დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 26 ოქტომბრის №111/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 109/ნ |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 02/11/2020 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 03/11/2020 |
| სარეგისტრაციო კოდი | 430210000.22.022.017968 |
109/ნ
02/11/2020
ვებგვერდი, 03/11/2020
430210000.22.022.017968
„ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 26 ოქტომბრის №111/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი
|
,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის (ქუთაისი, 5 ივლისი 2018 წ. N3024-რს) მე-2 მუხლის პირველი და მე-8 პუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 26 ოქტომბრის №111/ნ ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, სსმ, 140, 29/10/2010, სარეგისტრაციო კოდი: 430210000.22.022.016026) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებული „ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის ჩატარების წესის 26-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-6 და მე-7 პუნქტები:
,,6. 2019 - 2020 სასწავლო წლის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის მე-3 ტური (გარდა გერმანული ენისა), „ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2)“ გამოწვეული ინფექციის გამო არ ჩატარდეს. 7. ამ წესის 24-ე მუხლის პირველი-მე-4 პუნქტების მოქმედება არ ვრცელდება 2019-2020 სასწავლო წლის ეროვნულ სასწავლო ოლიმპიადაზე.“. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები