„მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 20 ნოემბრის №4 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 20 ნოემბრის №4 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 30
დოკუმენტის მიმღები მცხეთის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 24/12/2020
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 25/12/2020
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.153.016550
30
24/12/2020
ვებგვერდი, 25/12/2020
010250050.35.153.016550
„მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 20 ნოემბრის №4 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
მცხეთის მუნიციპალიტეტი
 

    მცხეთის  მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება  №30

2020 წლის 24 დეკემბერი

ქ. მცხეთა

 

„მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 20 ნოემბრის №4 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

 საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“  61-ე მუხლის პირველი და მეორე პუნქტებისა და  „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
შეტანილ იქნას ცვლილება   „მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 20 ნოემბრის №4 დადგენილებაში (matsne.gov.ge, 010250050.35.153.016376, 22/11/2017), კერძოდ: დადგენილების პირველი მუხლით დამტკიცებული, მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების:

ა) მე-18  მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:

„1. სოციალური და ჯანდაცვის სამსახური უზრუნველყოფს სოციალური, ჯანდაცვის  და დასაქმების  მუნიციპალური პროგრამების შემუშავებას, უმუშევართა პროფესიული გადამზადებისა და სოციალური რეაბილიტაციის ხელშეწყობას,  პროექტების მომზადებას სოციალურად დაუცველ პირთა მიმართ დამატებითი სოციალური შეღავათების და დახმარებების თაობაზე, მუნიციპალიტეტის შესახებ ინფორმაციის გავრცელებას პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებებით, საზოგადოებრივი ჯანდაცვის სფეროში მუნიციპალიტეტისთვის დელეგირებული უფლებამოსილების განხორციელებას და ბავშვის უფლებათა დაცვის სფეროში კანონმდებლობით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულებას“.

ბ) მე-18  მუხლის მე- 2 პუნქტის  „გ“ ქვეპუნქტი  ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:

„გ. ბავშვთა დაცვისა და მხარდაჭერის განყოფილება“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგელა ბაქრაძე