დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოში ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების აღკვეთის ღონისძიებებისა და ახალი კორონავირუსით გამოწვეული დაავადების შემთხვევებზე ოპერატიული რეაგირების გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 28 იანვრის №164 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 2311 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 20/11/2020 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 24/11/2020 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 20/11/2020 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.025871 |
|
„საქართველოში ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების აღკვეთის ღონისძიებებისა და ახალი კორონავირუსით გამოწვეული დაავადების შემთხვევებზე ოპერატიული რეაგირების გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 28 იანვრის №164 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
1. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, „საქართველოში ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების აღკვეთის ღონისძიებებისა და ახალი კორონავირუსით გამოწვეული დაავადების შემთხვევებზე ოპერატიული რეაგირების გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 28 იანვრის №164 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და განკარგულებით დამტკიცებული „ახალი კორონავირუსით გამოწვეული დაავადების შემთხვევებზე ოპერატიული რეაგირების გეგმის“ მე-4 მუხლის:
ა) მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის შენიშვნის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს. ბ) მე-4 პუნქტის: ბ.ა) „ბ.ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ.ბ) საქართველოს საერთაშორისო აეროპორტების გავლით შემოსული მგზავრების შემთხვევაში, სკრინინგს, ჯანმრთელობის საერთაშორისო წესების შესაბამისად;“; ბ.ბ) „გ“ ქვეპუნქტის შენიშვნის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს; ბ.გ) „ე“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს. 2. განკარგულება ძალაშია 2020 წლის 20 ნოემბრიდან.
პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები