„ახალი კორონავირუსით (SARS-COV-2) გამოწვეული ინფექციის (COVID-19) შედეგად მიყენებული ზიანის შემსუბუქების მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 4 მაისის №286 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 609
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 01/10/2020
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 01/10/2020
სარეგისტრაციო კოდი 280120000.10.003.022327
609
01/10/2020
ვებგვერდი, 01/10/2020
280120000.10.003.022327
„ახალი კორონავირუსით (SARS-COV-2) გამოწვეული ინფექციის (COVID-19) შედეგად მიყენებული ზიანის შემსუბუქების მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 4 მაისის №286 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 
საქართველოს მთავრობის

დადგენილება №609

2020 წლის 1 ოქტომბერი 

 ქ. თბილისი

„ახალი კორონავირუსით (SARS-COV-2) გამოწვეული ინფექციის (COVID-19) შედეგად მიყენებული ზიანის შემსუბუქების მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 4 მაისის №286 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „ახალი კორონავირუსით (SARS-COV-2) გამოწვეული ინფექციის (COVID-19) შედეგად მიყენებული ზიანის შემსუბუქების მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 4 მაისის №286 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 04/05/2020, 280120000.10.003.021998) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული №3 დანართის („უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სოციალურად დაუცველი სტუდენტების სწავლის საფასურის დასაფინანსებლად სოციალური დახმარებით უზრუნველყოფის წესი და პირობები“):

1. პირველი მუხლის მე-2 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ვ) სოციალურად დაუცველი სტუდენტი – სტუდენტი:

ვ.ა) რომელიც რეგისტრირებულია „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ და მინიჭებული სარეიტინგო ქულა 2020 წლის 1 სექტემბრის მდგომარეობით ტოლია ან ნაკლებია 150 000-ზე;

ვ.ბ) რომლის ერთ-ერთი მშობელი (მამა ან დედა) რეგისტრირებულია „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ და მინიჭებული სარეიტინგო ქულა 2020 წლის 1 სექტემბრის მდგომარეობით ტოლია ან ნაკლებია 150 000-ზე.“.

2. მე-3 მუხლს მე-3 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 – 34 პუნქტები:

„31. სოციალური დახმარების მისაღებად ამ წესის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის „ვ.ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული სტუდენტის მშობელი არაუგვიანეს 2020 წლის 1 ნოემბრისა რეგისტრირდება შესაბამის ელექტრონულ პორტალზე, სადაც მიუთითებს:

ა) საკუთარ სახელს, გვარსა და პირად ნომერს;

ბ) სტუდენტი შვილის სახელს, გვარს, პირად ნომერს და, საჭიროების შემთხვევაში, ატვირთავს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტისა და დაბადების მოწმობის ასლებს (დოკუმენტების ატვირთვის საჭიროება დგება, თუ სააგენტოს მიერ სოციალური დახმარების გაცემასთან დაკავშირებით შესაბამისი მონაცემების დადარებისას საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ წარმოებული ბაზებით ვერ დგინდება (არ ჩანს) ნათესაური კავშირი მშობელსა და შვილს შორის. ამ დანართით გათვალისწინებული სოციალური დახმარების გაცემისათვის მშობელსა და შვილს შორის ნათესაური კავშირი მიიჩნევა დადასტურებულად, თუ დაბადების მოწმობაში მითითებული მშობლისა და შვილის მხოლოდ სახელები და გვარები შეესაბამება შეყვანილ/მიღებულ მონაცემებსა და ატვირთულ პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტში არსებულ ჩანაწერს).

32. ამ მუხლის 31 პუნქტის შესაბამისად ელექტრონულ პორტალზე დარეგისტრირებული მონაცემების დამუშავების შემდეგ სააგენტო ადარებს ამ მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად მიწოდებულ სტუდენტთა სიას და დამთხვევის შემთხვევაში, შესაბამის მონაცემებს უგზავნის მართვის სისტემას, რომელიც უზრუნველყოფს მიღებული მონაცემების დამუშავებას,  მისი კომპეტენციის ფარგლებში.

33. ელექტრონულ პორტალზე რეგისტრაციით განმცხადებელი მშობელი ადასტურებს  შევსებული მონაცემების სისწორეს და აღიარებს, რომ მოცემული მოთხოვნა წარმოადგენს მასსა და შვილს შორის ურთიერთშეთანხმებულ მოთხოვნას დახმარების მოცემული წესებით მიღების თაობაზე. პასუხისმგებლობა მოცემული მოთხოვნის შესაბამისობაზე ეკისრება განმცხადებელს.

34. სააგენტო უზრუნველყოფს სოციალური დახმარების მიღებისათვის საჭირო პერსონალური მონაცემების დამუშავებას, ასევე განაცხადში მითითებულ მობილური ტელეფონის ნომერზე მოკლე ტექსტური შეტყობინებების გაგზავნას.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ - მინისტრიგიორგი გახარია