„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 319
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი 24/12/2020
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 25/12/2020
ძალაში შესვლის თარიღი 01/01/2021
სარეგისტრაციო კოდი 230210000.22.033.017414
319
24/12/2020
ვებგვერდი, 25/12/2020
230210000.22.033.017414
„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს ფინანსთა მინისტრი
 

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება  №319

2020 წლის 24 დეკემბერი

ქ. თბილისი

 

„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებაში (ვებგვერდი, 30/08/2019, სარეგისტრაციო კოდი 230210000.22.033.017230) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. „საქონლის საბაჟო პროცედურაში ან რეექსპორტში დეკლარირებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციის (დანართი №8) მე-15 მუხლის 23-ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„23. გრაფა 20 „მიწოდების პირობები“ – გრაფის პირველ განყოფილებაში აღინიშნება მიწოდების პირობების ასოითი კოდი კლასიფიკატორის (დანართი №19) მე-7 ნაწილის შესაბამისად, მეორე განყოფილებაში მიეთითება გეოგრაფიული პუნქტი (იმ შემთხვევაში, თუ მიწოდების ადგილი რამდენიმე გეოგრაფიული პუნქტია, მიეთითება პირველი მიწოდების პუნქტი). საქონლის წინასწარი დეკლარირებისას, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 172-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შეღავათით სარგებლობის მიზნით, გრაფის მეორე განყოფილებაში ასევე მიეთითება დანიშნულების პუნქტის გეოგრაფიული დასახელება.

იმ შემთხვევაში, თუ დეკლარირდება სასაქონლო პარტია, რომელსაც მიწოდების რამდენიმე (სხვადასხვა) პირობა აქვს, მე-20 გრაფაში აღინიშნება „სხვადასხვა“, ხოლო დეკლარაციის ორივე ეგზემპლარის უკანა მხარეს მიეთითება მიწოდების პირობების ასოითი კოდი კლასიფიკატორის მე-7 ნაწილის შესაბამისად.“.

2. „დროებით შემოტანის პროცედურის შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №11):

ა) მე-4 მუხლის მე-2 პუნქტი ამოღებულ იქნეს;

ბ) მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

გ) „დანართი №11–01“ ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.

3. „საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვებისა და საქონლის მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენების პროცედურების შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №12) მე-3 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენების პროცედურაში მოსაქცევი საქონლის კატეგორიას მიეკუთვნება: საქართველოს საგადასახადო კოდექსის 173-ე მუხლის „კ“, „უ“, „ძ“ ქვეპუნქტებში მითითებული საქონელი; ამავე მუხლის „ა.ა“ ქვეპუნქტში მითითებული – საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრისა და საქართველოს ფინანსთა მინისტრის ერთობლივი ბრძანებით დადგენილი ნუსხის მიხედვით სამკურნალო (ფარმაცევტული) მიზნებისათვის განკუთვნილი საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 28-ე და 29-ე ჯგუფებით გათვალისწინებული ნედლეული და სუბსტანციები; ამავე მუხლის „ა.ბ“ ქვეპუნქტში მითითებული – საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრისა და საქართველოს ფინანსთა მინისტრის ერთობლივი ბრძანებით დადგენილი ნუსხის მიხედვით სამკურნალო/სამედიცინო მიზნებისათვის განკუთვნილი, საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 2804 40 000 00 სასაქონლო ქვესუბპოზიციაში კლასიფიცირებული ჟანგბადი; ამავე მუხლის „ქ“, „ღ“, „წ“, „ჭ“ და „ჰ“ ქვეპუნქტებში მითითებული საქონელი; 194-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ე“, „ვ“ და „ლ1“ ქვეპუნქტებსა და 199-ე მუხლის „ა“, „ბ“, „გ“, „ვ“ და „ზ“ ქვეპუნქტებში მითითებული საქონელი; საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების საფუძველზე იმპორტის გადასახდელისაგან გათავისუფლებული და მიზნობრივი დანიშნულებით შემოტანილი საქონელი.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2021 წლის 1 იანვრიდან.

 


საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელიივანე მაჭავარიანი