დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 29 ნოემბრის №27 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 41 |
| დოკუმენტის მიმღები | ზესტაფონის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 02/10/2020 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 06/10/2020 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250040.35.127.016383 |
|
„ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 29 ნოემბრის №27 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
|
ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
„ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ” ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 29 ნოემბრის №27 დადგენილების (სსმ ვებგვერდი, 05/12/2017წ; სარეგისტრაციო კოდი: 010250040.35.127.016248) №1 დანართში შევიდეს შემდეგი ცვლილება:
1. დაემატოს XIX1 თავი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„თავი XIX1 ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ პერსონალურ მონაცემთა დამუშავება კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლებამოსილებების განხორციელებისას მუხლი 1461. ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ პერსონალურ მონაცემთა დამუშავება 1. ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულო უფლებამოსილია ერთიანი საქმისწარმოების პროგრამაში სწორი და უტყუარი მონაცემების აღრიცხვის და თავისი ფუნქციების შესრულების, მათ შორის: სოციალური დახმარების, ჯანმრთელობის დაცვის, სკოლამდელი აღზრდის ხელშეწყობის, სატრანსპორტო პოლიტიკის განხორციელების, ადამიანური რესურსების მართვის და სხვა მიზნით საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსთან გაფორმებული სათანადო ხელშეკრულების საფუძველზე ელექტრონული სისტემის მეშვეობით მიიღოს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან პერსონალური მონაცემები. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ პერსონალურ მონაცემებში იგულისხმება: 1) სახელი; 2) გვარი; 3) პირადი ნომერი; 4) დაბადების თარიღი 5) სქესი; 6) მოქალაქეობა; 7) ინფორმაცია პირის მისამართზე რეგისტრაციის შესახებ; 8) ინფორმაცია საქართველოში კანონიერად ყოფნის საფუძვლის შესახებ; 9) ფოტოსურათი. 3. ამ მუხლის მეორე პუნქტით გათვალისწინებული მონაცემები შეიძლება დამუშავდეს მხოლოდ იმ მოცულობით, რაც აუცილებელია შესაბამისი უფლებამოსილების განსახორციელებლად. ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულო ვალდებულია საქმისწარმოების პროგრამაში ცალკეული ფუნქციების გათვალისწინებით განსაზღვროს მონაცემთა კონკრეტული მოცულობა. 4. ამ მუხლის მიზნებისთვის ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულო მონაცემთა დამუშავებას ახორციელებს უშუალოდ ან უფლებამოსილი პირის მეშვეობით.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები