დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 293 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ფინანსთა მინისტრი |
მიღების თარიღი | 08/12/2020 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 09/12/2020 |
სარეგისტრაციო კოდი | 230210000.22.033.017402 |
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: |
მუხლი 1 |
„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებით (ვებგვერდი, 30/08/2019, სარეგისტრაციო კოდი: 230210000.22.033.017230) დამტკიცებული „საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვებისა და საქონლის მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენების პროცედურების შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №12):
1. მე-3 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენების პროცედურაში მოსაქცევი საქონლის კატეგორიას მიეკუთვნება: საქართველოს საგადასახადო კოდექსის 168-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“, „გ“, „პ“ ქვეპუნქტებში მითითებული საქონელი; ამავე ნაწილის „კ“ ქვეპუნქტში მითითებული – საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრისა და საქართველოს ფინანსთა მინისტრის ერთობლივი ბრძანებით დადგენილი ნუსხის მიხედვით სამკურნალო (ფარმაცევტული) მიზნებისათვის განკუთვნილი საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 28-ე და 29-ე ჯგუფებით გათვალისწინებული ნედლეული და სუბსტანციები; ამავე ნაწილის „კ1“ ქვეპუნქტში მითითებული – საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრისა და საქართველოს ფინანსთა მინისტრის ერთობლივი ბრძანებით დადგენილი ნუსხის მიხედვით სამკურნალო/სამედიცინო მიზნებისათვის განკუთვნილი, საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 2804 40 000 00 სასაქონლო ქვესუბპოზიციაში კლასიფიცირებული ჟანგბადი; ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“, „თ“, „ი“, „კ“ ქვეპუნქტებში და მე-4 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტში; 194-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ე“, „ვ“ და „ლ1“ქვეპუნქტებსა და 199-ე მუხლის „ა“, „ბ“, „გ“, „ვ“ და „ზ“ ქვეპუნქტებში მითითებული საქონელი; საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების საფუძველზე იმპორტის გადასახდელისაგან გათავისუფლებული და მიზნობრივი დანიშნულებით შემოტანილი საქონელი.“. 2. მე-4 მუხლის მე-4 პუნქტის „ბ.თ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ბ.ი“ ქვეპუნქტი: „ბ.ი) საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრისა და საქართველოს ფინანსთა მინისტრის ერთობლივი ბრძანებით დადგენილი ნუსხის მიხედვით სამკურნალო/სამედიცინო მიზნებისათვის განკუთვნილი, საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 2804 40 000 00 სასაქონლო ქვესუბპოზიციაში კლასიფიცირებული ჟანგბადის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების დროს – საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს მიერ გაცემული სამედიცინო საქმიანობის ლიცენზია ან/და სატაციონარული დაწესებულების ნებართვა, ან აღნიშნული ლიცენზიის ან/და ნებართვის მქონე პირთან იმპორტიორის მიერ გაფორმებული ხელშეკრულება საქონლის მიწოდების თაობაზე.“. |
მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2020 წლის 30 ნოემბრიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე. |
|
დოკუმენტის კომენტარები