ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 16 ნოემბრის №33 დადგენილებაში „ქარელის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის – ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ დამატებების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 13
დოკუმენტის მიმღები ქარელის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 25/12/2020
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 28/12/2020
ძალაში შესვლის თარიღი 01/01/2021
სარეგისტრაციო კოდი 010260000.35.144.016382
13
25/12/2020
ვებგვერდი, 28/12/2020
010260000.35.144.016382
ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 16 ნოემბრის №33 დადგენილებაში „ქარელის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის – ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ დამატებების შეტანის თაობაზე
ქარელის მუნიციპალიტეტი
 
ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

 დადგენილება №13

2020 წლის 25 დეკემბერი

ქ. ქარელი

ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 16 ნოემბრის №33 დადგენილებაში ,,ქარელის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის – ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ დამატებების შეტანის თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ.ბ“ ქვეპუნქტისა და 61-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტების, საქართველოს კანონის „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ 63-ე მუხლისა და საქართველოს კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“ მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 16 ნოემბრის №33 დადგენილებაში – „ქარელის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის – ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ (www.matsne.gov.ge. 22/11/2017. 010260000.35.144.016301) შეტანილ იქნეს შემდეგი დამატებები:

ა) დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ზ“ პუნქტი:

„ზ. საქართველოს კანონის „სოციალური მუშაობის შესახებ“ 56-ე მუხლის შესაბამისად  მუნიციპალიტეტისათვის დელეგირებულ უფლებამოსილებათა ფარგლებში სოციალური მუშაობის ჩატარება, კოორდინაცია და ადმინისტრირება;“.

ბ) დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ვ“ პუნქტი:

„ვ საქართველოს კანონის „სოციალური მუშაობის შესახებ“ 56-ე მუხლის  შესაბამისად  მუნიციპალიტეტისათვის დელეგირებულ უფლებამოსილებათა ფარგლებში სოციალური მუშაობის ჩატარება, კოორდინაცია და ადმინისტრირება.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2021 წლის 1 იანვრიდან

ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეივანე არდემანაშვილი