„სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის 2020 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 31 დეკემბრის №670 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის 2020 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 31 დეკემბრის №670 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 780
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 23/12/2020
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 23/12/2020
სარეგისტრაციო კოდი 280120000.10.003.022504
780
23/12/2020
ვებგვერდი, 23/12/2020
280120000.10.003.022504
„სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის 2020 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 31 დეკემბრის №670 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №780

2020 წლის 23 დეკემბერი

ქ. თბილისი

„სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის 2020 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 31 დეკემბრის №670 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის 2020 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 31 დეკემბრის №670 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 31/12/2019, 280120000.10.003.021690) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის 2020 წლის სახელმწიფო პროგრამის“:

1. №1.1 დანართის („კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი ბავშვიანი ოჯახების დახმარების ქვეპროგრამა“) მე-4 მუხლის პირველი პუნქტი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ქვეპროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 1 345 000 ლარით, ამასთან, ქვეპროგრამის მე-2 მუხლის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ღონისძიება − 945 000 ლარით, მე-2 მუხლის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ღონისძიება − 400 000 ლარით.“.

2. №1.5 დანართის („დღის ცენტრებში მომსახურებით უზრუნველყოფის ქვეპროგრამა“) მე-4 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ქვეპროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 5 545 000 ლარით.“.

3. №1.6.2 დანართის („საპროთეზო-ორთოპედიული საშუალებებით უზრუნველყოფის კომპონენტი“) მე-4 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ქვეპროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 1 707 000  ლარით.“.

4. №1.11 დანართის („მიუსაფარ ბავშვთა თავშესაფრით უზრუნველყოფის ქვეპროგრამა“) მე-4 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ქვეპროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 915 000 ლარით.“.

5. №1.12 დანართის („სათემო ორგანიზაციებში მომსახურებით უზრუნველყოფის ქვეპროგრამა“) მე-5 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ქვეპროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 2  462 300 ლარით.“.

6. №1.15 დანართის („მზრუნველობამოკლებული ბავშვების რეინტეგრაციის ქვეპროგრამა“)  მე-4 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ქვეპროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება  613 100 ლარით.“.

მუხლი 2
მომსახურების დისტანციურ რეჟიმში მიწოდების პერიოდში, შეჩერდეს მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს მიერ შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღება ახალი ბენეფიციარების  ჩართვის თაობაზე (გარდა გასული 12 თვის მოსარგებლეებისა) შემდეგ ქვეპროგრამებში: №1.2 დანართი („ბავშვთა ადრეული განვითარების ხელშეწყობის ქვეპროგრამა“), №1.3 დანართი („ბავშვთა რეაბილიტაცია/აბილიტაციის ქვეპროგრამა“), №1.5 დანართი („დღის ცენტრებში მომსახურებით უზრუნველყოფის ქვეპროგრამა“) და №1.13 დანართი  („განვითარების მძიმე და ღრმა შეფერხების მქონე ბავშვთა ბინაზე მოვლით უზრუნველყოფის ქვეპროგრამა“).
მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. 

პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელიგიორგი გახარია