„ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის საშტატო ნუსხის დამტკიცების, მერიის საჯარო მოსამსახურეთა და მერიის პოლიტიკური თანამდებობის პირების თანამდებობრივი სარგოების ოდენობის განსაზღვრის შესახებ“ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 18 იანვრის №24 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 164
დოკუმენტის მიმღები ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 25/11/2020
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 30/11/2020
სარეგისტრაციო კოდი 190020020.35.123.016567
164
25/11/2020
ვებგვერდი, 30/11/2020
190020020.35.123.016567
„ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის საშტატო ნუსხის დამტკიცების, მერიის საჯარო მოსამსახურეთა და მერიის პოლიტიკური თანამდებობის პირების თანამდებობრივი სარგოების ოდენობის განსაზღვრის შესახებ“ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 18 იანვრის №24 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტი

ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №164

2020 წლის 25 ნოემბერი

ქ. ქუთაისი

„ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის საშტატო ნუსხის დამტკიცების, მერიის საჯარო მოსამსახურეთა და მერიის პოლიტიკური თანამდებობის პირების თანამდებობრივი სარგოების ოდენობის განსაზღვრის შესახებ“ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 18 იანვრის № 24 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
შეტანილ იქნეს ცვლილება „ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის საშტატო ნუსხის დამტკიცების, მერიის საჯარო მოსამსახურეთა და მერიის პოლიტიკური თანამდებობის პირების თანამდებობრივი სარგოების ოდენობის განსაზღვრის შესახებ“ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 18 იანვრის №24 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 23.01.2018, №190020020.35.123.016427), კერძოდ, დადგენილების №2 დანართი (ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიაში შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ საჯარო მოსამსახურეთა ნუსხა) შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.

(დანართი №2 დადგენილებას თან ერთვის)

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელიირაკლი შენგელია

დანართი №2
ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიაში შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ საჯარო მოსამსახურეთა 

ნუსხა

ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიაში შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ საჯარო მოსამსახურეთა რაოდენობაა 32 ერთეული. მათ შორის:

1. ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის პირველად სტრუქტურულ ერთეულში – საბინაო ინფრასტრუქტურის მართვისა და განვითარების სამსახურში შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული საჯარო მოსამსახურე – 1 ერთეული, თანამდებობრივი სარგოს ოდენობა – 1100 ლარი;

2. ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერის მრჩეველი – 2 ერთეული, თანამდებობრივი სარგოს ოდენობა – 1200 ლარი;

3. ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერის თანაშემწე – 1 ერთეული, თანამდებობრივი სარგოს ოდენობა – 1100 ლარი;

4. ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილის თანაშემწე – 1 ერთეული, თანამდებობრივი სარგოს ოდენობა – 1000 ლარი;

5. ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის პირველად სტრუქტურულ ერთეულში – ადმინისტრაციულ სამსახურში შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული საჯარო მოსამსახურე – 10 ერთეული, მათ შორის:

ა) ინფორმაციული ტექნოლოგიების სპეციალისტი – 2 ერთეული, თანამდებობრივი სარგოს ოდენობა – 1250 ლარი;

ბ) ინფორმაციული ტექნოლოგიების სპეციალისტი – 1 ერთეული, თანამდებობრივი სარგოს ოდენობა – 900 ლარი;

გ) კურიერი – 1 ერთეული, თანამდებობრივი სარგოს ოდენობა – 800 ლარი;

დ) ოპერატორი – 1 ერთეული, თანამდებობრივი სარგოს ოდენობა – 900 ლარი;

ე) მძღოლი – 2 ერთეული, თანამდებობრივი სარგოს ოდენობა – 1250 ლარი;

ვ) სხვა პირები – 2 ერთეული, თანამდებობრივი სარგოს ოდენობა – 700 ლარი;

ზ) მეორად სტრუქტურულ ერთეულში – იურიდიულ განყოფილებაში შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირი – 1 ერთეული, თანამდებობრივი სარგოს ოდენობა – 1100 ლარი;

6. ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის პირველად სტრუქტურულ ერთეულში – სოციალურ საკითხთა სამსახურში შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული საჯარო მოსამსახურე – 4 ერთეული, მათ შორის:

ა) სხვა პირები – 2 ერთეული, თანამდებობრივი სარგოს ოდენობა – 800 ლარი;

ბ) მეორად სტრუქტურულ ერთეულში – ბავშვთა უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის განყოფილებაში შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული საჯარო მოსამსახურე (ბავშვის ფსიქოლოგი) – 2 ერთეული, თანამდებობრივი სარგოს ოდენობა – 1100 ლარი;

7. ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის პირველად სტრუქტურულ ერთეულში – ეკონომიკური განვითარების, ადგილობრივი თვითმმართველობის ქონებისა და ტრანსპორტის მართვის სამსახურში შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული საჯარო მოსამსახურე – 1 ერთეული, თანამდებობრივი სარგოს ოდენობა – 1000 ლარი;

8. ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის პირველად სტრუქტურულ ერთეულში – შიდა აუდიტის სამსახურში შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული საჯარო მოსამსახურე – 1 ერთეული, თანამდებობრივი სარგოს ოდენობა – 1250 ლარი;

9. ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის პირველად სტრუქტურულ ერთეულში – ზედამხედველობის სამსახურში შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული საჯარო მოსამსახურე – 1 ერთეული, თანამდებობრივი სარგოს ოდენობა – 900 ლარი;

10. ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიაში საგრანტო ხელშეკრულების საფუძველზე, შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული საჯარო მოსამსახურე – 10 ერთეული, თანამდებობრივი სარგოს ოდენობა განისაზღვრება საგრანტო ხელშეკრულებით.