„ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული სოციალური უზრუნველყოფის ქვეპროგრამების განხორციელების წესების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 24 დეკემბრის №85 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული სოციალური უზრუნველყოფის ქვეპროგრამების განხორციელების წესების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 24 დეკემბრის №85 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 227
დოკუმენტის მიმღები ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 25/12/2020
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 25/12/2020
ძალაში შესვლის თარიღი 01/01/2021
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.160.016663
227
25/12/2020
ვებგვერდი, 25/12/2020
010250050.35.160.016663
„ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული სოციალური უზრუნველყოფის ქვეპროგრამების განხორციელების წესების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 24 დეკემბრის №85 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტი
 

ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №227

2020 წლის 25 დეკემბერი

ქ. რუსთავი

 

 

„ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული სოციალური უზრუნველყოფის ქვეპროგრამების განხორციელების წესების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 24 დეკემბრის N85 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული სოციალური უზრუნველყოფის ქვეპროგრამების განხორციელების წესების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ  რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 24 დეკემბრის N85 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 26/12/2018წ., 010250050.35.160.016521) შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილებები:

1.1 პირველი მუხლის „ა“ ქვეპუნქტით დამტკიცებული „მინიმალური სასურსათო  კვების დაფინანსება" (პროგრამული კოდი 06 02 01) ქვეპროგრამის განხორციელების წესის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ქვეპროგრამით გათვალისწინებულია 2050  (ორი ათას ორმოცდაათი) ბენეფიციარის დაკმაყოფილება.

1.2 პირველი მუხლის  „ბ“ ქვეპუნქტით  დამტკიცებული "სარიტუალო მომსახურებები" (პროგრამული კოდი 06 02 02) ქვეპროგრამის განხორციელების წესის" მე-2 მუხლის მე-3 პუნქტი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. იდენტიფიცირებადი ან არაიდენტიფიცირებადი მიცვალებულების სარიტუალო (დაკრძალვის) ხარჯების დასაფარად გამოიყოფა გარდაცვლილზე  200,00 (ორასი ლარი და 00 თეთრი) ლარი.“

1.3. პირველი მუხლის „დ“ ქვეპუნქტით დამტკიცებულ „ინდივიდუალური დახმარებების პროგრამები" (პროგრამული კოდი 06 02 05) ქვეპროგრამის ფარგლებში გამოყოფილი ასიგნებებიდან კომუნალური გადასახადების დაფარვაში ხელშეწყობის წესში:

ა) პირველი მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. "ინდივიდუალური დახმარებების პროგრამები" (პროგრამული კოდი 06 02 05) ქვეპროგრამის ფარგლებში გამოყოფილი ასიგნებებიდან კომუნალური გადასახადების დაფარვაში ხელშეწყობის წესი" (შემდგომში – წესი) განსაზღვრავს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგისტრირებული და მცხოვრები რეინტეგრირებული ბავშვების ოჯახებისა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის, აგრეთვე საქართველოს შეიარაღებული ძალების სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილეობისას საბრძოლო ოპერაციების დროს დაღუპულთა ან მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვლილი მებრძოლების (ვეტერანი) ოჯახის წევრებისათვის კომუნალურ გადასახადებზე (ბუნებრივი აირი, ელექტრო ენერგია) შეღავათის დაწესების პირობებს და პროცედურებს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული ქვეპროგრამის ფარგლებში.“

ბ) მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 2. ქვეპროგრამის მიზანი

1. ქვეპროგრამის მიზანს წარმოადგენს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგისტრირებული და მცხოვრები რეინტეგრირებული ბავშვების ოჯახებისა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის, აგრეთვე საქართველოს შეიარაღებული ძალების სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილეობისას საბრძოლო ოპერაციების დროს დაღუპულთა ან მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვლილი მებრძოლების (ვეტერანი) ოჯახის წევრებისათვის კომუნალურ გადასახადებზე (ბუნებრივი აირი, ელექტროენერგია) შეღავათის დაწესება.“

გ) ამოღებულ იქნეს მე-3 მუხლის 1-ლი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი,  მე-2 პუნქტი;

დ) მე-3 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. ქვეპროგრამით მოსარგებლეები, რომლებიც განეკუთვნებიან მე-3 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ ორივე კატეგორიას დაფინანსდებიან მხოლოდ ერთი კატეგორიისთვის განსაზღვრული თანხის ოდენობით.“

ე) ამოღებულ იქნეს მე-4 მუხლის  1-ლი პუნქტი, მე-5 პუნქტი, მე-6 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი;

1.4  პირველი მუხლის „კ“ ქვეპუნქტით დამტკიცებულ საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეთა და მათთან გათანაბრებულ პირთა ოჯახების მატერიალური დახმარება" (პროგრამული კოდი 06 02 09) ქვეპროგრამის განხორციელების წესის" მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) "ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანების შესახებ" საქართველოს კანონის მე-6 მუხლის "ა" პუნქტით დადგენილი ვეტერანთა კატეგორია. თითოეული მეორე მსოფლიო ომის ვეტერანისათვის (8 ვეტერანი) გათვალისწინებულია ერთჯერადი მატერიალური დახმარება 500 (ხუთასი ლარი და 00 თეთრი) ლარის ოდენობით, ხოლო მეორე მსოფლიო ომის ვეტერანთან გათანაბრებული პირებისათვის (36 ვეტერანი) მატერიალური დახმარება 250 (ორას ორმოცდაათი ლარი და 00 თეთრი) ლარის ოდენობით.“

1.5 პირველი მუხლის „ლ“ ქვეპუნქტით დამტკიცებულ „სოციალური დახმარებების პროგრამის“ (პროგრამული კოდი 06 02 12) განხორციელების წესში“

ა)  მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 2. ქვეპროგრამის ამოცანა

„1. ამ წესის მე-4 მუხლით განსაზღვრულ ქვეპროგრამით მოსარგებლეთათვის საჩუქრების გადაცემა.„

ბ) მე-4 მუხლს დაემატოს მე-8 პუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„8.  დიდი სამამულო ომის მონაწილეები და მათთან გათანაბრებული პირები, რომლებსაც საჩუქრები გადაეცემათ შობა-ახალი წლის დღესასწაულთან დაკავშირებით;“

ბ) მე-5 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ქვეპროგრამით მოსარგებლეთათვის საჩუქრების გადაცემის მიზნით, ამ წესის მე-4 მუხლის პირველი, მე-5, მე-6, მე-7 და მე-8 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ქვეპროგრამის განმახორციელებელსა და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენელს შორის ფორმდება მიღება-ჩაბარების აქტი. მოსარგებლეებს საჩუქრები გადაეცემათ წარმომადგენლების მიერ. გადაცემის ფაქტი დასტურდება მოსარგებლეთა სიაში მოსარგებლის ხელმოწერით, რომელსაც  წარუდგენს ქვეპროგრამის განმახორციელებელს. გამონაკლის შემთხვევაში მერის წარმომადგენელმა შესაძლებელია მოსარგებლის ხელმოწერის გარეშე წარუდგინოს ქვეპროგრამის განმახორციელებელს შესაბამისი დოკუმენტი.

3. ქვეპროგრამით მოსარგებლეთათვის საჩუქრების გადაცემის მიზნით, ამ წესის მე-4 მუხლის მე-2, მე-3 და მე-4  პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ქვეპროგრამის განმახორციელებელსა და შესაბამისი დაწესებულების წარმომადგენლობის უფლებამოსილების მქონე პირს შორის ფორმდება მიღება-ჩაბარების აქტი. მოსარგებლეებს  საჩუქრები გადაეცემათ შესაბამისი დაწესებულების მიერ.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2021 წლის 1 იანვრიდან.

ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარელევანი ონიანი