დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვის, სოციალური უზრუნველყოფის, კულტურის, სპორტის, ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 20 ნოემბრის №38 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 26 |
| დოკუმენტის მიმღები | მარნეულის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 06/10/2020 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 07/10/2020 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 10/06/2024 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010260020.35.159.016431 |
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის მე-პირველი ნაწილის „გ“ პუნქტის „გ.ბ“ ქვეპუნქტის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ პუნქტის, „ა.ბ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
შევიდეს ცვლილება, ,,მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვის, სოციალური უზრუნველყოფის, კულტურის, სპორტის, ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 20 ნოემბრის №38 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, გამოქვეყნების თარიღი: 24/11/2017, სარეგისტრაციო კოდი: 010260020.35.159.016287) და,
1. დადგენილების დანართი №1-ის პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,1. მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვის, სოციალური უზრუნველყოფის, კულტურის, სპორტის, ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის სამსახური (შემდგომში - სამსახური) წარმოადგენს მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის (შემდგომში -მერია) სტრუქტურულ ერთეულს, რომელიც უზრუნველყოფს მარნეულის მუნიციპალიტეტის (შემდგომში - მუნიციპალიტეტი) განათლების, კულტურის, სპორტის, ახალგაზრდობის, ჯანმრთელობის, სოციალური დაცვის და მუნიციპალიტეტში ტურიზმის განვითარების მუნიციპალური პროგრამების შემუშავებასა და განხორციელებას. ასევე ბავშვის უფლებების დაცვის ღონისძიებების და ბავშვის მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამების განხორციელებას.“. 2. დადგენილების დანართი №1-ის მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 2. სამსახურის ფუნქციები სამსახურის ფუნქციებია: ა) განათლების, კულტურისა და სპორტის მუნიციპალური პროგრამების შემუშავება და განხორციელება; ბ) მუნიციპალური მუზეუმების, თეატრების, ბიბლიოთეკების და კულტურის სხვა დაწესებულებების მართვა; გ) მუნიციპალური სპორტული დაწესებულებების მართვა; დ) წინადადებების შემუშავება კულტურის, განათლებისა და სპორტის დაწესებულებების შექმნისა და რეორგანიზაციის საკითხებზე; ე) წინადადებების შემუშავება ახალგაზრდობის და გენდერული თანასწორობის საკითხებზე; ვ) ადგილობრივ დონეზე ახალგაზრდული პოლიტიკის განვითარების ხელშეწყობის მიზნით, ახალგაზრდული პოლიტიკის დოკუმენტისა და მუნიციპალური პროგრამების შემუშავება და განხორციელება; ზ) მუნიციპალიტეტში ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის მიზნით წინადადებების შემუშავება; თ) ჯანმრთელობის, სოციალური დაცვისა და დასაქმების მუნიციპალური პროგრამების შემუშავება და განხორციელება; ი) მუნიციპალიტეტისათვის დელეგირებული საზოგადოებრივი ჯანდაცვის უფლებამოსილებათა განხორციელება; კ) ჯანდაცვის მუნიციპალური ობიექტების მართვა; ლ) უმუშევართა რეგისტრაცია, მათი პროფესიული გადამზადება და სოციალური რეაბილიტაციის ხელშეწყობა; მ) წინადადებების შემუშავება ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის დაწესებულებათა შექმნისა და რეორგანიზაციის საკითხებზე; ნ) უსახლკაროთა რეგისტრაცია და მათი თავშესაფრით უზრუნველყოფა; ო) ბავშვის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის-მხარდაჭერის სისტემის მართვის მიზნით, ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის პროგრამების შემუშავება-მართვა და მათი განხორციელების კონტროლი, მუნიციპალიტეტის საკუთარი ან დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში; პ) მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელება.“. 3. დადგენილების დანართი №1-ის მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 4. განათლების, კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა განყოფილება განათლების, კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა განყოფილება: ა) განათლების მუნიციპალური პროგრამების შემუშავება; ბ) განათლების მუნიციპალურ პროგრამათა განხორციელების კოორდინაცია; გ) სააღმზრდელო დაწესებულებების მართვა; დ) კულტურის მუნიციპალური პროგრამების შემუშავება; ე) კულტურის მუნიციპალურ პროგრამათა განხორციელების კოორდინაცია; ვ) მუნიციპალური მუზეუმების, კულტურის სახლების, თეატრების, სახელოვნებო სკოლების და კულტურის სხვა დაწესებულებების მართვა; ზ) სპორტის მუნიციპალური პროგრამების შემუშავება; თ) სპორტის მუნიციპალურ პროგრამათა განხორციელების კოორდინაცია; ი) მუნიციპალური სტადიონების, სპორტული მოედნების, საცურაო აუზების, სპორტული კომპლექსების მართვა; კ) მასობრივი სპორტის განვითარების ხელშეწყობა; ლ) ადგილობრივ დონეზე ახალგაზრდული პოლიტიკის განვითარების ხელშეწყობის მიზნით წინადადებებისა და მუნიციპალურ პროგრამათა შემუშავება; მ) ახალგაზრდულ საკითხებზე მუნიციპალურ პროგრამათა განხორციელების კორდინაცია; ნ) ადგილობრივ დონეზე ახალგაზრდული პოლიტიკის დოკუმენტის, გრძელვადიანი სტრატეგიის და სამოქმედო გეგმის შემუშავება და განხორციელების კორდინაცია; ო) ახალგაზრდული საქმიანობის სფეროში მომუშავე სახელმწიფო უწყებებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან, ახალგაზრდულ ჯგუფებთან, ფიზიკურ პირებთან და ახალგაზრდული საქმიანობის სფეროში ჩართულ სხვა სუბიექტებთან აქტიური კომუნიკაცია და თანამშრობლობა; პ) არაფორმალური განათლების მეთოდების გამოყენებით ახალგაზრდების სამოქალაქო ცნობიერების ამაღლება და გადაწყვეტილებების მიღების პროცესში მათი მონაწილეობის ხელშეწყობა; ჟ) ახალგაზრდობის პრობლემების შესწავლა, წინადადებათა შემუშავება არსებული მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით; რ) გენდერული თანასწორობის მდგომარეობის შესწავლას და გენდერული თანასწორობის ხელშეწყობის მიზნით შესაბამის ღონისძიებათა დაგეგმვა; ს) კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების აღწერა, მოვლა-პატრონობის ღონისძიებების განხორციელების კონტროლი/პოლიტიკის შემუშავება; ტ) მუნიციპალიტეტში ტურზიმის განვითარების ხელშეწყობის მიზნით წინადადებებისა და რეკომენდაციების მომზადება; ტ) მუნიციპალიტეტში არსებული ტურისტული ინფრასტრუქტურის, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების და დაცული ტერიტორიების შესახებ საინფორმაციო ბაზის შექმნა და უცხოელი და ადგილობრივი ტურისტების ინფორმირება; უ) მუნიციპალიტეტში ტურისტული მარშუტების შემუშავება და მათი განხორციელება; ფ) მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელება.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები