„მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების სავალდებულო რეგისტრაციის წესების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 31 იანვრის №150 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების სავალდებულო რეგისტრაციის წესების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 31 იანვრის №150 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 178
დოკუმენტის მიმღები საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 22/12/2020
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 22/12/2020
სარეგისტრაციო კოდი 310150000.22.034.017104
178
22/12/2020
ვებგვერდი, 22/12/2020
310150000.22.034.017104
„მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების სავალდებულო რეგისტრაციის წესების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 31 იანვრის №150 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
 

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის

ბრძანება №178

2020 წლის 22 დეკემბერი

ქ. თბილისი

 

„მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების სავალდებულო რეგისტრაციის წესების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 31 იანვრის №150 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

 

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:


მუხლი 1
„მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების სავალდებულო რეგისტრაციის წესების შესახებ” საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 31 იანვრის №150 ბრძანებაში (სსმ, №14, 01/02/2007, 310.150.000.22.034.009.916) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანების:

1. სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

სატრანსპორტო საშუალებათა რეგისტრაციისა და რეგისტრაციის გაუქმების შესახებ“.

2. პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 53-ე მუხლის მე-12 პუნქტის, საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის „კ“, „ო.ა“, „ს“, „ტ“ ქვეპუნქტების, 43 მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტების, მე-6 მუხლის „კ1“ ქვეპუნქტისა და იმავე მუხლის შენიშვნის მე-19, მე-20, 232 პუნქტების, მე-7 მუხლის შენიშვნის მე-2 პუნქტის, მე-14 მუხლის მე-9 პუნქტის, ასევე „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:“.

3. პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. დამტკიცდეს „სატრანსპორტო საშუალებათა რეგისტრაციისა და რეგისტრაციის გაუქმების შესახებ ინსტრუქცია.“.

4. პირველი პუნქტით დამტკიცებული „მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების სავალდებულო რეგისტრაციის წესების შესახებ“ ინსტრუქციის:

ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

სატრანსპორტო საშუალებათა რეგისტრაციისა და რეგისტრაციის გაუქმების შესახებ ინსტრუქცია“;

ბ) პირველი მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სატრანსპორტო საშუალებათა რეგისტრაციისა და რეგისტრაციის გაუქმების შესახებ ინსტრუქცია (შემდგომ − ინსტრუქცია) განსაზღვრავს სატრანსპორტო საშუალებათა, მათი ნომრიანი აგრეგატებისა და სასოფლო-სამეურნეო მანქანის დამხმარე ტექნიკური საშუალების რეგისტრაციისა და რეგისტრაციის გაუქმების საფუძვლებს, რეგისტრაციისა და რეგისტრაციის გაუქმების, რეგისტრაციის მოწმობის, რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშნის ან ნიშნების), ტექნიკური ტალონის, სხვა სახის სარეგისტრაციო ნიშნების გაცემის წესსა და პირობებს.“;

გ) მე-3 მუხლის:

გ.ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. სატრანსპორტო საშუალება ან მექანიკური სატრანსპორტო საშუალება – „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 53-ე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული სატრანსპორტო საშუალება და სასოფლო-სამეურნეო მანქანის დამხმარე ტექნიკური საშუალება.“;

გ.ბ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. რეგისტრაციაში ცვლილებები – შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლების არსებობისას, რეგისტრაციის შედეგად სარეგისტრაციო მონაცემთა ბაზაში ასახული ამ ინსტრუქციის მე-8 მუხლის პირველი ან მე-9 მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული სარეგისტრაციო (სააღრიცხვო) მონაცემებში ცვლილების ან/და დამატების შეტანა.“;

გ.გ) მე-5 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 51 პუნქტი:

„51. დაინტერესებული პირი – ნებისმიერი პირი, რომელსაც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გააჩნია სამართლებრივი უფლება, მოსთხოვოს სააგენტოს მომსახურების (მათ შორის დაჩქარებული მომსახურების) გაწევა.“;

გ.დ) 81 და 82 პუნქტები ამოღებულ იქნეს;

დ) მე-5 მუხლის „ლ1“ და „ლ2“ პუნქტები ამოღებულ იქნეს;

ე) 51 მუხლი ამოღებულ იქნეს;

ვ) მე-6 მუხლის:

ვ.ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სააგენტოს მიერ ამ ინსტრუქციით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისათვის საჭირო საქმისწარმოების (შემდგომ – საქმისწარმოება) დაწყების საფუძველია დაინტერესებული პირის წერილობითი მოთხოვნა, უფლების გადაცემის ბარათის წარმოდგენა ან საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა გარემოება, აგრეთვე, დაინტერესებული პირის ზეპირი მოთხოვნა ამ წესით გათვალისწინებულ შემთხვევაში“;

ვ.ბ) მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„9. საქმისწარმოების მიზნებისათვის ამ ინსტრუქციით გათვალისწინებული დოკუმენტები დაინტერესებული პირის მიერ სააგენტში წარდგენილი უნდა იქნეს მატერიალური ფორმით. სააგენტო უფლებამოსილია არ მოთხოვოს დაინტერესებულ პირს დოკუმენტების (გარდა სარეგისტრაციო ნიშნებისა და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტისა) მატერიალური ფორმით წარდგენა ან მიიღოს დაინტერესებული პირის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტები ელექტრონული სახით, თუ:

ა) სააგენტოს ან/და სააგენტოს მიერ საქმისწარმოების მიზნებისათვის გამოყენებული სხვა ადმინისტრაციული ორგანოების მონაცემთა ბაზები შეიცავს წარმოსადგენ დოკუმენტში არსებულ ინფორმაციას;

ბ) წარმოსადგენი დოკუმენტი ელექტრონული ან მატერიალური სახით ინახება სააგენტოში;

გ) დაინტერესებული პირი, სააგენტოსათვის შესაბამისი ინფორმაციის მიწოდების გზით, უზრუნველყოფს უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს ვებგვერდზე ატვირთული, მატერიალურად წარმოსადგენი დოკუმენტის ელექტრონული ეგზემპლიარის ან ორიგინალის თანაბარი იურიდიული ძალის მქონე ელექტრონული დოკუმენტის ასლის ხელმისაწვდომობას;

დ) საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, დასაშვებია დოკუმენტის ელექტრონული ფორმით წარმოდგენა.“

ვ.გ) მე-9 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-10 პუნქტი:

„10. ამ მუხლის მე-9 პუქნტის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ შემთხვევაში, სააგენტოს არ გააჩნია მონაცემთა ბაზებში მოძიებული ინფორმაციის ან უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს ვებგვერდზე ატვირთული ელექტრონული დოკუმენტის ამონაბეჭდის გაკეთების ან ელექტრონული სახით შენახვის ვალდებულება.“;

ზ) მე-8 მუხლის:

ზ.ა) პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუქნტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) დაინტერესებული პირის საიდენტიფიკაციო მონაცემები (ფიზიკური პირის შემთხვევაში – სახელი, გვარი, პირადი ნომერი, რეგისტრაციის ან დროებითი რეგისტრაციის ადგილი; იურიდიული პირის ან მოსარგებლის შემთხვევაში – სახელწოდება, იურიდიული მისამართი, საიდენტიფიკაციო კოდი);“;

ზ.ბ) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. გარდა ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული სარეგისტრაციო (სააღრიცხვო) მონაცემებისა, სააგენტოს მონაცემთა ბაზაში დამატებით შესაძლებელია აისახოს:

ა) დაინტერესებული ფიზიკური პირის (მესაკუთრე, მოსარგებლე, დეკლარანტი, შეზღუდული ქმედუნარიანი პირის კანონიერი წარმომადგენელი/მხარდამჭერი) მობილური ტელეფონის ნომერი, ხოლო თუ დაინტერესებული პირი იურიდიული პირი ან მოსარგებლეა – მისი წარმომადგენლის ან წარმომადგენლის მიერ მითითებული სხვა უფლებამოსილი პირის მობილური ტელეფონის ნომერი;

ბ) სატრანსპორტო საშუალების რეექსპორტის შემთხვევაში – დაინტერესებული ფიზიკური პირის (გამსხვისებელის) მობილური ტელეფონის ნომერი, ხოლო თუ გამსხვისებელი იურიდიული პირი ან მოსარგებლეა – მისი წარმომადგენლის ან წარმომადგენლის მიერ მითითებული სხვა უფლებამოსილი პირის მობილური ტელეფონის ნომერი;

გ) საქმის წარმოების მიზნებისათვის და მის ფარგლებში მოპოვებული სხვა მნიშვნელოვანი ინფორმაცია.“;

ზ.გ) მე-7 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 71 პუნქტი:

„71. სააგენტო უფლებამოსილია საექსპერტო შემოწმებისას განახორციელოს ავტოსატრანსპორტო საშუალებისათვის (საიდენტიფიკაციო ნომრის, ექსტერიერის, ინტერიერის ან სხვა) მინიმუმ სამი ფოტოს გადაღება და გადაღებული ფოტოების მონაცემთა ბაზაში შენახვა. ფოტოგადაღებას უზრუნველყოფს საპეციალისტი. სააგენტოს/სპეციალისტს უფლება აქვს არ ჩაუტაროს ავტოსატრანსპორტო საშუალებას საექსპერტო შემოწმება და არ შეადგინოს შესაბამისი დათვალიერების აქტი, თუ ავტროსატრანსპორტო საშუალების მესაკუთრე/მოსარგებლე ან/და მისი წარმომადგენელი ავტოსატრანსპორტო საშუალების ფოტოგადაღების წინააღმდეგია.“;

ზ.დ) მე-12 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-13 პუნქტი:

„13. სააგენტოს მონაცემთა ბაზა არის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებული ბაზის შემადგენელი ნაწილი. სააგენტოს მონაცემთა ბაზაში ასახული ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული მონაცემები/ინფორმაცია ელექტრონული სახით გადაეცემა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილ პირს.“;

თ) 83 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 84 მუხლი:

„მუხლი 84

1. დაინტერესებული პირის (ან მისი წარმომადგენლის) მიერ ამ ინსტრუქციის მე-8 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ინფორმაციის სააგენტოსათვის გამჟღავნება ნებაყოფლობითია და ხორციელდება ზეპირი ან წერილობითი ფორმით. ინფორმაციის გამჟღავნებისათვის გამოიყენება ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული წესი. სააგენტო არ არის ვალდებული გადაამოწმოს ან/და დაადგინოს დაინტერესებული პირის (ან მისი წარმომადგენლის) მიერ გამჟღავნებული ინფორმაციის ნამდვილობა და სიზუსტე.

2. დაინტერესებულ პირს (ან მის წარმომადგენელს) უფლება აქვს ზეპირი ან წერილობითი ფორმით მოსთხოვოს სააგენტოს მის მიერ ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული წესით გამჟღავნებული მობილური ტელეფონის ნომრის შესახებ ინფორმაციის გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა ან წაშლა. ზეპირი ფორმით მოთხოვნის წარდგენა შესაძლებელია ე.წ „ცხელი ხაზის“ მეშვეობით, ან სააგენტოს მიერ აღნიშნული დაინტერესებული პირისათვის მომსახურების გაწევის მიზნით ჩატარებული სხვა საქმის წარმოების ფარგლებში. წერილობითი ფორმით მოთხოვნის წარდგენა დასაშვებია სააგენტოში განცხადების შეტანის გზით. ამ პუნქტით განსაზღვრული წესით დაინტერესებული პირის მოთხოვნის სააგენტოში წარდგენამდე, სარეგისტრაციო ბაზაში ასახული მობილური ტელეფონის ნომრის შესახებ მონაცემი ითვლება ნამდვილად და ზუსტად. მობილური ტელეფონის ნომრის შესახებ ინფორმაციის გასწორების, განახლების, დამატების, დაბლოკვის ან წაშლის შესახებ დაინტერესებული პირის მოთხოვნის დაკმაყოფილება არ წარმოშობს სატრანსპორტო საშუალების ხელახალი რეგისტრაციის ვალდებულებას.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული მოთხოვნის მიღებიდან 15 დღის ვადაში სააგენტო ვალდებულია გაასწოროს, განაახლოს, დაამატოს, დაბლოკოს, წაშალოს ან გაანადგუროს მონაცემები ან აცნობოს დაინტერესებულ პირს უარის თქმის საფუძველი.“;

ი) 27-ე მუხლის მე-3 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 პუნქტი:

„31. არასრულწლოვანი პირის საკუთრებაში არსებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალების სხვა პირზე რეგისტრაციისათვის (გადაფორმებისათვის) დაინტერესებული პირის მიერ წარმოდგენილი უნდა იქნეს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 186-ე მუხლის 11 ნაწილით გათვალისწინებული სასამართლოს თანხმობა. ამ პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულება არ ვრცელდება იმ მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე, რომლის ღირებულება 1000 ლარზე ნაკლებია, რაც დასტურდება უფლებამოსილი პირი მიერ გაცემული შესაბამისი დოკუმენტით (შეფასების აქტი, დასკვნა ან სხვა).“;

კ) 272 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. იმ შემთხვევაში, თუ დაინტერესებულ ფიზიკურ პირს საქართველოში არ გააჩნია რეგისტრაციის ან დროებითი რეგისტრაციის ადგილი, ან რეგისტრირებულია მისამართის მითითების გარეშე, სარეგისტრაციო (სააღრიცხვო) ჩანაწერებში მის საცხოვრებელ ადგილად (მისამართად) შეიძლება აღრიცხულ იქნეს საქმისწარმოებისას მისი ან მისი წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირის მიერ ზეპირი ან წერილობითი ფორმით მითითებული ფაქტობრივი საცხოვრებელი მისამართი.“.

 

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელივახტანგ გომელაური