„ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და მისი განაკვეთების განსაზღვრის შესახებ“ ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს, 2015 წლის 8 აპრილის №9/12 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ნომერი 21/28
დოკუმენტის მიმღები ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 23/12/2020
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 25/12/2020
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.111.016467
21/28
23/12/2020
ვებგვერდი, 25/12/2020
010250020.35.111.016467
„ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და მისი განაკვეთების განსაზღვრის შესახებ“ ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს, 2015 წლის 8 აპრილის №9/12 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტი
 
ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №21/28

2020 წლის 23 დეკემბერი

ქ. ფოთი

„ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და მისი განაკვეთების განსაზღვრის შესახებ“ ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს, 2015 წლის 8 აპრილის №9/12 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ს:

მუხლი 1
„ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და მისი განაკვეთების განსაზღვრის შესახებ“ ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 8 აპრილის №9/12 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 15/04/2015, სარეგისტრაციო კოდი: 010250020.35.111.016263) შეტანილ იქნეს ცვლილება, კერძოდ: დადგენილებით დამტკიცებულ დანართის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს 21  პუნქტი შემდეგი რედაქციით: „21. რეზიდენტი საწარმოსთვის/ორგანიზაციისთვის, რომლებიც ეწევიან  ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარულ სამგზავრო გადაყვანას, მუნიციპალური ტრანსპორტით – ავტობუსებით   (M3 კატეგორია – 5 ტონაზე მეტი), მის ბალანსზე ძირითად საშუალებად ან/და საინვესტიციო ქონებად აღრიცხულ აქტივებზე, დაუმონტაჟებელ მოწყობილობებზე, დაუმთავრებელ მშენებლობაზე, აგრეთვე მის მიერ ლიზინგით გაცემულ ქონებაზე, საშუალო წლიური საბალანსო ნარჩენი ღირებულების ქონების გადასახადი შეადგენს 0,001 პროცენტს – 2023 წლის 1 იანვრამდე.“.
მუხლი 2
ეს დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

ქალაქ ფოთის საკრებულოს თავმჯდომარებექა ვაჭარაძე