„საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დასაფინანსებელი ადგილობრივი თვითმმართველობის და რეგიონული პროექტების შერჩევის პროცედურების და კრიტერიუმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 7 თებერვლის №23 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 786
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 24/12/2020
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 24/12/2020
სარეგისტრაციო კოდი 190040000.10.003.022509
786
24/12/2020
ვებგვერდი, 24/12/2020
190040000.10.003.022509
„საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დასაფინანსებელი ადგილობრივი თვითმმართველობის და რეგიონული პროექტების შერჩევის პროცედურების და კრიტერიუმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 7 თებერვლის №23 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №786

2020 წლის 24 დეკემბერი

ქ. თბილისი

„საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დასაფინანსებელი ადგილობრივი თვითმმართველობის და რეგიონული პროექტების შერჩევის პროცედურების და კრიტერიუმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 7 თებერვლის №23 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დასაფინანსებელი ადგილობრივი თვითმმართველობის და რეგიონული პროექტების შერჩევის პროცედურების და კრიტერიუმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 7 თებერვლის №23 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 11/02/2013, 190040000.10.003.017184) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული დანართის:

1. 32 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 32. საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან თითოეული მუნიციპალიტეტისათვის ხელმისაწვდომი თანხის (ლიმიტის) დადგენის წესი

საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან თითოეული მუნიციპალიტეტისათვის ხელმისაწვდომი თანხა (ლიმიტი) დგინდება შემდეგი წესით:

ა) ამ დადგენილების შესაბამისად, საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული ადგილობრივი თვითმმართველობისა და რეგიონული პროექტებისათვის გათვალისწინებული მთლიანი თანხის (ძირითადი ინფრასტრუქტურული პროექტების ფონდის) ნახევარი ავტომატურად განაწილდება თითოეული მუნიციპალიტეტის მიერ წინა სამი წლის ფარგლებში პირველი 2 წლის განმავლობაში ყოველ საბიუჯეტო წელს ამ დადგენილების პროცედურების შესაბამისად გამოყოფილი რესურსიდან ათვისებული თანხის ძირითადი ინფრასტრუქტურული პროექტების ფონდის მთლიანად ათვისებულ თანხასთან მიმართებით პროცენტული მაჩვენებლების (სახელმწიფო ხაზინის ყოველი წლის 31 დეკემბრის მონაცემებით) და მესამე, მიმდინარე წელს ამ დადგენილების პროცედურების შესაბამისად გამოყოფილი თანხის ძირითადი ინფრასტრუქტურული პროექტების ფონდის მთლიანად ათვისებულ თანხასთან მიმართებით პროცენტული მაჩვენებლების (1 ნოემბრის მდგომარეობით არსებული მონაცემებით) საშუალო არითმეტიკულის პროპორციულად;

ბ) ძირითადი ინფრასტრუქტურული პროექტებისათვის ფონდით გათვალისწინებული მთლიანი თანხის მეორე ნახევრის განაწილების კრიტერიუმებია:

ბ.ა) თითოეულ მუნიციპალიტეტში მოსახლეობის რაოდენობის ხვედრითი წილი მუნიციპალიტეტების მიხედვით აგრეგირებულ მოსახლეობის რაოდენობაში – გასანაწილებელი თანხის 40%;

ბ.ბ) ყოველი მუნიციპალიტეტის ფართობის ხვედრითი წილი მუნიციპალიტეტების მიხედვით აგრეგირებულ ფართობთან მიმართებით – გასანაწილებელი თანხის 20%;

ბ.გ) კურორტებისა და საკურორტო ადგილების რაოდენობის ხვედრითი წილი მუნიციპალიტეტების მიხედვით აგრეგირებულ კურორტებისა და საკურორტო ადგილების რაოდენობაში – გასანაწილებელი თანხის 20%;

ბ.დ) მოსახლეობის რაოდენობის ადმინისტრაციული ერთეულების რაოდენობასთან ფარდობის ხვედრითი წილი – გასანაწილებელი თანხის 20%.“.

2.  33 მუხლი ამოღებულ იქნეს.

3. 34 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 34. აუთვისებელი ლიმიტის, დამატებით გამოყოფილი რესურსებისა და დარჩენილი ეკონომიის/ფინანსური რესურსის განაწილების წესი

1. თუ მუნიციპალიტეტმა მიმდინარე საბიუჯეტო წლის 1 ივლისამდე სრულად ვერ წარადგინა ხელმისაწვდომი თანხის (ლიმიტის) ფარგლებში ხელმოწერილი ხელშეკრულებების შესახებ ინფორმაცია, ლიმიტის ფარგლებში დარჩენილი რესურსი  (აუთვისებელი ლიმიტი), გარდა ეკონომიებისა, კომისიის გადაწყვეტილებით შეიძლება გამოიყენებულ იქნეს სხვა მუნიციპალიტეტების დამატებითი პროექტების დასაფინანსებლად. ამ პუნქტით გათვალისწინებული აუთვისებელი ლიმიტის განაწილებაზე არ ვრცელდება ამ წესის 32 მუხლით გათვალისწინებული პროცედურები.

2. საბიუჯეტო წლის განმავლობაში საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული ძირითადი ინფრასტრუქტურული პროექტების ფონდის გაზრდის შემთხვევაში, დამატებული თანხის განაწილების თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს კომისია.

3. დარჩენილი ეკონომიის/ფინანსური რესურსების განაწილების თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს კომისია.“.

მუხლი 2
1. ეთხოვოთ მუნიციპალიტეტებს, „საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დასაფინანსებელი ადგილობრივი თვითმმართველობის და რეგიონული პროექტების შერჩევის პროცედურების და კრიტერიუმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 7 თებერვლის №23 დადგენილებით გათვალისწინებული რეგულაციების ეფექტიანი განხორციელების მიზნით შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება, მათ შორის, მიმდინარე საბიუჯეტო წელს პროექტების წარდგენა და სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების დაწყება, მომდევნო საბიუჯეტო წლისათვის პროექტების განხორციელების მიზნით, მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროექტში თანადაფინანსების გათვალისწინება.

2. დაევალოთ შესაბამის უწყებებს, 2021 წლის 1 იანვრამდე, „საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დასაფინანსებელი ადგილობრივი თვითმმართველობის და რეგიონული პროექტების შერჩევის პროცედურების და კრიტერიუმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 7 თებერვლის №23 დადგენილებით გათვალისწინებული რეგულაციების ეფექტიანი განხორციელების მიზნით, შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება, გარდა შესაბამისი თანხების გადარიცხვისა.

მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელიგიორგი გახარია