წყალტუბოს მუნიციპალტეტის ტერიტორიაზე დასუფთავების მოსაკრებლის გადახდაზე საყოფაცხოვრებო მომხმარებლებისათვის შეღავათის დაწესების შესახებ

წყალტუბოს მუნიციპალტეტის ტერიტორიაზე დასუფთავების მოსაკრებლის გადახდაზე საყოფაცხოვრებო მომხმარებლებისათვის შეღავათის დაწესების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 28
დოკუმენტის მიმღები წყალტუბოს მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 25/12/2020
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 25/12/2020
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.122.016593
28
25/12/2020
ვებგვერდი, 25/12/2020
010260020.35.122.016593
წყალტუბოს მუნიციპალტეტის ტერიტორიაზე დასუფთავების მოსაკრებლის გადახდაზე საყოფაცხოვრებო მომხმარებლებისათვის შეღავათის დაწესების შესახებ
წყალტუბოს მუნიციპალიტეტი
 

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება  №28

2020 წლის 25 დეკემბერი

ქ. წყალტუბო

 

წყალტუბოს მუნიციპალტეტის ტერიტორიაზე დასუფთავების მოსაკრებლის გადახდაზე საყოფაცხოვრებო მომხმარებლებისათვის შეღავათის დაწესების შესახებ

,,კომუნალური გადასახადების სუბსიდირების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 30 ოქტომბრის  №655  დადგენილების, საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის, ,,ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ'' საქართველოს კანონის მე-4 მუხლისა და  წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების, გადახდის ინსტრუქციის, დაგვა-დასუფთავების და ნარჩენების განკარგვის წესის დამტკიცების შესახებ'' წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 17 ნოემბრის  №70 დადგენილებით დამტკიცებული  №2  დანართის მე-3 მუხლის მე-11 პუნქტის ,,ა'', ,,ბ'' და ,,გ'' ქვეპუნქტების საფუძველზე, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
დაწესდეს საქართველოში ახალი კორონავირუსით გამოწვეული სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესების გამო, მოსახლეობის  დახმარების მიზნით, შეღავათი ადგილობრივ მოსაკრებელზე საყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის და განთავისუფლდნენ სრულიად 2020 წლის ნოემბრის, დეკემბრის, 2021 წლის იანვრისა და თებერვლის თვეების დასუფთავების მოსაკრებლის გადახდისაგან წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები ფიზიკური პირები (მათ შორის იძულებით გადაადგილებული პირები  და სოციალურად დაუცველი ოჯახები).
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელიპაატა ახალაძე