„დროებითი შრომისუუნარობის ექსპერტიზის ჩატარების და საავადმყოფო ფურცლის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 25 სექტემბრის N281/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„დროებითი შრომისუუნარობის ექსპერტიზის ჩატარების და საავადმყოფო ფურცლის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 25 სექტემბრის N281/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 01-120/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი
მიღების თარიღი 26/11/2020
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 26/11/2020
სარეგისტრაციო კოდი 470230000.22.035.016811
01-120/ნ
26/11/2020
ვებგვერდი, 26/11/2020
470230000.22.035.016811
„დროებითი შრომისუუნარობის ექსპერტიზის ჩატარების და საავადმყოფო ფურცლის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 25 სექტემბრის N281/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი
 

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის

ბრძანება №01-120/ნ

2020 წლის 26 ნოემბერი

ქ. თბილისი

 

„დროებითი შრომისუუნარობის ექსპერტიზის ჩატარების და საავადმყოფო ფურცლის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 25 სექტემბრის №281/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„დროებითი შრომისუუნარობის ექსპერტიზის ჩატარების და საავადმყოფო ფურცლის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 25 სექტემბრის N281/ნ ბრძანებაში (სსმ, №137, 01/10/2007, 470.230.000.22.035.010.854) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებულ №1 დანართის (დროებითი შრომისუუნარობის ექსპერტიზის ჩატარების და საავადმყოფო ფურცლის გაცემის წესი):

1. 81 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 82 მუხლი:

„მუხლი 82. საავადმყოფო ფურცლის/ცნობის გაცემა ახალი კორონა ვირუსის (COVID-19) დროს

1. კოვიდინფიცირებულ პაციენტებზე, რომლებმაც გაიარეს მკურნალობის კურსი სტაციონარში, მაგრამ შრომისუუნარობა ან/და იზოლაცია გრძელდება და ესაჭიროებათ ამბულატორიული მეთვალყურეობა:

ა) ბინაზე მკურნალობის/იზოლაციის შემთხვევაში სტაციონარის მიერ გაცემული ღია საავადმყოფო ფურცელი გრძელდება ამ წესის მე-5 მუხლის მე-8 პუნქტით დადგენილი პირობებისა და ვადების გათვალისწინებით ამბულატორიული მეთვალყურეობის განმახორციელებელი სამედიცინო დაწესებულების მიერ პაციენტის ონლაინმეთვალყურეობის რეჟიმში;

ბ) კოვიდსასტუმროში მკურნალობის/იზოლაციის შემთხვევაში სტაციონარის მიერ საავადმყოფო ფურცლის გრაფაში - „შეუდგეს მუშაობას” – იწერება „გადადის კოვიდსასტუმროში“ და დასტურდება ბეჭდით. კოვიდსასტუმროში მკურნალობის/იზოლაციის პერიოდზე, მოთხოვნის შემთხვევაში, გაიცემა ამ წესის 81 მუხლით განსაზღვრული ცნობა.

2. პირებზე, რომლებსაც ლაბორატორიულად დაუდასტურდათ კოვიდინფექცია ან გამოხატული აქვთ კოვიდინფექციისთვის დამახასიათებელი სიმპტომები და მკურნალობის კურსს გადიან ამბულატორიულად:

ა) ბინაზე იზოლაციის პირობებში, გაიცემა საავადმყოფო ფურცელი ამბულატორიული მეთვალყურეობის განმახორციელებელი სამედიცინო დაწესებულების (გარდა „ცენტრალური ონლაინკლინიკისა“) პაციენტის ონლაინმეთვალყურეობის რეჟიმში;

ბ) კოვიდსასტუმროში მკურნალობის/იზოლაციის პირობებში, მოთხოვნის შემთხვევაში, გაიცემა ამ წესის 81 მუხლით განსაზღვრული ცნობა.

3. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტითა და მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში ცნობის გაცემის საფუძველს წარმოადგენს კარანტინის/იზოლაციის მართვის ელექტრონული სისტემაში (registration.gov.ge) დაფიქსირებული მონაცემები.

4. სამინისტრო უფლებამოსილია, მოთხოვნის შემთხვევაში, გასცეს ამ წესის 81 მუხლით განსაზღვრული ცნობა პირებზე, რომლებმაც ისარგებლეს „ცენტრალური ონლაინკლინიკის“ მომსახურებით.“.

2. მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ზ) საავადმყოფო ფურცლის დახურვისას, გრაფაში - „შეუდგეს მუშაობას” - რიცხვი და თვე იწერება სიტყვიერად, ხოლო საავადმყოფო ფურცლის გაგრძელების შემთხვევაში ამავე გრაფაში ჩაიწერება - „შრომისუუნარობა გრძელდება” და ახლად გაცემული საავადმყოფო ფურცლის ნომერი და სერია (გარდა ამ წესის 82 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა);“.

3. III თავის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის IV თავი:

„IV თავი

გარდამავალი დებულებები

მუხლი 14. გარდამავალი დებულებები

82 მუხლის მოქმედება ვრცელდება 2020 წლის 19 სექტემბრიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე.“.

მუხლი 2

ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.



საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრიეკატერინე ტიკარაძე