

3. მიწის გადასახადის ოდენობა არ არის დამოკიდებული მიწის გადასახადის გადამხდელთა ეკონომიკური საქმიანობის შედეგებზე და დგინდება ფიქსირებული წლიური გადასახადის სახით მიწის ფართობის ერთეულზე. მიწის გადასახადი გადაიხდება მაშინაც კი, როცა მიწა ეკონომიკური საქმიანობის შედეგად არ იძლევა შემოსავალს. ამასთან, პირი, რომელიც არ ამუშავებს მიწის ნაკვეთს, იბეგრება ისევე, როგორც პირი, რომელიც ამუშავებს მიწის ნაკვეთს, ხოლო სამოსახლო მიწის ფართობი, რომელზეც არ არის აშენებული სახლი, იბეგრება ისევე, როგორც სამოსახლო მიწის ფართობი, რომელზეც მდებარეობს სახლი.

4. მიწის გადასახადი დიფერენცირებულია მიწის ხარისხისა და ადგილმდებარეობის მიხედვით.

5. სხვა სახელმწიფოსათვის სარგებლობაში გადაცემული მიწის გადასახადი გადაიხდება საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული წესითა და პირობებით, თუ ხელშეკრულებით საქართველოსა და ამ სახელმწიფოს შორის სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

    მუხლი 4. მიწის გადასახადის განაკვეთები

     1. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე მიწის გადასახადის საბაზისო განაკვეთები დიფერენცირებულია ადმინისტრაციული ერთეულების მიხედვით და დადგენილია ერთ ჰექტარზე გაანგარიშებით ლარებში:

     ა) საქალაქო (სადაბო) ადმინისტრაციული ერთეულის ფარგლებს გარეთ არსებული სახნავი და მრავალწლიანი ნარგავებით დაკავებული მიწებისათვის:

 

 

 

ადმინისტრაციული ერთეულების დასახელება

აბაზისო განაკვეთი, ჰა/ლარი

 

 

 

 

საშუალო

 

 

მიწის ხარისხი

რაიონული

 

 

კარგი

მწირი

(საქალაქო)

 

2

3

4

5

1.  

თბილისი, მარნეული

 

57

31

47

2.  

ბოლნისი, გარდაბანი

 

52

27

43

3.  

რუსთავი

51

27

43

4.  

ბათუმი, გაგრა, გალი, გუდაუთა, გულრიფში, ოჩამჩირე, სოხუმი

51

27

43

5.  

ქობულეთი, ხელვაჩაური გურჯაანი, დედოფლისწყარო

44

24

36.5

6.  

თელავი, ლაგოდეხი, სიღნაღი,

43

22

35

7.  

ყვარელი, გორი, მცხეთა. ახმეტა, დმანისი, ერედვი,

39

21

30

8.  

თეთრიწყარო, კასპი, სამტრედია,  

38

20

27

9.  

საგარეჯო, ქარელი, ხაშური

36

20

26

10.

ქურთა, წალკა,

34

19

26

11.

აბაშა, ზუგდიდი,

34

18

25

12.

ახალქალაქი, ახალციხე,

34

19

22

13.

მარტვილი, სენაკი, ხობი, ფოთი

33

17

23.5

14.

ნინოწმინდა

33

17

19

15.

ახალგორი, ვანი, ზესტაფონი, ლანჩხუთი, ოზურგეთი

30

15

20.5

16.

ბაღდათი, თერჯოლა, ხონი, ქუთაისი,

28

15

20.5

17.

წალენჯიხა, წყალტუბო, ჩხოროწყუ

24

13

17

18.

საჩხერე, ცაგერი, ცხინვალი

22

12

16

19.

ამბროლაური, დუშეთი, თიანეთი ადიგენი, ბორჯომი

18

11

13

20.

ასპინძა, ტყიბული, ხულო, ქედა

17

9

12

21.

შუახევი, ხარაგაული, ჭიათურა ლენტეხი, ონი, ჩოხატაური მესტია, ყაზბეგი, ჯავა

13

8

9

 

 

ბ) ბუნებრივი სათიბებისა და საძოვრებისათვის:

 

 

საბაზისო განაკვეთი ჰა/ლარი

 ადმინისტრაციული ერთეულების დასახელება

 

 

 

 

   გაკულტურებული

 

 

 

 

 

 

 

სათი-

ბები

საძოვრები

სათიბები

საძოვრები

1

2

3

4

5

1. აბაშა, ახალქალაქი, გორი, ბათუმი, ბოლნისი, გაგრა, გალი, გარდაბანი, გუდაუთა, გულრიფში, გურჯაანი, დედოფლისწყარო, დმანისი, ზუგდიდი, თბილისი, თეთრიწყარო, თელავი, ლაგოდეხი, ლანჩხუთი, მარნეული, მცხეთა, ნინოწმინდა, ოზურგეთი, ოჩამჩირე, რუსთავი, სამტრედია, სენაკი, სიღნაღი, სოხუმი, ქუთაისი, ქობულეთი, ყვარელი, წალკა, წყალტუბო, ხელვაჩაური, ხობი, ფოთი

6

  3

8

4

2. ადიგენი, ასპინძა, ახალგორი, ახალციხე, ბაღდათი, ბორჯომი, ვანი, ზესტაფონი, თერჯოლა, თიანეთი, კასპი, მარტვილი, საგარეჯო, საჩხერე, ტყიბული, ქარელი, ქედა, შუახევი, ჩოხატაური, ჩხოროწყუ, წალენჯიხა, ხარაგაული, ხაშური, ხონი, ხულო

4

  2

7

3

3. ამბროლაური, ახმეტა, დუშეთი, ლენტეხი, მესტია, ონი, ყაზბეგი, ცაგერი, ცხინვალი, ჭიათურა, ჯავა

2.5

 1.5

4

2

გ) საქალაქო (სადაბო) ადმინისტრაციული ერთეულების ფარგლებში მოქცეული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთისათვის ამ მუხლის 1-ლი ნაწილის ა” და ”ბ” პუნქტებში მითითებული გადასახადის განაკვეთი იზრდება 20 პროცენტით;

დ) ამ მუხლის პირველი ნაწილის ”ა” და ”ბ” პუნქტებში მითითებული მიწის გადასახადის საბაზისო განაკვეთი კონკრეტული მიწის ნაკვეთებისათვის, მიწის ხარისხისა და ადგილმდებარეობის გათვალისწინებით, შეიძლება გადიდებული ან შემცირებულ იქნეს 20 პროცენტამდე ადმინისტრაციული ერთეულისათვის გადასახადის საერთო მოცულობის შეუცვლელად;

ე) გადასახადის განაკვეთებს კონკრეტული მიწის ნაკვეთისათვის ადგენენ სასოფლო-სამეურნეო ადმინისტრაციული რაიონების (ქალაქების) ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოები მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტის შესაბამისი სამსახურების წარდგინებით.

  2. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწებისათვის მიწის გადასახადის საბაზისო განაკვეთი დადგენილია მიწის ერთ კვადრატულ მეტრზე წელიწადში 0.24 ლარის ოდენობით.

    მუხლი 5. მიწის გადასახადის გაანგარიშება

1.  სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე გადასახადი გამოიანგარიშება გადასახადის განაკვეთის სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთის ფართობზე (ჰექტარებში) ნამრავლით.

მაგ: მიწის მართვის სახელმწიფო დეპერტამენტის ადგილობრივი სამსახურიდან მიღებული მონაცემების საფუძველზე შპს იმედს” სარგებლობაში გააჩნია: ა) 1000 ჰა - სახნავი მიწა, მ.შ. კარგი - 800 ჰა, მწირი -200 ჰა, ბ) 100 ჰა - სათიბი, გ) 50 ჰა - სხვა მიწები. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მიერ აღნიშნული მიწების 1 ჰა-ზე დამტკიცებულია შემდეგი საგადასახადო განაკვეთები:

ა) სახნავი მიწებისათვის შესაბამისად - 40 ლარი და 21 ლარი; სათიბისათვის - 4 ლარი; სხვა მიწებისათვის - 31 ლარი. მოცემული მონაცემების საფუძველზე შპს „იმედისათვის” მიწის გადასახადის თანხა შეადგენს 38150 ლარს (800 ჰა X 40 ლ + 200 ჰა X 21 ლ + 100 ჰა X 4 ლ + 50ჰა X 31 ლ).

  2. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე გადასახადი გამოიანგარიშება მიწის წლიური საბაზისო განაკვეთის გამრავლებით ტერიტორიულ კოეფიციენტსა და მიწის ფართობზე ფორმულით T=B x R x A

სადაც:

T - გადასახდელი გადასახადის თანხა;

B - საბაზისო განაკვეთი (0.24 ლარი 1 მ 2 -ზე);

R - ტერიტორიული კოეფიციენტი;

A - ნაკვეთის ფარძობი მ 2 -ში.

მაგალითი: სააქციო საზოგადოება კოლხეთს“ მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტის ადგილობრივი სამსახურიდან მიღებული მონაცემების საფუძველზე სარგებლობაში გააჩნია 20000 მ 2  არასასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწა. აღნიშნული მიწებიდან 15000 მ 2  ზე დამტკიცებულია ტერიტორიული კოეფიციენტი 0.5, ხოლო 5000 მ 2 -ზე - 0.1. აქედან გამომდინარე მიწის გადასახადის თანხა შეადგენს 1920 ლარს (15000 მ2  X 0.24ლ X 0.5 + 5000 მ2  X 0.24ლ X 0.1).       

3. მიწის გადასახადის ტერიტორიული კოეფიციენტის დიფერენცირება ხდება ნაკვეთების ადგილმდებარეობისა და ზონების მიხედვით.

 4. ზონის საზღვრების დადგენა და მიწის გადასახადის ტერიტორიული    კოეფიციენტის დიფერენცირება ხდება ტერიტორიის ექსპერტული სოციალურ-ეკონომიკური შეფასების საფუძველზე დასახლებული პუნქტის განაშენიანების გეგმის ან სხვა ქალაქმშენებლობითი დოკუმენტების მონაცემთა გათვალისწინებით, რომელთაც ამტკიცებს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები, მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტის შესაბამის სამსახურების წარდგინებით.

     5. მიწის გადასახადის გადამხდელთა აღრიცხვა, გადასახადის გამოანგარიშება და კოდექსით გათვალისწინებული შეღავათების გავრცელება მინიჭება წარმოებს საგადასახადო ინსპექციის მუშაკის მიერ ამ ინსტრუქციის №2 დანართი ფორმის მიხედვით.

    მუხლი 6. მიწის გადასახადისაგან გათავისუფლება

1. მიწის გადასახადით არ იბეგრება:

„ა) სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის ის ნაწილი, რომელიც გადაცემული აქვს საბიუჯეტო ორგანიზაციას, გარდა სამეწარმეო საქმიანობისათვის გამოყენებული მიწებისა. იმ შემთხვევაში, როცა საბიუჯეტო ორგანიზაციაზე გამოყოფილი მიწის ფართობიდან შეუძლებელია ცალკე სამეწარმეო საქმიანობისათვის გამოყენებული მიწის ფართობის გამოყოფა, მიწის გადასახადით დაბეგვრის მიზნით დასაბეგრი მიწის ფართობი განისაზღვრება საბიუჯეტო ორგანიზაციის ქონებაში სამეწარმეო საქმიანობის მიზნით გამოყენებული ფართის, ან ფასიან და უფასო კონტიგენტის (განათლების, მედიცინის, კულტურის და სპორტის ორგანიზაციებში) პროპორციულად. ამასთან, გადასახადის გაანგარიშებაში პროპორციულ მონაწილეობას ღებულობს მხოლოდ ის მიწის ფართობი, რომელიც ნაწილობრივ გამოიყენება სამეწარმეო საქმიანობისათვის, ხოლო მიწის ის ნაწილი, რომელიც სრულად გამოიყენება სამეწარმეო საქმიანობისათვის, გაანგარიშებაში ჩაირთვება მთლიანად, პროპორციის გარეშე.

მაგალითი: საბიუჯეტო ორგანიზაციის შენობიდან, რომლის საერთო ფართია 2000 მ 2  და განლაგებულია 10000 მ 2  არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფართობზე, სამეწარმეო საქმიანობისათვის გამოყენებულია მისი ნაწილი, ფართობით 450 მ 2 .

აღნიშნულ შემთხვევაში დასაბეგრი მიწის ფართობი შეადგენს 2250 მ 2 -ს

[(450 x10000): 2000]

   მაგალითი: სამედიცინო დაწესებულება, რომელიც საგადასახადო კოდექსის მოთხოვნებიდან გამომდინარე განეკუთვნება საბიუჯეტო ორგანიზაციას, ახორციელებს პაციენტთა როგორც უფასო (ბიუჯეტური სახსრებით), ასევე ფასიან სამედიცინო მომსახურებას. დაწესებულება მომსახურებას ეწევა 3 კორპუსში. პირველი კორპუსი განლაგებულია (სანიტარულ-ტექნიკური ზონის ჩათვლით) – 8000 მ 2  არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფართობზე, მეორე – 6000 მ 2 -ზე, ხოლო მესამე – 10000 მ 2 -ზე. პირველ კორპუსში სამედიცინო მომსახურება ეწევა მხოლოდ საბიუჯეტო სახსრებით, მეორეში – ღირებულების გადახდით, ხოლო მესამეში – როგორც საბიუჯეტო სახსრებით, ასავე ღირებულების გადახდით. საანგარიშგებო პერიოდში მესამე კორპუსში სამედიცინო მომსახურება გაეწია 1500 პაციენტს, მ.შ. ფასიანი (ღირებულების გადახდით) - 500 პაციენტს.

მოცემულ შემთხვევაში გადასახადის გაანგარიშებაში პირველი კორპუსის ქვეშ არსებული მიწის ფართობი მონაწილეობას არ მიიღებს, მეორე კორპუსის ქვეშ არსებული - სრულად ჩაირთვება, ხოლო მესამე კორპუსის ქვეშ არსებული მიწის ფართობიდან ჩაირთვება მხოლოდ მისი ნაწილი ფართობით – 3333,3 მ 2 .         

[10000X(500/1500)]. სულ გადასახადი დასაბეგრი მიწის ფართობი შეადგენს 9333,3 მ 2 -ს (6000+3333,3);

ბ) სამეცნიერო-კვლევითი, სასწავლო, საცდელ-სასელექციო, ექსპერიმენტული, ჯიშთა გამოცდის ის ნაკვეთები, რომლებიც გამოიყენება სამეცნიერო და სასწავლო მიზნებისათვის და რომლებზედაც სამუშაოები ფინანსდება ბიუჯეტის სახსრებით;

გ) ნაკვეთები, რომლებიც გამოიყენება უსინათლოების, ყრუ-მუნჯების, გონებრივად ჩამორჩენილი და ფიზიკურად განუვითარებელი ბავშვების, ომის ვეტერანთა საზოგადოების, მოხუცთა და ბავშვთა სახლების, მოზარდთა სოციალური ადაპტაციისა და შრომითი რეაბილიტაციის ცენტრების მიერ თავიანთი ძირითადი ფუნქციების შესრულებისათვის და ფინანსდება ბიუჯეტიდან; ნაკვეთები, გამოყენებული ბავშვთა სახლების, სპეციალური სკოლა-ინტერნატების,ბავშვთა სოფლებისა და საბავშვო ბაღების მიერ, რომლებიც უსასყიდლოდ ეწევიან ბავშვთა მოვლა-აღზრდას და განათლების მიცემას, თუ ეს ნაკვეთები არ გამოიყენება ეკონომიკური საქმიანობისათვის;

დ) ბუნებისა და ისტორიული ძეგლების დაცვის ორგანიზაციების მიწის ფართობები, რომლებზედაც განლაგებულია სახელმწიფოს მიერ ისტორიის, კულტურისა და არქიტექტურის ძეგლებად მიჩნეული ნაგებობები, თუ ისინი არ გამოიყენება სამეწარმეო საქმიანობისათვის, რომელშიც არ იგულისხმება შესასვლელი ბილეთების რეალიზაცია;

ე) ბუნებრივი პარკები, ბოტანიკური და დენდროლოგიური ბაღები, კულტურისა და დასვენების მუნიციპალური პარკები და სასაფლაოები, ზოოლოგიური ბაღები და პარკები, ოკეანერიუმები, სკვერები, ხეივნები, დაცული ტერიტორიები, სატყეო ორგანიზაციები, ასევე, ღია საუწყებო პარკები, ბაღები და ტყე-ბაღები, გარდა ამ ტერიტორიაზე სამეწარმეო საქმიანობისათვის გამოყენებული ნაკვეთებისა;

ვ) ქალაქის წყალსაცავები და მათი აკვატორიები, ის მიწები, რომლებიც გამოიყენება სატრანსპორტო და მიწისქვეშა კომუნიკაციებისათვის და არ გამოიყენება სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის წარმოებისა და ეკონომიკური საქმიანობისათვის;

ზ) ჰიდრომეტეოროლოგიური ცენტრების, გარემოს დაბინძურების კონტროლის სადგურებისა და დანადგარების ფუნქციონირებისათვის გამოყენებული მიწები;

თ) სასმელი წყლით მოსახლეობის მომარაგებისათვის, ელექტროსადგურებისა და სამელიორაციო სისტემებისა და მათი ფუნქციონირებისათვის განკუთვნილი წყალსაცავებით დაკავებული მიწები და ამ ობიექტების სანიტარულ-დაცვითი და ტექნიკური ზონები;

ი) სახელმწიფო საკუთრებაში არსებული და გამოუყენებელი სათიბები, საძოვრები, სარეკულტივაციო და სამარაგო სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწები;

კ) სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები, რომელთა ნაყოფიერი ფენაც სანახევროდ ან მეტადაა დაზიანებული სტიქიური მოვლენების შედეგად;

ლ) ფიზიკური ან იურიდიული პირები, რომლებმაც მიიღეს ახლად ასათვისებელი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწები მიღებიდან პირველი 5 წლის განმავლობაში;

მ) ნასოფლარების ტერიტორიაზე, აგრეთვე განსახლების სახელმწიფო ღონისძიებათა შესაბამისად დასახლებულ მოქალაქეთა ოჯახები დასახლებიდან პირველი 5 წლის განმავლობაში;

ნ) მეორე მსოფლიო ომის ინვალიდები და მათთან გათანაბრებული პირები პრივატიზაციის წესით მიღებულ მიწის ფართობებზე;

ო) ქურთის, ერედვის, თიღვის თემები, სოფლები: ავნევი და ნული - დროებით, კონფლიქტის მოგვარებისა და ეკონომიკური სიტუაციის დარეგულირებამდე;

პ) ის მიწები, რომლებიც გამოიყენება აეროდრომების, აეროპორტების, ვერტოდრომებისა და აერონავიგაციის უსაფრთხოების ზონებად და მიწისქვეშა კომუნიკაციებისათვის, აგრეთვე ნავსადგურებისათვის პერსპექტიული გნვითარების მიზნით დამაგრებული მიწის ნაკვეთი, თუ ის არ გამოიყენება ეკონომიკური საქმიანობისათვის;

ჟ) სამონადირეო მეურნეობები;

რ) 2000 წლის 1 იანვრამდე მიწის გადასახადისაგან თავისუფლდება მიწის ის ფართობები, რომლებიც უშუალოდ არის დაკავშირებული სარკინიგზო ტრან-სპორტის ძირითადი საქმიანობის სავაგონო და სალოკომოტივო დეპოებისა და სალიანდაგო დისტანციების მიერ და გამოიყენება ძირითადი საქმიანობისათვის, აგრეთვე არაფუნქციონირებადი რკინიგზის სადგურების მიერ დაკავებული მიწები, რომლებიც არ გამოიყენება ეკონომიკური საქმიანობისათვის;

 ს) ენერგიის განახლებადი წყაროების (მზის, ქარის, გეოთერმული, ბიომასის ენერგია და ჰიდროენერგია) ასათვისებელი მოწყობილობებისა და ენერგოდამზოგი საშუალებების (ენერგოდამზოგი ნათურები) წარმოებისათვის გამოყენებული მიწის ნაკვეთები*. თუ მიწის გადასახადის გადამხდელი გამოყოფილ მიწის ნაკვეთზე ენერგიის განახლებადი წყაროების ასათვისებელი მოწყობილობებისა და ენერგოდამზოგი საშუალებების წარმოების გარდა ეწევა სხვა    საქმიანობასაც,   მაშინ    გადასახადისაგან   განთავისუფლებას დაქვემდებარებული მიწის ფართობი განისაზღვრება საერთო გამოშვებული პროდუქციის (შესრულებული სამუშაოების, გაწეული მომსახურების) მოცულობაში (ღირებულებით გამოსახულებაში) მოცემული პროდუქციის ხვედრითი წილის პროპორციულად;

ტ) „მაღალმთიანი რეგიონების სოციალურ-ეკონომიკური და კულტურული განვითარების შესახებ” საქართელოს კანონით განსაზღვრული კავკასიონის ქედის სამხრეთ ფერდობზე განლაგებული რაიონებისა და აჭარა-გურიის მთიანეთის სოფლების, თემებისა და დაბების მცხოვრებნი, მოცემულ ტერიტორიაზე არსებულ მიწის ნაკვეთებზე, ხოლო სამხრეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრებთ მოცემულ რეგიონში არსებულ მიწის ნაკვეთებზე მიწის გადასახადი უმცირდებათ 50 პროცენტით**;

უ) ნავთობისა და გაზის შესახებ” საქართველოს კანონით განსაზღვრული ნავთობისა და გაზის ოპერაციების (საქმიანობის) საწარმოებლად გამოყენებული მიწის ნაკვეთები, თუ ისინი სხვა მიზნით არ გამოიყენება;

ნავთობისა და გაზის ოპერაციებია – ხელშეკრულებით და ლიცენზიით განსაზღვრული ფართობის წიაღში ნავთობისა და გაზის ძებნა- ძიებისა და მოპოვების სამუშაოები, აგრეთვე ამ სამუშაოებთან უშუალოდ დაკავშირებული ოპერაციები (მოპოვებული ნავთობისა და გაზის შეგროვება, მომზადება, გაზომვა და ფართობზე შენახვა).

ხელშეკრულება – სახელმწიფოსა და ინვესტორის წერილობითი შეთანხმება ფართობზე ინვესტორის მიერ ნავთობისა და გაზის ოპერაციების წარმოების პირობების შესახებ.

არსებული ხელშეკრულება – საქართველოს პრეზიდენტის განკარგულების საფუძველზე სახელმწიფოსა და ან/და სახელმწიფოს სახელით ნავთობის ეროვნულ კომპანიასა და ინვესტორს შორის ამ კანონის ამოქმედებამდე დადებული პროდუქციის წილობრივი განაწილების ხელშეკრულება, ან/და სახელმწიფოს სახელით გაცემული ნავთობისა და გაზის ოპერაციების წარმოების ლიცენზია.

  ნავთობის ეროვნული კომპანია - სახელმწიფო კომპანია „საქნავთობი“ ან მისი სამართალმემკვიდრე იურიდიული პირი.

2. მიწის გადასახადისაგან განთავისუფლების საფუძველია გადამხდელთა მიერ წარმოდგენილი ან შესაბამისი ორგანოების მიერ გაცემული დოკუმენტები, რომლებიც ადასტურებენ საგადასახადო შეღავათების უფლებას.

3. დადგენილი საგადასახადო შეღავათები არ ვრცელდება იმ შემთხვევებზე, როდესაც შეღავათების მქონე ფიზიკური ან იურიდიული პირი მის საკუთრებაში, მფლობელობაში ან სარგებლობაში არსებულ მიწის ნაკვეთს (ან მის ნაწილს), ანდა შენობა-ნაგებობებს (ან მათ ნაწილს) იჯარით გადასცემს სხვა ფიზიკურ ან იურიდიულ პირს.                        

4. შენობა-ნაგებობების ნაწილის იჯარით გადაცემის შემთხვევაში გადასახადი იანგარიშება მოცემული ინსტრუქციის მე-3 მუხლში მითითებული მაგალითის ანალოგიურად.

–––––––––––––––––––––––––––

     * - ძალაშია 2000 წლის 1 იანვრიდან

     ** - ძალაშია 2000 წლის 1 იანვრიდან

    მუხლი 7. მიწის გადასახადის გადახდის წესი

1. გადასახადის გადამხდელთა რეგისტრაციისა და გადასახადის თანხის განსაზღვრის მიზნით, მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტის ადგილობრივი სამსახურები საგადასახადო ორგანოებს საანგარიშო წლის 1 მარტისათვის წარუდგენენ გადამხდელთა სიებს მიწის ფართობისა და გადასახადის განაკვეთის ჩვენებით მოცემულ ინსტრუქციაზე თანდართული 1 დანართი ფორმის მიხედვით.

 2. არასასოფლო-სამეურნეო მიწის გადასახადი ფიზიკურ და იურიდიულ პირს დაერიცხება მიწით სარგებლობის უფლების წარმოშობის თვის მომდევნო თვიდან.

მოცემულ შემთხვევაში საანგარიშო წლის გადასახადი იანგარიშება წლის ბოლომდე დარჩენილი თვეების პროპორციულად, ხოლო გადასახადი გადამხდელებს გადახდებათ თანაბარნაწილად, წლის ბოლომდე დარჩენილი საგადასახადო ვადების მიხედვით

 3. საგადასახადო ორგანოები დარიცხული გადასახადების შესახებ საგადასახადო შეტყობინებას ამ ინსტრუქციის N 3 დანართი ფორმით გადამხდელებს აბარებენ საანგარიშო წლის არაუგვიანეს 1 ივნისისა. ახლად გამოყოფილი არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის მიწის გადასახადის  გაანგარიშება  (შეტყობინება)  გადამხდელებს   წარედგინებათ მიწის  დამაგრების მომენტიდან ორი თვის განმავლობაში, მაგრამ არაუგვიანეს უახლოესი საგადასახადო ვადისა.

      4. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის გადასახადი გადაიხდება საანგარიშო წლის 1 ნოემბრამდე. ამასთან, იჯარით გაცემულ სახელმწიფო საკუთრების სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის გადასახადის გადახდის კონკრეტული ვადა შეიძლება განისაზღვროს საიჯარო ხელშეკრულებით, მაგრამ არა უგვიანეს საანგარიშო წლის 1 ნოემბრისა.

  5. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის გადასახადი, გარდა მოცემული მუხლის მე-2 ნაწილში მითითებული შემთხვევებისა, გადაიხდება თანაბარწილად. საანგარიშო წლის 15 აგვისტოსა და 15 ნოემბრამდე.

  6. გადასახადზე ბიუჯეტთან ანგარიშსწორება ბუღალტრულ აღრიცხვაში აისახება 68 საბალანსო ანგარიშის შესაბამის სუბანგარიშზე. დადგენილი წესით გამოანგარიშებული გადასახადის თანხა აისახება 68 ანგარიშის კრედიტში დანახარჯების ამსახველ შესაბამის ანგარიშებთან კორესპონდენციით. გადასახადის თანხის ბიუჯეტში გადარიცხვა აისახება 68 ანგარიშის დებეტით და შესაბამისი ფულადი საშუალებების ამსახველ ანგარიშებთან, კრედიტით.

7. ფიზიკური პირები მეწარმეები გამოანგარიშებულ გადასახადს მიაკუთვნებენ საქონლის (სამუშაოების, მომსახურების) დანახარჯების შემადგენლობას.

    მუხლი 4. გადამხდელთა პასუხისმგებლობა და მოვალეობა

მიწის გადასახადის შესახებ კანონმდებლობის დარღვევისათვის საგადასახადო ინსპექციების მიერ ფინანსური სანქციები, საურავი და ადმინისტრაციული ჯარიმები ეკისრებათ გადამხდელებსა და მათ თანამდებობის პირებს საგადასახადო და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსების შესაბამისად.

 

დანართი1

მიწის მართვის სახელმწიფო  

დეპარტამენტის ადგილობრივი

ორგანოს შტამპი

 

მიწის გადასახადის გადამხდელთა  

ს ი ა *

დასაბეგრი

 ნაკვეთის

 ნომერი

საკადასტრო

სქემაზე

გადასახადის გადამხდელის საცნობარო რეკვიზიტები

გადასახადის გადამხდე-ლის მისამართი

ფართობის ზომის ერთეული

გადასახადით დასაბეგრი ნაკვეთის **

 

 

 

 

ფართო-

ბი

კატეგო-

რიის კოდი

ხარის-

ხის კოდი

ადგილმ-

დებარე-

ობის კოდი

1

1

2

3

4

5

6

7

                                                  გაგრძელება

მიწის გადასახადის საბაზისო

 

გადასახადის თანხა (ივსება საგადასახა-

დო ინსპექ-

ციის მიერ)

ეკუთვნის შეღავათი (ივსება საგადასახადო ინსპექციის მიერ

გადასახადის თანხა შეღა-ვათის გათვალის-

წინებით

შენიშვნა

განაკ-

ვეთი

განაკვეთის შემასწავლებე-ლი კოეფიციენტი (სასოფლო-სა-

მეურნეო დანიშნულების მიწებისათვის)

განაკვეთის ტერიტორიული კოეფიციენტი (არასასოფლო-სა-

მეურნეო დანიშნულების მიწებისათვის)

 

 

 

 

8

9

10

11

12

13

14

 

მიწის მართვის დეპარტამენტის

ადგილობრივი ორგანოს ხელმძღვანელი

( ხელმოწერა)

––––––––––––––––––

* საგადასახადო ინპექციას წარედგინება საანგარიშო წლის 1 მარტამდე

** გადამხდელთა სიის შედგენისას გამოსაყენებელი კოდები თან ერთვის

              

 

 

საგადასახადო სიის შედგენისას გამოსაყენებელი კოდები

მიწების კატეგორიების კოდები

1. სახნავი და მრავალწლიანი ნარგავებით დაკავებული ნაკვეთები     0

2. ბუნებრივი სათიბები                                                                                1

3. ბუნებრივი საძოვრები                                                                               2

4. გაკულტურებული სათიბები                                                                  3

5. გაკულტურებული საძოვრები                                                                4

6. სასოფლო- სამეურნეო მიზნებით გამოყენებული

წყლის ფონდის მიწები                                                                               5

7. საძოვრებად გამოყენებული ტყის ფონდის მიწები                            6

8. სათიბებად გამოყენებული ტყის ფონდის მიწები                              7

9. სახნავად გამოყენებული ან მრავალწლიანი ნარგავებით

დაკავებული ტყის ფონდის მიწები                                                       8

10. არასასოფლო- სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი                9

11. შიდა სამელიორაციო ქსელებით დაკავებული მიწები                    10

სასოფლო- სამეურნეო მიწის ხარისხის კოდები

1. კარგი სახნავი ან/ და მრავალწლიანი ნარგავებით

  დაკავებული ნაკვეთები                                                                           0

2. მწირი სახნავი ან/ და მრავალწლიანი

ნარგავებით დაკავებული ნაკვეთები                                                     1

3. ნაკვეთები, რომლებიც ხარისხის მიხედვით არაა

დიფერენ ირებული                                                                                  2

მიწის ნაკვეთების ადგილმდებარეობის კოდები

1. ნაკვეთები, რომლებიც მოქცეული არიან ზონირებას

დაუქვემდებარებელი ან არაზონირებული

ადმინისტრაციულ ცენტრებს ფარგლებში                                              01

2. ნაკვეთები, რომლებიც მოქცეული არიან ადმინისტრაციულ

ცენტრების

2.1. პერიფერიულ ზონებში                                                                           02

2.2. შუალედურ ზონებში                                                                               03

2.3. ცენტარლურ ზონებში                                                                                 04

2.4. პერიფერიული ზონების I ქვეზონებში                                                021

2.5. პერიფერიული ზონების II ქვეზონებში                                                   022

2.6. პერიფერიული ზონების II ქვეზონებში                                                   023

2.7. შუალედური ზონების I ქვზონებში                                                    031

2.8. შუალედური ზონების II- ქვეზონებში                                              032

2.9. შუალდური ზონების III- ქვე ონებში                                              041

2.10. ცენტრალური ზონის I- ქვეზონებში                                                        042

2.11. ცენტრალური ზონის II- ქვეზონებში                                               043

2.12. ცენტრალური ზონის III- ქვეზონებში                                             044

3. ნაკვეთები, რომლებიც მოქცეულნი არიან ადმინისტრაციულ

  ცენტრების გარდა სხვა საქალაქო დასახლებული პუნქტების

 ფარგლებში                                                                                                          05

4. ნაკვეთები, რომლებიც მოქცეულნი არიან ადმინისტრაციული

  ცენტრების გარდა სხვა სადაბო დასახლებული პუნქტების

  ფარგლებში                                                                                              06

5. ნაკვეთები რომებიც მოქცეულნი არიან სასოფლო

  დასახლებული პუნქტების ფარგლებში.

6. დასახლებათა ფარგლებს გარეთ მდებარე (დასახლებათა

 შორის არეალში მოქცეული) ნაკვეთები                                           08

 

                                                                                             დანართი 2

მიწის გადასახადის გადამხდელთა აღრიცხვის წიგნი

რაიონი(ქალაქი)                                                                                        ––––––––––––––––––––––

დასახლებული პუნქტი                                                                            ––––––––––––––––––––––

მიწით მესაკუთრის ან მოსარგებლის დასახელება, გვარი,სახელი  ––––––––––––––––––––––

დაბადების წელი                                                                                         ––––––––––––––––––––––

რიგითი ნომერი რეესტრის მიხედვით                                                    ––––––––––––––––––––––     

 

 

 

 

 

 

 

 

 

საიდენტიფიკაციო ნომერი 

                            

 

დასახელება

199 წელი

 

დაკავებუ-

ლი მიწის ფართობი (ჰა ან კვ.მ.)

განაკვეთები (ლარი)

გამოანგარი-

შებული გადასახადი

(ლარი)

სასოფლო-

სამეურ-

ნეო დანი-

შნულების საკუთრე-

ბაში

ან

სარგებლო-

ბაში მქონე

ადმინისტრაციული ერთეულის ფარგლებს გარეთ არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშ

ნულების მიწის ნაკვეთებისათვის

სახნავი და მრავალწლიანი ნარგავებით დაკავებული მიწები

კარგი

 

 

 

 

 

 

მწირი

 

 

 

 

 

საშუალო რაიონული (საქალაქო)

 

 

 

 

 

ბუნებრივი

სათიბები

 

 

 

 

 

 

საძოვრები

 

 

 

 

 

გაკულტუ-

რებული

სათიბები

 

 

 

 

 

 

საძოვრები

 

 

 

 

საქალაქო(სადაბო) ადმინისტრაციული ერთეულების ფარგლებში მოქცეული სასოფ-

ლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი

სათვის

სახნავი და მრავალწლიანი ნარგავებით დაკავებული მიწები

კარგი

 

 

 

 

 

 

მწირი

 

 

 

 

 

ბუნებრივი

სათიბები

 

 

 

 

 

 

საძოვრები

 

 

 

 

 

გაკულტუ-რებული

სათიბები

 

 

 

 

 

 

საძოვრები

 

 

 

არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების საკუთრებაში ან სარგებლობაში მქონე მიწის ნაკვეთებისათვის

 

 

 

სულ გადასახადი (ლარი)

X

X

 

             გაგრძელება

 

199 წელი

 2000 წელი

დაკავებუ-

ლი მიწის ფართობი (ჰა ან კვ.მ.)

განაკვეთები (ლარი)

გამოანგარიშე-ბული გადასახადი

(ლარი)

დაკავებული მიწის ფართობი (ჰა ან კვ.მ.)

განაკვეთები (ლარი)

გამოანგარი-

შებული გადასახადი

(ლარი)

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

X

X

 

X

X

 

 

 

შეღავათების სახე და საფუძველი

199 წელი

199 წელი

2000 წელი

 

 

 

 

საგადასახადო ინსპექტორის

ხელის მოწერა და თარიღი

 

–––“––––––– “ 199 წ

 

–––“––––––– “ 199 წ

 

–––“––––––– “ 199

 

                                                                                    დანართი  3

 

სერია

საგადასახადო შეტყობინება                                

(საიდენტიფიკაციო ნომერი)                                

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

გადასახადის გადამხდელი                                                        

––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––     ო

მისამართი:                                                                                      

––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––     ა

                                                                                                     

                                                                                                      

გადასახდელი თანხა –––––––––––––––––––– ლარი              ე

                                                                                                  

შეტყობინება ჩაბარდა :                                                         

- პირადად  ––––––––––––––––––––––––––––––––

                             (გადამხდელის ხელის მოწერა)                        

თარიღი: –––––––––––––––– 199 წ                                            

                                                                                                    

- გაიგზავნა დაზღვეული ფოსტით                                       

–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

(საფოსტო განყოფილების დოკუმენტის ნომერი და თარიღი)

    

(გაგრძელება)

სერია

საქართველოს საგადასახადო ინსპექცია

ავტონომიური რესპუბლიკა ------------------------------------------------------

 ქალაქი ---------------------------- რაიონი -----------------------------------------

საგადასახადო შეტყობინება ––––––––––––––

 

 

 

 

 

 

 

 

 

                                                                                            (საიდენტიფიკაციო ნომერი)

გადამხდელის დასახელება ----------------------------------------------------------------

(გვარი,სახელი,მამის სახელი/დასახელება)

მისამართი -------------------------------------------------------------------------------------

საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის

შესაბამისად თქვენ გევალებათ გადაიხადოთ

 

გადასახადის დასახელება

ექვემდებარება გადახდას

ექვემდებარება გადახდას

 არა უგვიანეს

შენიშვნა

 

გადას-

ახადი

ნარჩენი

ჯარიმა

საურავი

სულ

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

სულ

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

და რიცხვის საფუძველი: ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

(დეკლარაცია,გაანგარიშება, შემოწმების აქტი და სხვა)

გადასახადის გადახდის

ადგილი და წესი:––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

საგადასახადო ინსპექციის უფროსი   –––––––––––––––––––––––––––––––

(ხელმოწერა)

ბ.ა.        ------- „---------------------“ 199 წ.

(გაგრძელება)

გადასახადის გაანგარიშება

გადასახა-

დის სახე

დაბეგვრის ობიექტი

 

გადასახა-

დის

განაკვეთი

გადასახა-

დის თანხა

 (ლარი)

შეღა -

ვათი

გადასახადის თანხა შეღავათის

გათვალისწინებით

შენი -

შვნა

 

დასახე-

ლება

რაოდენო-

ბა

 

 

 

 

 

1

2

3

4

5

6

7

8

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

სულ

X

X

X

 

 

 

 

 

შენიშვნა:

გასაჩივრების წესი: სადა ოდ მიჩნეული დარიცხული გადასახადის თანხის შემთხვევაში საქართველოს საგადასახადო კოდექსის 256-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, შეგიძლიათ მიმართოდ გადაწყვეტილების მიმღებ საგადასახადო ორგანოს დასაბუთებული მტკიცებულებებით და დოკუმენტებით, შეტყობინების მიღებიდან 60 დღის ვადაში.

გადასახადის თანხის დადგენილ ვადებში გადაუხდელობისათვის საქართველოს საგადასახადო კოდექსის 252-ე მუხლის შესაბამისად გადაიხდევინება საურავი 0.2%-ის ოდენობით თითოეული ვადაგადაცილებული დღისათვის;

საგადასახადო ინსპექტორი ---------------------------------

(ხელის მოწერა)