„ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული „შეღავათები მუნიციპალურ ტრანსპორტზე“ ქვეპროგრამის განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 24 დეკემბრის №87 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული „შეღავათები მუნიციპალურ ტრანსპორტზე“ ქვეპროგრამის განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 24 დეკემბრის №87 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 228
დოკუმენტის მიმღები ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 25/12/2020
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 25/12/2020
ძალაში შესვლის თარიღი 01/01/2021
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.160.016664
228
25/12/2020
ვებგვერდი, 25/12/2020
010250050.35.160.016664
„ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული „შეღავათები მუნიციპალურ ტრანსპორტზე“ ქვეპროგრამის განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 24 დეკემბრის №87 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტი
 

ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №228

2020 წლის 25 დეკემბერი

ქ. რუსთავი

 

 

„ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული „შეღავათები მუნიციპალურ ტრანსპორტზე“ ქვეპროგრამის განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 24 დეკემბრის N87 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 20-ე მუხლის შესაბამისად ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული „შეღავათები მუნიციპალურ ტრანსპორტზე“ ქვეპროგრამის (კოდი: 06 02 04) განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 24 დეკემბრის N87 დადგენილების (www.matsne.gov.ge, 26/12/2018, სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.160.016523) პირველი მუხლით დამტკიცებული „შეღავათები მუნიციპალურ ტრანსპორტზე“ ქვეპროგრამის (კოდი: 06 02 04) განხორციელების წესში შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილებები:

1.1 წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის  „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) მკვეთრად და მნიშვნელოვნად გამოხატული სმენა დაქვეითებული და უსინათლო პირები;“

1.2  წესის მე-2 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს   „ე“ ქვეპუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი  რედაქციით:

„ე) აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტები.“.

1.3  წესის მე-3 მუხლი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 3. ქვეპროგრამით გათვალისწინებული დახმარების მოცულობა

„1. ქვეპროგრამით მოსარგებლეებს მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობა დაუფინანსდებათ შემდეგი სახით:

ა) ამ წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ბ“, „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ პირებს 0.40 ლარის ოდენობით, თვეში არაუმეტეს 60-ჯერ.

ბ) ამ წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ პირებს  მგზავრობის ღირებულების 50%.“

2. პირები, რომლებიც მიეკუთვნებიან ამ მუხლის 1-ლი პუნქტით განსაზღვრულ ერთზე მეტ კატეგორიას, ისარგებლებენ მხოლოდ ერთი კატეგორიისთვის განსაზღვრული შეღავათით, ამასთან პირები, რომლებიც ერთდროულად აკმაყოფილებენ „ა“, „ბ“, „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს,  ტრანსპორტით მგზავრობა დაუფინანსდებათ 0.40 ლარის ოდენობით, თვეში არაუმეტეს 60-ჯერ.

1.4 წესის მე-4 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ქვეპროგრამით მოსარგებლე პირების ბაზა ფორმირდება ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური მხარდაჭერის სამსახურის მიერ მოსარგებლე პირების ქვეპროგრამით გათვალისწინებულ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის საფუძველზე, რისთვისაც აუცილებელია:

ა) ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ ყოველთვიურად საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ "სოციალური მომსახურების სააგენტოდან“, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ "სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან", სსიპ "ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურიდან", ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ამავე წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული  სსიპ და ა(ა)იპ-ებიდან   მიღებული მონაცემების (მონაცემთა ბაზა) შედარება ქვეპროგრამის მოთხოვნებთან, მოსარგებლე პირების მიხედვით.“

ბ) ამ წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულმა პირებმა ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიაში დამატებით წარმოადგინონ შემდეგი სახის დოკუმენტები:

  • განცხადება ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;
  •  საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ასლი;
  •  საინფორმაციო ბარათი (უკანასკნელი 2 წლის მონაცემებით) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დაქვემდებარებული სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან;
  • ცნობა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან სტუდენტის აქტიური სტატუსის  შესახებ დედნის სახით (დოკუმენტი წარმოდგენილ იქნას სასწავლო სემესტრის დაწყებიდან არა უგვიანეს ორი კვირისა);
  • დევნილის სტატუსის დამადასტურებელი მოწმობის ასლი – იძულებით გადაადგილებული (დევნილი) სტუდენტისთვის;“.

1.5 წესის მე-4 მუხლს დაემატოს „11“  პუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„11. ამ წესის თანახმად დადგენილი მონაცემების გადამოწმების შემდეგ თუ მოსარგებლე აღარ აკმაყოფილებს ქვეპროგრამით დადგენილ კრიტერიუმებს მას უწყდება სოციალური დახმარება.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2021 წლის 1 იანვრიდან;

ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარელევანი ონიანი