საქართველოში ახალი კორონავირუსით გამოწვეული სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესების გამო, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტში დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებლის გადახდისაგან მოსახლეობისა და ზოგიერთი პირის (ფიზიკური და იურიდიული) გათავისუფლების შესახებ

დოკუმენტის ნომერი 21/29
დოკუმენტის მიმღები ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 23/12/2020
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 25/12/2020
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.111.016468
21/29
23/12/2020
ვებგვერდი, 25/12/2020
010250050.35.111.016468
საქართველოში ახალი კორონავირუსით გამოწვეული სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესების გამო, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტში დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებლის გადახდისაგან მოსახლეობისა და ზოგიერთი პირის (ფიზიკური და იურიდიული) გათავისუფლების შესახებ
ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტი
 
ქალაქ  ფოთის  მუნიციპალიტეტის  საკრებულოს

დადგენილება 21/29

2020 წლის 23 დეკემბერი

ქ. ფოთი

საქართველოში ახალი კორონავირუსით გამოწვეული სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესების გამო, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტში დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებლის გადახდისაგან მოსახლეობისა და ზოგიერთი პირის (ფიზიკური და იურიდიული) გათავისუფლების შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“   24-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ.ბ“ ქვეპუნქტის, 54-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ.დ“ ქვეპუნქტის, „ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის, მე-4 მუხლისა და „კომუნალური გადასახადების სუბსიდირების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 30 ოქტომბრის №655 დადგენილების მე-6 მუხლის შესაბამისად, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულო  ადგენს:

მუხლი 1
ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მოსახლეობა სრულად გათავისუფლდეს 2020 წლის ნოემბრის, დეკემბრისა და 2021 წლის იანვრისა და თებერვლის თვის დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებლის გადახდისაგან.

მუხლი 2
ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოქმედი ფიზიკური ან/და იურიდიული პირები, ორგანიზაციები და დაწესებულებები, რომელთაც საქართველოს მთავრობის დადგენილების შესაბამისად შეეზღუდათ ეკონომიკური საქმიანობის განხორციელების უფლება გათავისუფლდნენ დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის დაწესებული მოსაკრებლის გადახდისაგან დაწესებული შეზღუდვების მოქმედების პერიოდში.

მუხლი 3
ამ დადგენილებით გათვალისწინებულ პირებს, რომელთაც ამ დადგენილების პირველი და მეორე მუხლით გათვალისწინებულ პერიოდზე გადახდილი აქვთ მოსაკრებელი, გადახდილი თანხა აესახებათ სააბონენტო ბარათზე (რომელიც არ ექვემდებარება დაბრუნებას), გარდა ამ დადგენილების მე-4 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევისა.

მუხლი 4
ამ დადგენილებით გათვალისწინებულ პირებს უფლება აქვთ უარი განაცხადონ მოსაკრებლის გადახდისაგან გათავისუფლებაზე. უარის თქმის შესახებ განცხადებით უნდა მიმართონ ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიას ან/და ა(ა)იპ- ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის „სერვისების ცენტრს“.

მუხლი 5
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და გავრცელდეს 2020 წლის 1 ნოემბრიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე.                 

ქალაქ ფოთის საკრებულოს თავმჯდომარებექა ვაჭარაძე