საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის ზოგიერთ დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის ზოგიერთ დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 60
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია
მიღების თარიღი 19/11/2020
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 25/11/2020
სარეგისტრაციო კოდი 300280000.16.009.016411
60
19/11/2020
ვებგვერდი, 25/11/2020
300280000.16.009.016411
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის ზოგიერთ დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია
 

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი

ეროვნული კომისიის

დადგენილება  №60

2020 წლის 19 ნოემბერი

ქ. თბილისი

 

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის ზოგიერთ დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონის 168-ე მუხლის საფუძველზე, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია ადგენს:

მუხლი 1
1. „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდებისა და მოხმარების წესებისდამტკიცების შესახებსაქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 18 სექტემბრის №20 დადგენილების (სსმ III, 22.09.2008, №140, მუხ. 1385; სარეგისტრაციო კოდი: 300.280.000.16.009.012.194) პირველი პუნქტით დამტკიცებული ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდებისა და მოხმარების წესებისმე-9 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 9. ელექტროენერგიის ღირებულების და მომსახურების დარიცხვა და გადახდა

1. მომხმარებლის მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის საფასურის დარიცხვა ხორციელდება ინდივიდუალური ელექტროენერგიის მრიცხველის ჩვენებაზე დაყრდნობით.

2. მოხმარებული ელექტროენერგიის აღრიცხვა და საფასურის გადახდა უნდა განხორციელდეს ყოველთვიურად (საცალო მომხმარებლის მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის შესაბამისად).

3. საცალო მომხმარებელმა მოხმარებული ელექტროენერგიის საფასური უნდა გადაიხადოს ქვითარში მითითებულ ვადაში, რომელიც არ უნდა იყოს 15 კალენდარულ დღეზე ნაკლები. თუ გადახდის ვადის ბოლო დღე ემთხვევა უქმე ან დასვენების დღეს და ამ დღეებში გადახდის პუნქტები არ მუშაობს, ვადის დამთავრების დღედ ჩაითვლება მომდევნო სამუშაო დღე.

4. ქვითარი საცალო მომხმარებელს მიეწოდება ელექტრონულად, შესაბამის სააბონენტო ბარათზე დაფიქსირებულ მობილური ტელეფონის ნომერზე მოკლე ტექსტური შეტყობინების გაგზავნით. მოკლე ტექსტური შეტყობინება შედგება დარიცხვის შესახებ ძირითადი ტექსტისა და ბმულისგან, რომელზეც განთავსებულია დარიცხვის შესახებ დეტალური ინფორმაცია.

5. მოკლე ტექსტური შეტყობინებით გაგზავნილ ქვითარში მოცემული უნდა იყოს დარიცხვის შესახებ ძირითადი ინფორმაცია, კერძოდ:

ა) აბონენტის ნომერი;

ბ) დარიცხული კილოვატსაათები;

გ) მომხმარებლის მიერ გადასახდელი თანხა;

დ) დარიცხული თანხის გადახდის ბოლო ვადა;

ე) მომხმარებელზე დარიცხული მომსახურების ხარისხის კომპენსაცია (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

ვ) ბმული (არაუმეტეს 40 სიმბოლო), რომელზეც განთავსებულია დარიცხვის შესახებ დეტალური ინფორმაცია;

ზ) *303# კოდის შესახებ მითითება.

6. მოკლე ტექსტურ შეტყობინებაში მოცემულ ბმულზე ხელმისაწვდომი დოკუმენტი უნდა შეიცავდეს დარიცხვის შესახებ დეტალურ ინფორმაციას, კერძოდ:

ა) ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ ინფორმაციას;

ბ) მრიცხველის ბოლო და ბოლოს წინა ჩვენებას (ბოლო ჩვენების აღების თარიღის მითითებით);

გ) სამომხმარებლო ტარიფს;

დ) მოხმარებული ელექტროენერგიის რაოდენობას და კვტ.სთ-სა და ღირებულებას;

ე) მომხმარებელზე დარიცხულ თანხას (საფუძვლის მითითებით);

ვ) მომხმარებლის უძრავი ქონების მისამართს და საკადასტრო კოდს (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

ზ) ადგილს (დაწესებულებას), ასევე გადახდის ტექნიკური საშუალებებს, სადაც შესაძლებელია დარიცხული თანხის გადახდა დამატებითი საფასურის გადახდის გარეშე;

თ) საკონტაქტო და ინფორმაციის გაცვლის (ინტერაქტიული) მომსახურების შესახებ სრულ ინფორმაციას, მათ შორის განაწილების ლიცენზიატის 24-საათიანი სატელეფონო ცხელი ხაზით მომსახურების ნომერს;

ი) კომისიის გადაწყვეტილებით განსაზღვრულ სხვა ინფორმაციას.

7. დარიცხვის შესახებ დეტალური ინფორმაციის ამსახველი დოკუმენტი მოკლე ტექსტურ შეტყობინებაში მოცემულ ბმულზე ხელმისაწვდომი უნდა იყოს 3 (სამი) წლის განმავლობაში და მისი გადმოწერა შესაძლებელი უნდა იყოს PDF ან/და JPG ფორმატში. აღნიშნულ ბმულზე არსებული დოკუმენტის რედაქტირება დაუშვებელია. შესაბამისად, მოკლე ტექსტური შეტყობინებით გაგზავნილ ქვითარში, როგორც ძირითად ტექსტში, ასევე ბმულზე ხელმისაწვდომ დოკუმენტში შეცდომის არსებობის შემთხვევაში, მომხმარებელს უნდა გაეგზავნოს ახალი ტექსტური შეტყობინება, სადაც დარიცხვის შესახებ ძირითად ინფორმაციასთან ერთად მითითებული უნდა იყოს ახალი ბმული, გასწორებული დოკუმენტით. ამასთან, დარიცხვასთან დაკავშირებით დავის არსებობისას, ქვითრის შინაარსის, მათ შორის, ბმულზე ხელმისაწვდომი დოკუმენტის სისწორეზე, მტკიცების ტვირთი ეკისრება მის გამგზავნს – განაწილების ლიცენზიატს.

8. განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია, ანგარიშსწორების ქვითარში განცალკევებულად ასახოს ის დავალიანება, რომლის წარმოშობის მომენტიდან გასულია 3 წელზე მეტი და რომელიც მომხმარებელს პირდაპირი წერილობითი ფორმით არ უღიარებია ან/და არ არსებობს მხარეთა შორის შეთანხმება ამ დავალიანების გადანაწილებაზე.

9. დაუშვებელია, მომხმარებლის პირდაპირი მითითების გარეშე, განაწილების ლიცენზიატისთვის გადახდილი თანხა მიმართულ იქნეს იმ დავალიანების დასაფარად, რომლის წარმოშობის მომენტიდან გასულია 3 წელზე მეტი და რომელიც მომხმარებელს პირდაპირი წერილობითი ფორმით არ უღიარებია ან/და არ არსებობს მხარეთა შორის შეთანხმება ამ დავალიანების გადანაწილებაზე. ასეთ შემთხვევაში ზედმეტად გადახდილი თანხა გათვალისწინებული იქნება მომდევნო ანგარიშსწორებისას.

10. ქვითარში მითითებული გადახდის ბოლო ვადის გასვლის შემდეგ, მასში ასახული დავალიანების გადაუხდელობის შემთხვევაში, განაწილების ლიცენზიატი უფლებამოსილია, შეუწყვიტოს შესაბამის მომხმარებელს ელექტროენერგიით მომარაგება.

11. ქვითარი საცალო მომხმარებელს უნდა მიეწოდოს ყოველთვიურად, შეძლებისდაგვარად ერთსა და იმავე დროს. ქვითრის არმიღება მომხმარებელს არ ათავისუფლებს მოხმარებული ელექტროენერგიის საფასურის გადახდის ვალდებულებისაგან.

12. ბეჭდური ფორმის ქვითარი მომხმარებელს უნდა მიეწოდოს, თუ უცნობია ამ მომხმარებლის საკონტაქტო ნომერი ან ელექტრონული ფოსტის მისამართი. მომხმარებელს ბეჭდური ქვითარი ყოველთვიურად ასევე უნდა მიეწოდოს მომხმარებლის მოთხოვნის შემთხვევაში, თუ აღნიშნული მოთხოვნა განპირობებულია ელექტრონული ქვითრის შეთავაზებული ფორმით მიღების ტექნიკური საშუალებების არქონის ან/და ამ საშუალებებით სარგებლობაზე უარის შემთხვევაში.

13. ქვითარი მომხმარებელს შეიძლება ასევე მიეწოდოს ელექტრონული ფოსტის ან/და ელექტრონული კომუნიკაციის სხვა საშუალებით, შესაბამის ფორმატში. ელექტრონული ფოსტის ან/და ელექტრონული კომუნიკაციის სხვა საშუალებით ქვითრის მიწოდების შესახებ მომხმარებელსა და განაწილების ლიცენზიატს შორის უნდა გაფორმდეს შეთანხმება, რომლითაც უნდა განისაზღვროს:

ა) ელექტრონული ფორმით ქვითრის და სხვა ინფორმაციის მიღების და ურთიერთგაცვლის საშუალება (მათ შორის, ელექტრონული ფოსტა, აბონენტის ბარათზე დაფიქსირებული მობილურის ნორმის ალტერნატიული ნომერი ან სხვა). ამასთან, შესაძლებელია, მხარეები შეთანხმდნენ ქვითრის მიღების ძირითად და ალტერნატიულ ელექტრონულ მისამართებზე ან ელექტრონული კომუნიკაციის სხვა ალტერნატიულ საშუალებებზე ერთდროულად;

ბ) სხვა პირობები და გარემოებები, საჭიროების შემთხვევაში.

14. ბეჭდური ქვითარი, ელექტრონული ფოსტის ან ელექტრონული კომუნიკაციის სხვა საშუალებით გაგზავნილი ქვითარი უნდა შეიცავდეს ამ მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტებით გათვალისწინებულ ინფორმაციას.

15. მომხმარებელზე დარიცხული დავალიანების გადახდის განწილვადება შეიძლება მოხდეს მხარეთა შორის ურთიერთშეთანხმებით, რაც უნდა გაფორმდეს შესაბამისი ხელშეკრულებით.

16. დავალიანების გადაუხდელობის გამო საცალო მომხმარებლისთვის ელექტროენერგიით მომარაგების შეწყვეტა არ შეიძლება საღამოს საათებში, შაბათს და კვირას, ასევე საქართველოს შრომის კოდექსით დადგენილ უქმე დღეებში და უქმე დღეების წინა დღეს. მომხმარებლის მომარაგების შეწყვეტა ასევე დაუშვებელია 1 ლარამდე დავალიანების შემთხვევაში.

17. საცალო მომხმარებელმა ქვითარზე ასახული გადასახდელი უნდა გადაიხადოს საბანკო ქსელის ან ეროვნული ბანკის მიერ რეგულირებული გადახდის სხვა საშუალების მეშვეობით.

18. მომხმარებელზე დარიცხული თანხა სრულად უნდა იყოს მოცემული ქვითარში.

19. მომხმარებელს უფლება აქვს, წინასწარ გადაიხადოს ელექტროენერგიის საფასური. ზედმეტად გადახდილი თანხა გათვალისწინებული იქნება მომდევნო ანგარიშსწორებისას, ხოლო დაკლებული თანხა უნდა აუნაზღაურდეს განაწილების ლიცენზიატს.

20. დაუშვებელია განაწილების ლიცენზიატის მიერ ერთი მომხმარებლის დავალიანების გადაკისრება სხვა მომხმარებელზე, ამ უკანასკნელის წერილობითი თანხმობის გარეშე.

21. დავალიანების გადაუხდელობისთვის გათიშული მომხმარებლებისთვის მომარაგება განაწილების ლიცენზიანტმა უნდა აღადგინოს დავალიანების გადახდის ასახვიდან, მომხმარებლის მიერ ამ დავალიანების გადახდის დამადასტურებელი ქვითრის წარდგენიდან ან განაწილების ლიცენზიატსა და მომხმარებელს შორის დავალიანების ეტაპობრივი გადახდის გრაფიკის ხელშეკრულების გაფორმებიდან 5 საათში, თუ: გადახდის ასახვა, გადახდის დადასტურება ან გადახდაზე შეთანხმება მოხდა კალენდარული დღის 09:00-დან – 16:00 საათამდე („მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ მაღალმთიან დასახლებაში – 14:00 საათამდე), ხოლო შაბათ-კვირას 09:00-დან – 14:00 საათამდე. იმ შემთხვევაში, თუ გადახდის ასახვა, გადახდის დადასტურება ან გადახდაზე შეთანხმება მოხდა 16:00 საათის შემდეგ (მაღალმთიან დასახლებაში – 14:00 საათის შემდეგ), ხოლო შაბათ-კვირას – 14:00 საათის შემდეგ, – მომარაგება უნდა აღდგეს შემდგომი კალენდარული დღის 12:00 საათამდე.“.

2. „ბუნებრივი გაზის მიწოდებისა და მოხმარების წესების“ დამტკიცების შესახებსაქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2009 წლის 9 ივლისის №12 დადგენილების (სსმ III, 16.07.2009, №87, მუხ. 933; სარეგისტრაციო კოდი: 300.380.000.16.009.013.285) პირველი პუნქტით დამტკიცებული ბუნებრივი გაზის მიწოდებისა და მოხმარების წესების“:

) მე-10 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 10. ბუნებრივი გაზის ღირებულებისა და მომსახურების დარიცხვა და გადახდა

1. საცალო მომხმარებლის მიერ მოხმარებული ბუნებრივი გაზის საფასურის დარიცხვა ხორციელდება ბუნებრივი გაზის ინდივიდუალური მრიცხველის ჩვენებაზე დაყრდნობით.

2. საცალო მომხმარებელმა, შეძლებისდაგვარად, დღის განმავლობაში უნდა უზრუნველყოს განაწილების ლიცენზიატის ან/და მიმწოდებლის წარმომადგენლის დაშვება მრიცხველთან, რათა მათ რეგულარულად მოახდინონ მრიცხველის შემოწმება და ჩვენების აღება.

3. მოხმარებული ბუნებრივი გაზის აღრიცხვა და საფასურის გადახდა უნდა განხორციელდეს ყოველთვიურად (საცალო მომხმარებლის მიერ მოხმარებული ბუნებრივი გაზის მოცულობის შესაბამისად).

4. საცალო მომხმარებელმა მოხმარებული ბუნებრივი გაზის საფასური უნდა გადაიხადოს ქვითარში მითითებულ ვადაში, რომელიც არ უნდა იყოს 15 კალენდარულ დღეზე ნაკლები. თუ გადახდის ვადის ბოლო დღე ემთხვევა უქმე ან დასვენების დღეს და ამ დღეებში გადახდის პუნქტები არ მუშაობს, ვადის დამთავრების დღედ ჩაითვლება მომდევნო სამუშაო დღე.

5. ქვითარი საცალო მომხმარებელს მიეწოდება ელექტრონულად, შესაბამის სააბონენტო ბარათზე დაფიქსირებულ მობილური ტელეფონის ნომერზე მოკლე ტექსტური შეტყობინების გაგზავნით. მოკლე ტექსტური შეტყობინება შედგება დარიცხვის შესახებ ძირითადი ტექსტისა და ბმულისგან, რომელზეც განთავსებულია დარიცხვის შესახებ დეტალური ინფორმაცია.

6. მოკლე ტექსტური შეტყობინებით გაგზავნილ ქვითარში მოცემული უნდა იყოს დარიცხვის შესახებ ძირითადი ინფორმაცია, კერძოდ:

ა) აბონენტის ნომერი;

ბ) დარიცხული მ3;

გ) მომხმარებლის მიერ გადასახდელი თანხა;

დ) დარიცხული თანხის გადახდის ბოლო ვადა;

ე) მომხმარებელზე დარიცხული მომსახურების ხარისხის კომპენსაცია (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

ვ) ბმული (არაუმეტეს 40 სიმბოლო), რომელზეც განთავსებულია დარიცხვის შესახებ დეტალური ინფორმაცია;

ზ) *303# კოდის შესახებ მითითება.

7. მოკლე ტექსტურ შეტყობინებაში მოცემულ ბმულზე ხელმისაწვდომი დოკუმენტი უნდა შეიცავდეს დარიცხვის შესახებ დეტალურ ინფორმაციას, კერძოდ:

ა) ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებულ ინფორმაციას;

ბ) მრიცხველის ბოლო და ბოლოს წინა ჩვენებას (ბოლო ჩვენების აღების თარიღის მითითებით);

გ) მოხმარებული ბუნებრივი გაზის საფასურს (სამომხმარებლო ტარიფს ან ხელშეკრულებით შეთანხმებულ ფასს) ერთ კუბურ მეტრზე;

დ) მოხმარებული ბუნებრივი გაზის რაოდენობას კუბურ მეტრებში და ღირებულებას;

ე) მიმდინარე დავალიანების გარდა მომხმარებელზე დარიცხულ თანხას (საფუძვლის მითითებით) მიმწოდებლისა და განაწილების ლიცენზიატის წილობრივი და მათი ჯამური მაჩვენებლით;

ვ) მომხმარებლის უძრავი ქონების მისამართს და საკადასტრო კოდს (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

ზ) ადგილს (დაწესებულებას), ასევე გადახდის ტექნიკური საშუალებებს, სადაც შესაძლებელია დარიცხული თანხის გადახდა დამატებითი საფასურის გადახდის გარეშე;

თ) საკონტაქტო და ინფორმაციის გაცვლის (ინტერაქტიული)მომსახურების შესახებ სრულ ინფორმაციას, მათ შორის, მიმწოდებლისა და განაწილების ლიცენზიატის 24-საათიანი სატელეფონო ცხელი ხაზით მომსახურების ნომერს;

ი) კომისიის გადაწყვეტილებით განსაზღვრულ სხვა ინფორმაციას.

8. დარიცხვის შესახებ დეტალური ინფორმაციის ამსახველი დოკუმენტი მოკლე ტექსტურ შეტყობინებაში მოცემულ ბმულზე ხელმისაწვდომი უნდა იყოს 3 (სამი) წლის განმავლობაში და მისი გადმოწერა შესაძლებელი უნდა იყოს PDF ან/და JPG ფორმატში. აღნიშნულ ბმულზე არსებული დოკუმენტის რედაქტირება დაუშვებელია. შესაბამისად, მოკლე ტექსტური შეტყობინებით გაგზავნილ ქვითარში, როგორც ძირითად ტექსტში, ასევე ბმულზე ხელმისაწვდომ დოკუმენტში შეცდომის არსებობის შემთხვევაში, მომხმარებელს უნდა გაეგზავნოს ახალი ტექსტური შეტყობინება, სადაც დარიცხვის შესახებ ძირითად ინფორმაციასთან ერთად მითითებული უნდა იყოს ახალი ბმული, გასწორებული დოკუმენტით. ამასთან, დარიცხვასთან დაკავშირებით დავის არსებობისას, ქვითრის შინაარსის, მათ შორის, ბმულზე ხელმისაწვდომი დოკუმენტის სისწორეზე, მტკიცების ტვირთი ეკისრება მის გამგზავნს – მიმწოდებელს.

9. ბეჭდური ფორმის ქვითარი მომხმარებელს უნდა მიეწოდოს, თუ უცნობია ამ მომხმარებლის საკონტაქტო ნომერი ან ელექტრონული ფოსტის მისამართი. მომხმარებელს ბეჭდური ქვითარი ყოველთვიურად ასევე უნდა მიეწოდოს მომხმარებლის მოთხოვნის შემთხვევაში, თუ აღნიშნული მოთხოვნა განპირობებულია ელექტრონული ქვითრის შეთავაზებული ფორმით მიღების ტექნიკური საშუალებების არქონის ან/და ამ საშუალებებით სარგებლობის უარის შემთხვევაში.

10. ქვითარი მომხმარებელს შეიძლება ასევე მიეწოდოს ელექტრონული ფოსტის ან/და ელექტრონული კომუნიკაციის სხვა საშუალებით, შესაბამის ფორმატში. ელექტრონული ფოსტის ან/და ელექტრონული კომუნიკაციის სხვა საშუალებით ქვითრის მიწოდების შესახებ მომხმარებელსა და განაწილების ლიცენზიატს შორის უნდა გაფორმდეს შეთანხმება, რომლითაც უნდა განისაზღვროს:

ა) ელექტრონული ფორმით ქვითრის და სხვა ინფორმაციის მიღების და ურთიერთგაცვლის საშუალება (მათ შორის, ელექტრონული ფოსტა, ნომერი ან სხვა). ამასთან, შესაძლებელია, მხარეები შეთანხმდნენ ქვითრის მიღების ძირითად და ალტერნატიულ ელექტრონულ მისამართებზე ან ელექტრონული კომუნიკაციის სხვა ალტერნატიულ საშუალებებზე ერთდროულად;

ბ) სხვა პირობები და გარემოებები, საჭიროების შემთხვევაში.

11. ბეჭდური ქვითარი, ელექტრონული ფოსტის ან ელექტრონული კომუნიკაციის სხვა საშუალებით გაგზავნილი ქვითარი უნდა შეიცავდეს ამ მუხლის მე-6 და მე-7 პუნქტებით გათვალისწინებულ ინფორმაციას.

12. მიმწოდებელი ვალდებულია ანგარიშსწორების ქვითარში განცალკევებულად ასახოს ის დავალიანება, რომლის წარმოშობის მომენტიდან გასულია 3 წელზე მეტი და რომელიც მომხმარებელს პირდაპირი წერილობითი ფორმით არ უღიარებია ან/და არ არსებობს მხარეთა შორის შეთანხმება ამ დავალიანების გადანაწილებაზე. დაუშვებელია, მომხმარებლის პირდაპირი მითითების გარეშე, მიმწოდებლისთვის/განაწილების ლიცენზიატისთვის გადახდილი თანხის მიმართვა იმ დავალიანების დასაფარად, რომლის წარმოშობის მომენტიდან გასულია 3 წელზე მეტი და რომელიც მომხმარებელს პირდაპირი წერილობითი ფორმით არ უღიარებია ან/და არ არსებობს მხარეთა შორის შეთანხმება ამ დავალიანების გადანაწილებაზე. ასეთ შემთხვევაში, ზედმეტად გადახდილი თანხა გათვალისწინებული იქნება მომდევნო ანგარიშსწორებისას.

13. მიმწოდებელი ვალდებულია უზრუნველყოს საცალო მომხმარებლისთვის დარიცხული საფასურის გადახდის ისეთი პირობის შეთავაზება, რომლის შედეგადაც მომხმარებელს საფასურის გადახდისას არ დაეკისრება რაიმე სახის დამატებითი საფასურის გადახდის ვალდებულება.

14. ქვითარში მითითებული გადახდის ბოლო ვადის გასვლის შემდეგ, მასში ასახული დავალიანების გადაუხდელობის შემთხვევაში, მიმწოდებელი უფლებამოსილია განაწილების ლიცენზიატს მისცეს მითითება საცალო მომხმარებლისათვის ბუნებრივი გაზით მომარაგების შეწყვეტის შესახებ.

15. საცალო მომხმარებლისთვის მომდევნო საანგარიშსწორებო პერიოდის ქვითრის მიწოდება და ამ ქვითარში მითითებული მოხმარებული ბუნებრივი გაზის საფასურის გადახდის ვადა არ ჩაითვლება არსებული დავალიანების გადახდისა და მომარაგების შეწყვეტის გადავადებად.

16. ქვითარი საცალო მომხმარებელს უნდა მიეწოდოს შეძლებისდაგვარად ერთსა და იმავე დროს. ქვითრის არმიღება მომხმარებელს არ ათავისუფლებს მოხმარებული ელექტროენერგიის საფასურის გადახდის ვალდებულებისაგან.

17. საცალო მომხმარებელზე დარიცხული დავალიანების გადახდის განწილვადება შეიძლება მოხდეს მხარეთა შორის ურთიერთშეთანხმებით, რაც უნდა გაფორმდეს შესაბამისი ხელშეკრულებით.

18. დავალიანების გადაუხდელობის გამო საცალო მომხმარებლისთვის ბუნებრივი გაზით მომარაგების შეწყვეტა არ შეიძლება საღამოს საათებში, შაბათს და კვირას, ასევე საქართველოს შრომის კოდექსით დადგენილ უქმე დღეებში და უქმე დღეების წინა დღეს. მომხმარებლის მომარაგების შეწყვეტა ასევე დაუშვებელია 1 ლარამდე დავალიანების შემთხვევაში.

19. საცალო მომხმარებელმა ქვითარზე ასახული გადასახდელი უნდა გადაიხადოს საბანკო ქსელის ან ეროვნული ბანკის მიერ რეგულირებული გადახდის სხვა საშუალების მეშვეობით. მიმწოდებელი ვალდებულია აცნობოს მომხმარებელს მოხმარებული ბუნებრივი გაზის საფასურის გადახდის ადგილი და მისამართი.

20. მიმწოდებლის ან/და განაწილების ლიცენზიატის მიერ საცალო მომხმარებელზე დარიცხული თანხა სრულად უნდა იყოს მოცემული ქვითარში. მიმწოდებლის ან/და განაწილების ლიცენზიატის მიერ მომხმარებელთან ფინანსური ანგარიშსწორება დაუშვებელია ამ წესებით გათვალისწინებული ქვითრის გარეშე.

21. მიმწოდებელი ახორციელებს მოხმარებული ბუნებრივი გაზის საფასურის დარიცხვასა და ამოღებას. იმ შემთხვევაში, თუ მიმწოდებელსა და განაწილების ლიცენზიატს შორის დადებული ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, მოხმარებული ბუნებრივი გაზის აღრიცხვისა და ქვითრის მომხმარებლისთვის მიწოდების უფლება აქვს მხოლოდ მიმწოდებელს.

22. განაწილების ლიცენზიატის მიერ საცალო მომხმარებლისთვის ამ წესების შესაბამისად დარიცხული თანხის ამოღება ხორციელდება მიმწოდებლის მეშვეობით.

23. დაუშვებელია საყოფაცხოვრებო მომხმარებლისათვის ბუნებრივი გაზის საფასურის წინასწარ გადახდის მოთხოვნა.

24. საცალო მომხმარებელს, მისი სურვილის შემთხვევაში, უფლება აქვს, წინასწარ გადაიხადოს ბუნებრივი გაზის საფასური. ზედმეტად გადახდილი თანხა გათვალისწინებული იქნება მომდევნო ანგარიშსწორებისას, ხოლო დაკლებული თანხა უნდა ანაზღაურდეს.

25. დაუშვებელია მიმწოდებლის ან განაწილების ლიცენზიატის მიერ ერთი საცალო მომხმარებლის დავალიანების გადაკისრება სხვა მომხმარებელზე, ამ უკანასკნელის წერილობითი თანხმობის გარეშე.

26. მომხმარებელთა ჯგუფზე საერთო ტემპერატურული კორექციის კოეფიციენტის განსაზღვრა და ამ კოეფიციენტის გამოყენებით მოხმარებული ბუნებრივი გაზის საფასურის დარიცხვა მომხმარებელზე (ან მომხმარებლებზე) დაუშვებელია, გარდა კომისიის გადაწყვეტილებით განსაზღვრული გამონაკლისებისა, რომლითაც დგინდება ასევე ამ გამონაკლისების მოქმედების პერიოდი.

27. დავალიანების გადაუხდელობისთვის გათიშული მომხმარებლებისთვის მომარაგება განაწილების ლიცენზიანტმა უნდა აღადგინოს დავალიანების გადახდის ასახვიდან, მომხმარებლის მიერ ამ დავალიანების გადახდის დამადასტურებელი ქვითრის წარდგენიდან ან განაწილების ლიცენზიატსა და მოხმარებელს შორის დავალიანების ეტაპობრივი გადახდის გრაფიკის ხელშეკრულების გაფორმებიდან 5 საათში, თუ: გადახდის ასახვა, გადახდის დადასტურება ან გადახდაზე შეთანხმება მოხდა კალენდარული დღის 09:00-დან – 16:00 საათამდე („მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ მაღალმთიან დასახლებაში – 14:00 საათამდე), ხოლო შაბათ-კვირას 09:00-დან – 14:00 საათამდე. იმ შემთხვევაში, თუ გადახდის ასახვა, გადახდის დადასტურება ან გადახდაზე შეთანხმება მოხდა 16:00 საათის შემდეგ (მაღალმთიან დასახლებაში – 14:00 საათის შემდეგ), ხოლო შაბათ-კვირას – 14:00 საათის შემდეგ, – მომარაგება უნდა აღდგეს შემდგომი კალენდარული დღის 12:00 საათამდე.“;

) მე-19 მუხლის მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„9. დაბალი წნევის ახალი საყოფაცხოვრებო მომხმარებლის (მოთხოვნილი სიმძლავრით – 0-6 კუბ.მ/სთ) გამანაწილებელ ქსელზე მიერთების შემთხვევაში (რომელზეც ვრცელდება გამანაწილებელ ქსელზე ახალი მომხმარებლის მიერთების საფასური), თუ „გამანაწილებელ ქსელზე ახალი მომხმარებლის მიერთების მოთხოვნის შესახებ“ განაცხადში (შემდგომში – განაცხადი) მოთხოვნილია შიდა ქსელის მოწყობა, განაწილების ლიცენზიატი ამ მუხლის მე-8 პუნქტში ჩამოთვლილ სამუშაოებთან ერთად ასევე ვალდებულია უზრუნველყოს ამ ახალი საყოფაცხოვრებო მომხმარებლის შიდა ქსელის ერთი წერტილის მოწყობა (განაწილების ლიცენზიატის მიერ დამტკიცებული სტანდარტული პირობით) და ბუნებრივი გაზის მოხმარების ერთი ხელსაწყოს დაერთება ახალი მომხმარებლის მიერ მითითებულ ადგილზე (გარდა იმ შემთხვევისა, როცა ადგილი აქვს მრავალბინიან საცხოვრებელ სახლში გამანაწილებელ ქსელზე მიერთების მოთხოვნას). მიერთების შედეგად მომხმარებლის კუთვნილ ტერიტორიამდე შექმნილი გამანაწილებელი ქსელი, მათ შორის, აღრიცხვის კვანძი (მიუხედავად მრიცხველის მდებარეობისა) და სხვა საშუალებები წარმოადგენს განაწილების ლიცენზიატის საკუთრებას, ხოლო მომხმარებლის კუთვნილ ტერიტორიაზე მოწყობილი ქსელი (შიდა ქსელი) წარმოადგენს მომხმარებლის საკუთრებას.“.

) 33- მუხლის მეორე პუნქტისქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) საპროექტო-სამშენებლო ორგანიზაციების (საწარმოების) ჩამონათვალი (ნუსხა) მათი მისამართისა და საკონტაქტო მონაცემების (ტელეფონის, ელექტრონული ფოსტის და სხვა საშუალების ნომერის/მისამართის) მითითებით (აღნიშნული საწარმოების მოთხოვნის შესაბამისად);“.

3. „სასმელი წყლის მიწოდებისა და მოხმარების წესებისდამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 26 ნოემბრის №32 დადგენილების (სსმ III, 01.12.2008, №170, მუხ. 1748; სარეგისტრაციო კოდი: 400.020.010.16.009.012.444) პირველი პუნქტით დამტკიცებულისასმელი წყლის მიწოდებისა და მოხმარების წესებისმე-9 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 9. სასმელი წყლის ღირებულების და მომსახურების დარიცხვა და გადახდა

1. მომხმარებლის მიერ მოხმარებული სასმელი წყლის საფასურის დარიცხვა ხორციელდება:

ა) ინდივიდუალური მრიცხველის შემთხვევაში, მხოლოდ ამ ინდივიდუალური მრიცხველის ჩვენებაზე დაყრდნობით (გარდა ამ წესებით პირდაპირ გათვალისწინებული შემთხვევისა);

ბ) გაუმრიცხველიანებელი საყოფაცხოვრებო მომხმარებლის შემთხვევაში სულადობის მიხედვით.

2. ამ წესების მიზნებისათვის, საოჯახო სასტუმროს მფლობელ მომხმარებლად მიიჩნევა ფიზიკური პირი, რომელიც სასმელ წყალს ყიდულობს ერთდროულად საკუთარი საყოფაცხოვრებო მოხმარებისთვის და მის საცხოვრებელ ადგილზე ტურისტთა განსათავსებლად, მათი სისტემატური და ორგანიზებული მომსახურებისათვის. საოჯახო სასტუმროს მფლობელის მოხმარება უნდა აღირიცხოს და მოხმარებული სასმელი წყლის საფასური დაერიცხოს ერთ-ერთი შემდეგი წესით, მომხმარებლის მოთხოვნის შესაბამისად:

ა) სასმელი წყლის მოხმარება მთელ ობიექტზე აღირიცხოს ერთობლივად, რა შემთხვევაშიც, არასაყოფაცხოვრებო ტარიფი დაერიცხება მოხმარებული სასმელი წყლის მხოლოდ იმ ოდენობას, რაც აღემატება თვის განმავლობაში 25 მ​​3-ს; ან

ბ) სასმელი წყლის მოხმარება უძრავი ქონების იმ ნაწილზე, სადაც ხორციელდება ტურისტების მომსახურება, აღირიცხოს განცალკევებულად, რა შემთხვევაშიც, მოხმარებული სასმელი წყლის საფასური არასაყოფაცხოვრებო ტარიფით დაერიცხება მხოლოდ ამ ნაწილზე აღრიცხულ ოდენობას (ანგარიშსწორება მოხდება ლიცენზიატისა და მომხმარებლის საკუთრების საბალანსო გაყოფის წერტილში დამონტაჟებული მრიცხველით აღრიცხულ ოდენობაზე. საანგარიშსწორებო მრიცხველსა და ქვემრიცხველებზე აღრიცხულ მოცულობათა ჯამს შორის დანაკარგით გამოწვეული სხვაობა გადანაწილდება პროპორციულად).

3. იმ შემთხვევაში, თუ კომისიის მიერ მიღებულია გადაწყვეტილება კონკრეტულ არეალში (ტერიტორიულ ფარგლებში) ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზის, წყალმომარაგების ან/და დასუფთავების მომსახურების გაწევის, აგრეთვე შესაბამისი მომსახურების საფასურის/მოსაკრებლის გადახდევინების ერთიანი ადმინისტრირების ინტეგრირებული და კოორდინირებული უზრუნველყოფის სისტემით (შემდგომ ტექსტში – ერთიანი ადმინისტრირების სისტემა) განხორციელების შესახებ, ამ მუხლის პირველი პუნქტის მიზნებისათვის, ერთიანი ადმინისტრირების სისტემის ფარგლებში არსებული ცალკეული გაუმრიცხველიანებელი საყოფაცხოვრებო მომხმარებლებისათვის სულადობის ოდენობა კონკრეტულ შემთხვევაში განისაზღვრება ერთ-ერთი შემდეგი წესით:

ა) თუ ლიცენზიატის ხელთ არსებული მონაცემთა ბაზების სსიპ „სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს“ მონაცემთა ბაზებთან ჰარმონიზების შედეგად დადგინდება, რომ მომხმარებლის უძრავ ქონებაში რეგისტრირებული არ არის არცერთი პირი და:

ა.ა) ლიცენზიატსა და მომხმარებელს შორის შედგენილია წერილობითი შეთანხმება უძრავ ქონებაში მცხოვრებ პირთა ოდენობის (სულადობის) დაზუსტების თაობაზე – მომხმარებელს სასმელი წყლის საფასური დაერიცხება შეთანხმებაში მითითებულ სულადობის მიხედვით;

ა.ბ) თუ არ არსებობს სულადობის დამადასტურებელი არცერთი დოკუმენტი, მაგრამ ერთიანი ადმინისტრირების სისტემის ადმინისტრატორთან არსებული მონაცემების მიხედვით, საანგარიშო თვის განმავლობაში დასტურდება მომხმარებლის უძრავ ქონებაში არანაკლებ 20 კვტ.სთ. ელექტროენერგიის მოხმარება – მომხმარებელს სასმელი წყლის საფასური დაერიცხება 1 სულზე;

ბ) მიუხედავად მომხმარებლის სულადობის დადასტურებული მონაცემისა, თუ ერთიანი ადმინისტრირების სისტემის ადმინისტრატორთან არსებული მონაცემების მიხედვით, საანგარიშო თვის განმავლობაში მომხმარებლის უძრავ ქონებაში მოხმარებული იქნა არაუმეტეს 10 კვტ.სთ. ელექტროენერგია – მომხმარებელს სასმელი წყლის საფასური არ დაერიცხება.

4. გაუმრიცხველიანებელი საყოფაცხოვრებო მომხმარებელს (მომხმარებლებს), რომელსაც მისგან დამოუკიდებელი მიზეზებით სამ დღეზე მეტი ხნით შეუფერხდა სასმელი წყლის მიწოდება, მოხმარებული სასმელი წყლის საფასური განესაზღვრება ფაქტობრივად მიწოდებული წყლის პერიოდით. წყლის შეწყვეტის ფაქტის დაზუსტება შესაძლებელია განხორციელდეს მომხმარებლის მოთხოვნით.

5. მოხმარებული სასმელი წყლის საფასურის გადახდა უნდა განხორციელდეს ყოველთვიურად.

6. ინდივიდუალური მრიცხველის არსებობის შემთხვევაში, მოხმარებული სასმელი წყლის აღრიცხვა და საფასურის დარიცხვა უნდა განხორციელდეს ყოველთვიურად, გარდა ამ წესებით პირდაპირ გათვალისწინებული შემთხვევისა.

7. მომხმარებელმა მოხმარებული სასმელი წყლის საფასური უნდა გადაიხადოს ქვითარში მითითებულ ვადაში, რომელიც არ უნდა იყოს 15 კალენდარულ დღეზე ნაკლები. თუ გადახდის ვადის ბოლო დღე ემთხვევა უქმე ან დასვენების დღეს და ამ დღეებში გადახდის პუნქტები არ მუშაობს, ვადის დამთავრების დღედ ჩაითვლება მომდევნო სამუშაო დღე.

8. ქვითარი საცალო მომხმარებელს მიეწოდება ელექტრონულად, შესაბამის სააბონენტო ბარათზე დაფიქსირებულ მობილური ტელეფონის ნომერზე მოკლე ტექსტური შეტყობინების გაგზავნით. მოკლე ტექსტური შეტყობინება შედგება დარიცხვის შესახებ ძირითადი ტექსტისა და ბმულისგან, რომელზეც განთავსებულია დარიცხვის შესახებ დეტალური ინფორმაცია.

9. მოკლე ტექსტური შეტყობინებით გაგზავნილ ქვითარში მოცემული უნდა იყოს დარიცხვის შესახებ ძირითადი ინფორმაცია, კერძოდ:

ა) აბონენტის ნომერი;

ბ) დარიცხული მ3/სულადობა;

გ) მომხმარებლის მიერ გადასახდელი თანხა;

დ) დარიცხული თანხის გადახდის ბოლო ვადა;

ე) მომხმარებელზე დარიცხული მომსახურების ხარისხის კომპენსაცია (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

ვ) ბმული (არაუმეტეს 40 სიმბოლო), რომელზეც განთავსებულია დარიცხვის შესახებ დეტალური ინფორმაცია;

ზ) *303# კოდის შესახებ მითითება.

10. მოკლე ტექსტურ შეტყობინებაში მოცემულ ბმულზე ხელმისაწვდომი დოკუმენტი უნდა შეიცავდეს დარიცხვის შესახებ დეტალურ ინფორმაციას, კერძოდ:

ა) ამ მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებულ ინფორმაციას;

ბ) მრიცხველის ბოლო და ბოლოს წინა ჩვენებას (ბოლო ჩვენების აღების თარიღის მითითებით);

გ) სამომხმარებლო ტარიფს;

დ) სულადობას (თუ რამდენ პირზე მოხდა დარიცხვა), ხოლო ინდივიდუალური მრიცხველის არსებობის შემთხვევაში, სულადობით დარიცხვის ნაცვლად, მოხმარებული სასმელი წყლის რაოდენობას კუბურ მეტრებში და ღირებულებას;

ე) მიმდინარე დავალიანების გარდა მომხმარებელზე დარიცხულ თანხას (საფუძვლის მითითებით);

ვ) მომხმარებლის უძრავი ქონების მისამართს და საკადასტრო კოდს (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

ზ) ადგილს (დაწესებულებას), ასევე გადახდის ტექნიკური საშუალებებს, სადაც შესაძლებელია დარიცხული თანხის გადახდა დამატებითი საფასურის გადახდის გარეშე;

თ) საკონტაქტო და ინფორმაციის გაცვლის (ინტერაქტიული) მომსახურების შესახებ სრულ ინფორმაციას, მათ შორის წყალმომარაგების ლიცენზიატის 24-საათიანი სატელეფონო ცხელი ხაზით მომსახურების ნომერს;

ი) კომისიის გადაწყვეტილებით განსაზღვრულ სხვა ინფორმაციას.

11. დარიცხვის შესახებ დეტალური ინფორმაციის ამსახველი დოკუმენტი მოკლე ტექსტურ შეტყობინებაში მოცემულ ბმულზე ხელმისაწვდომი უნდა იყოს 3 (სამი) წლის განმავლობაში და მისი გადმოწერა შესაძლებელი უნდა იყოს PDF ან/და JPG ფორმატში. აღნიშნულ ბმულზე არსებული დოკუმენტის რედაქტირება დაუშვებელია. შესაბამისად, მოკლე ტექსტური შეტყობინებით გაგზავნილ ქვითარში, როგორც ძირითად ტექსტში, ასევე ბმულზე ხელმისაწვდომ დოკუმენტში შეცდომის არსებობის შემთხვევაში, მომხმარებელს უნდა გაეგზავნოს ახალი ტექსტური შეტყობინება, სადაც დარიცხვის შესახებ ძირითად ინფორმაციასთან ერთად მითითებული უნდა იყოს ახალი ბმული, გასწორებული დოკუმენტით. ამასთან, დარიცხვასთან დაკავშირებით დავის არსებობისას, ქვითრის შინაარსის, მათ შორის, ბმულზე ხელმისაწვდომი დოკუმენტის სისწორეზე, მტკიცების ტვირთი ეკისრება მის გამგზავნს – წყალმომარაგების ლიცენზიატს.

12. მიმწოდებელი ვალდებულია, ანგარიშსწორების ქვითარში განცალკევებულად ასახოს ის დავალიანება, რომლის წარმოშობის მომენტიდან გასულია 3 წელზე მეტი და რომელიც მომხმარებელს პირდაპირი წერილობითი ფორმით არ უღიარებია ან/და არ არსებობს მხარეთა შორის შეთანხმება ამ დავალიანების გადანაწილებაზე. დაუშვებელია, მომხმარებლის პირდაპირი მითითების გარეშე, წყალმომარაგების ლიცენზიატისთვის გადახდილი თანხის მიმართვა იმ დავალიანების დასაფარად, რომლის წარმოშობის მომენტიდან გასულია 3 წელზე მეტი და რომელიც მომხმარებელს პირდაპირი წერილობითი ფორმით არ უღიარებია ან/და არ არსებობს მხარეთა შორის შეთანხმება ამ დავალიანების გადანაწილებაზე. ასეთ შემთხვევაში ზედმეტად გადახდილი თანხა გათვალისწინებული იქნება მომდევნო ანგარიშსწორებისას.

13. ქვითარში მითითებული გადახდის ვადის გასვლის შემდეგ, მასში ასახული დავალიანების გადაუხდელობის შემთხვევაში, წყალმომარაგების ლიცენზიატი უფლებამოსილია, შეუწყვიტოს შესაბამის მომხმარებელს სასმელი წყლით მომარაგება.

14. ქვითარი საცალო მომხმარებელს უნდა მიეწოდოს შეძლებისდაგვარად ერთსა და იმავე დროს. ქვითრის არმიღება მომხმარებელს არ ათავისუფლებს მოხმარებული სასმელი წყლის საფასურის გადახდის ვალდებულებისაგან.

15. ბეჭდური ფორმის ქვითარი მომხმარებელს უნდა მიეწოდოს, თუ უცნობია ამ მომხმარებლის საკონტაქტო ნომერი ან ელექტრონული ფოსტის მისამართი. მომხმარებელს ბეჭდური ქვითარი ყოველთვიურად ასევე უნდა მიეწოდოს მომხმარებლის მოთხოვნის შემთხვევაში, თუ აღნიშნული მოთხოვნა განპირობებულია ელექტრონული ქვითრის შეთავაზებული ფორმით მიღების ტექნიკური საშუალებების არქონის ან/და ამ საშუალებებით სარგებლობის უარის შემთხვევაში.

16. ქვითარი მომხმარებელს შეიძლება ასევე მიეწოდოს ელექტრონული ფოსტის ან/და ელექტრონული კომუნიკაციის სხვა საშუალებით, შესაბამის ფორმატში. ელექტრონული ფოსტის ან/და ელექტრონული კომუნიკაციის სხვა საშუალებით ქვითრის მიწოდების შესახებ მომხმარებელსა და განაწილების ლიცენზიატს შორის უნდა გაფორმდეს შეთანხმება, რომლითაც უნდა განისაზღვროს:

ა) ელექტრონული ფორმით ქვითრის და სხვა ინფორმაციის მიღების და ურთიერთგაცვლის საშუალება (მათ შორის, ელექტრონული ფოსტა, ნომერი ან სხვა). ამასთან, შესაძლებელია, მხარეები შეთანხმდნენ ქვითრის მიღების ძირითად და ალტერნატიულ ელექტრონულ მისამართებზე ან ელექტრონული კომუნიკაციის სხვა ალტერნატიულ საშუალებებზე ერთდროულად;

ბ) სხვა პირობები და გარემოებები, საჭიროების შემთხვევაში.

17. ბეჭდური ქვითარი, ელექტრონული ფოსტის ან ელექტრონული კომუნიკაციის სხვა საშუალებით გაგზავნილი ქვითარი უნდა შეიცავდეს ამ მუხლის მე-9 და მე-10 პუნქტებით გათვალისწინებულ ინფორმაციას.

18. მომხმარებელზე დარიცხული დავალიანების გადახდის განაწილვადება შეიძლება მოხდეს მხარეთა შორის ურთიერთშეთანხმებით, რაც უნდა გაფორმდეს შესაბამისი ხელშეკრულებით.

19. დავალიანების გადაუხდელობის გამო მომხმარებლისთვის სასმელი წყლით მომარაგების შეწყვეტა არ შეიძლება საღამოს საათებში, შაბათს და კვირას, ასევე საქართველოს შრომის კოდექსით დადგენილ უქმე დღეებში და უქმე დღეების წინა დღეს. მომარაგების შეწყვეტა ასევე დაუშვებელია 1 ლარამდე დავალიანების შემთხვევაში.

20. მომხმარებელმა ქვითარზე ასახული გადასახდელი უნდა გადაიხადოს საბანკო ქსელის ან ეროვნული ბანკის მიერ რეგულირებული გადახდის სხვა საშუალების მეშვეობით.

21. მომხმარებელზე დარიცხული თანხა სრულად უნდა იყოს მოცემული ქვითარში.

22. ამ წესების მოთხოვნების შესაბამისად დაუშვებელია მომხმარებლისათვის სასმელი წყლის საფასურის წინასწარ გადახდის მოთხოვნა. ამასთან, მომხმარებელს, სურვილის შემთხვევაში უფლება აქვს, მიმწოდებელთან შეთანხმებით წინასწარ გადაიხადოს სასმელი წყლის საფასური. ზედმეტად გადახდილი თანხა გათვალისწინებულ იქნება მომდევნო ანგარიშსწორებისას, ხოლო დაკლებული თანხა უნდა აუნაზღაურდეს წყალმომარაგების ლიცენზიატს.

23. დაუშვებელია მიმწოდებლის მიერ ერთი მომხმარებლის დავალიანების გადაკისრება სხვა მომხმარებელზე ამ უკანასკნელის წერილობითი თანხმობის გარეშე.

24. დავალიანების გადაუხდელობისთვის გათიშული მომხმარებლებისთვის მომარაგების აღდგენა წყალმომარაგების ლიცენზიატმა უნდა უზრუნველყოს დავალიანების გადახდის ასახვიდან, მომხმარებლის მიერ ამ დავალიანების გადახდის დამადასტურებელი ქვითრის წარდგენიდან, ან წყალმომარაგების ლიცენზიატსა და მოხმარებელს შორის დავალიანების ეტაპობრივი გადახდის გრაფიკის ხელშეკრულების გაფორმებიდან 5 საათში, თუ: გადახდის ასახვა, გადახდის დადასტურება ან გადახდაზე შეთანხმება მოხდა 09:00 საათიდან 16:00 საათამდე („მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ მაღალმთიან დასახლებაში – 14:00 საათამდე), ხოლო შაბათ-კვირას 09:00 საათიდან 14:00 საათამდე. იმ შემთხვევაში, თუ გადახდის ასახვა, გადახდის დადასტურება ან გადახდაზე შეთანხმება მოხდა 16:00 საათის შემდეგ (მაღალმთიან დასახლებაში – 14:00 საათის შემდეგ), ხოლო შაბათ-კვირას – 14:00 საათის შემდეგ, – მომარაგება უნდა აღდგეს შემდგომი კალენდარული დღის 12:00 საათამდე.“

მუხლი 2
ამ დადგენილების გამოქვეყნებიდან 2 კვირის ვადაში ლიცენზიატებმა და მიმწოდებლებმა უზრუნველყონ ბმულზე ხელმისაწვდომი დოკუმენტის სისტემატიზაციისთვის საჭირო სამუშაოების ჩატარება.
მუხლი 3
1. ეს დადგენილება, გარდა ამ დადგენილების პირველი მუხლისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

2. ამ დადგენილების პირველი მუხლი ამოქმედდეს 2020 წლის 15 დეკემბრიდან.


საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარედავით ნარმანია
კომისიის წევრიგიორგი ფანგანი
კომისიის წევრიგოჩა შონია
კომისიის წევრიგიორგი ფრუიძე