დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 20 ნოემბრის №4 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 24 |
| დოკუმენტის მიმღები | მცხეთის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 22/10/2020 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 23/10/2020 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250050.35.153.016544 |
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის საფუძველზე, მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
შეტანილ იქნეს ცვლილება „მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 20 ნოემბრის №4 დადგენილებაში (matsne.gov.ge, 010250050.35.153.016376, 22/11/2017), კერძოდ: დადგენილების პირველი მუხლით დამტკიცებული „მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების“:
ა) მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით: „თ) შიდა აუდიტის სამსახური“. ბ) მე-20 მუხლი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით: „მუხლი 20. შიდა აუდიტის სამსახური 1. სამსახურის ფუნქციას წარმოადგენს დამოუკიდებელი და ობიექტური, მარწმუნებელი და საკონსულტაციო საქმიანობა, რომლის მიზანია ორგანიზაციის საქმიანობის გაუმჯობესება და სხვა დამატებითი სარგებლის შექმნა. სისტემატიზირებული და სათანადოდ ორგანიზებული მიდგომების გამოყენებით, ორგანიზაციის მმართველობის, რისკის მართვისა და კონტროლის პროცესების და მათი ეფექტიანობის გაუმჯობესებასთან დაკავშირებით წინადადებების შემუშავება ორგანიზაციის დასახული მიზნების მიღწევაში დახმარების მიზნით“. 2. სამსახურის ქვედანაყოფებია: ა) შიდა აუდიტის განყოფილება: ბ) მონიტორინგის განყოფილება; |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები