„იმ თანამდებობის პირთა ნუსხის დამტკიცების შესახებ, რომლებსაც აქვთ სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლება“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 მარტის №242 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„იმ თანამდებობის პირთა ნუსხის დამტკიცების შესახებ, რომლებსაც აქვთ სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლება“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 მარტის №242 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 785
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 23/12/2020
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 23/12/2020
სარეგისტრაციო კოდი 120200010.10.003.022508
785
23/12/2020
ვებგვერდი, 23/12/2020
120200010.10.003.022508
„იმ თანამდებობის პირთა ნუსხის დამტკიცების შესახებ, რომლებსაც აქვთ სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლება“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 მარტის №242 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №785

2020 წლის 23 დეკემბერი

   ქ. თბილისი

 

„იმ თანამდებობის პირთა ნუსხის დამტკიცების შესახებ, რომლებსაც აქვთ სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლება“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 მარტის №242 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“  საქართველოს ორგანული კანონის  მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „იმ თანამდებობის პირთა ნუსხის დამტკიცების შესახებ, რომლებსაც აქვთ სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლება“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 მარტის №242 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 19/03/2014, 120200010.10.003.017862) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული ნუსხის:

1. მე-3 მუხლის:

ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში:

ა) გენერალური ინსპექციის უფროსი (პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი);

ბ) გენერალური ინსპექციის უფრო­სის მოადგილე (პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის მოადგილე);

გ) გენერალური ინსპექციის აღმოსავლეთის საგამოძიებო სამმართველოს უფროსი (მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი);

დ) გენერალური ინსპექციის დასავლეთის საგამოძიებო სამმართველოს უფროსი (მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი);

ე) გენერალური ინსპექციის სამოხელეო დანაშაულის გამოძიების სამმართველოს უფროსი (მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი);

ვ) გენერალური ინსპექციის შესაბამისი სამმართველოს უფროსი გამომძიებელი, გამომძიებელი, უფროსი ინსპექტორ-გამომძიებელი, ინსპექტორ-გამომძიებელი.“;

ბ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებაში – სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში:

ა) გენერალური დირექტორი, გენერალური დირექტორის პირველი მოადგილე, გენერალური დირექტორის მოადგილე;

ბ) მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსი, მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, მონიტორინგის დეპარტამენტის სამმართველოს უფროსი, მონიტორინგის დეპარტამენტის მოსამსახურეები;

გ) პენიტენციურ დეპარტამენტში:

გ.ა) პენიტენციური დეპარტამენტის დირექტორი, პენიტენციური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე;

გ.ბ) პენიტენციური დეპარტამენტის მთავარი სამმართველოს უფროსი, მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე, შტაბის (სამმართველო) უფროსი, სამმართველოს უფროსი, სამმართველოს უფროსის მოადგილე, განყოფილების უფროსი, მთავარი ინსპექტორი, უფროსი ინსპექტორი, მორიგე ინსპექტორი, უმცროსი ინსპექტორი, ინსპექტორი; ოცეულის მეთაური, ესკორტის ოფიცერი, მორიგე ოფიცერი, ინსტრუქტორი;

დ) პენიტენციურ დაწესებულებაში:

დ.ა) პენიტენციური დაწესებულების დირექტორი, პენიტენციური დაწესებულების დირექტორის მოადგილე;

დ.ბ) პენიტენციური დაწესებულების უსაფრთხოების განყოფილების უფროსი, სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების უფროსი, არასრულწლოვან ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა განყოფილების უფროსი, სწრაფი რეაგირების განყოფილების უფროსი, სწრაფი რეაგირების განყოფილების მთავარი ინსპექტორი, სწრაფი რეაგირების განყოფილების ინსპექტორი;

ე) სამოქალაქო დანაყოფს მიკუთვნებული სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსი.“.

2. მე-3 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 მუხლი:

მუხლი 31. საქართველოს პროკურატურის სისტემაში:

ა) საქართველოს გენერალური პროკურორი, საქართველოს გენერალური პროკურორის პირველი მოადგილე და მოადგილე;

ბ) ევროჯასტში მეკავშირე პროკურორი და მეკავშირე პროკურორის დამხმარე;

გ) საქართველოს გენერალური პროკურატურის დეპარტამენტის უფროსი და მისი მოადგილე;  დეპარტამენტის უფროსი (საჯარო დაწესებულების პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი) და მისი მოადგილე (საჯარო დაწესებულების პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის მოადგილე);

დ) საქართველოს გენერალური პროკურატურის სამმართველოს უფროსი და მისი მოადგილე; სამმართველოს უფროსი (საჯარო დაწესებულების პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი); სამმართველოს უფროსი (საჯარო დაწესებულების მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი);

ე) საქართველოს გენერალური პროკურატურის დეპარტამენტის/სამმართველოს უფროსი პროკურორი და პროკურორი;

ვ) საქართველოს გენერალური პროკურატურის დეპარტამენტის/სამმართველოს განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა უფროსი გამომძიებელი და განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა გამომძიებელი;

ზ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურორი და მისი მოადგილე;

თ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურატურის სამმართველოს უფროსი;

ი) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურატურის უფროსი პროკურორი, პროკურორი და უფროსი გამომძიებელი;

კ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურორი და მისი მოადგილე;

ლ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურატურის პროკურორი;

მ) თბილისის და საოლქო პროკურორი;

ნ) თბილისის და საოლქო პროკურორის მოადგილე;

ო) თბილისის და საოლქო პროკურატურის სამმართველოს უფროსი და მისი მოადგილე;

პ) თბილისის და საოლქო პროკურატურის უფროსი პროკურორი, პროკურორი და უფროსი გამომძიებელი;

ჟ) რაიონული პროკურორი და მისი მოადგილე;

რ) რაიონული პროკურატურის პროკურორი.“.

3. მე-4 მუხლი ამოღებულ იქნეს.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელიგიორგი გახარია